ნამდვილი ისტორიები მოულოდნელი დასასრულით

0
254

იუმორის გრძნობა და მხიარული ისტორიები გვეხმარება, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო ნათელი გავხადოთ, ახალი ფერებით შევავსოთ და ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ყოველდღიური პრობლემები. ცხოვრებისეული შემთხვევები, რომლებიც ჩვენს არსებობას უფრო აკეთილშობილებს, კი არ უნდა დავიმალოთ, არამედ სხვებსაც უნდა ვუამბოთ, რადგან ისინი ბევრ ჩვენგანს სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

თავი ბედნიერ შვილად მიმაჩნია, რადგან ბედნიერმა მშობლებმა გამზარდეს, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ხშირად ეხუმრებიან ხოლმე. მაგალითად, დედაჩემი ღამე წყლის დასალევად დგება და სამზარეულოში გადის. ამ დროს მანძილზე მამა ასწრებს, რომ საწოლის მის ნახევარზე წიგნები დაალაგოს, საბანი გადააფაროს და ზემოდან კატა დასვას. ამის შემდეგ, ის დასაძინებლად წვება. დედა, ასეთი კონსტრუქციის აღმოჩენის შემდეგ პირსახოცით ხელში მამაჩემის მხარეს მირბის, პირსახოცით სცემს და ყვირის: “მოგკლავ, ბებერო!” მამაჩემი კი ამ დროს თავს ბალიშით იცავს. “ბრძოლა” რამდენიმე წუთს გრძელდება. ამის შემდეგ, ბედნიერები და მოდუნებულები დასაძინებლად წვებიან. დედა – 50 წლის არის, მამა კი – 55-ის!

ჩემი ბიჭი 7 წლის არის. ვეკითხები, შემოდგომის რომელი ნიშნები იცის.

– ცივა, ჩიტები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ… საბურავები უნდა გამოიცვალოს!

– ზამთრის ნიშნები?

– თოვლი, ყინვა… საბურავების გამოცვლა საჭირო აღარ არის.

– გაზაფხულზე რა ხდება?

– თბილა, ჩიტები თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან… და საბურავები ისევ გამოსაცვლელია!

კატებს თავიანთი პატრონები ძალიან უყვართ. ჩემმა კატამ ცოტა ხნის წინ სიცოცხლე გადამირჩინა. ერთხელ საღამოს აბაზანას ვიღებდი, კატა კი ნიჟარაში თვლემდა. რაღაც მომენტში ცხელი წყლის დამატება მომინდა და ხელი ონკანისკენ წავიღე. მოულოდნელად ფეხი ამიცურდა და დავეცი. გონს იმის გამო მოვედი, რომ ჩემი კატა სახეზე თათებს მისვამდა და მთელი ძალით კიოდა, რათა გონს მოვსულიყავი. ცოტაც და აბაზანა ბოლომდე გაივსებოდა და მე დავიხრჩობოდი.

მე და ჩემი ქალიშვილი ხშირად ვსეირნობთ ქალაქის ქუჩებში. როდესაც მუსიკოსები გვხვდებიან, ჩემი შვილი მათ გვერდს ვერ უვლის. ის ყურადღებით ისმენს მათ სიმღერებს, ბოლო ჯერზე კი მათ წინ 20 წუთის მანძილზე ცეკვავდა. გამოსვლის დასასრულს მან თითოეულ მათგანთან მიირბინა და კანფეტები აჩუქათ. მუსიკოსები აღფრთოვანებულნი იყვნენ.

მშობლები ზოგჯერ ძალიან სასაცილოები არიან. სასწავლებლად სახლიდან ძალიან შორს გავემგზავრე, თითქმის 2000 კმ-ის დაშორებით! მშობლებთან ხშირად ჩამოსვლა თითქმის შეუძლებელი იყო. კარგია, რომ ტელეფონი არსებობს. ერთხელ დედას დავურეკე და ჩვენ ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით. უცებ, ბავშვის ტირილის ხმა მომესმა… აღმოჩნდა, რომ მამაჩემი სელაპს აჯავრებდა, რათა ასეთი მოწყენილი არ ვყოფილიყავი!

ბილეთის ყიდვას ვაპირებდი. გზის ფული მხოლოდ 1 ლარი და 50 თეთრი მქონდა. ბილეთი 1 ლარი ღირდა. ლარიანი აპარატში ჩავუშვი და მან გადაყლაპა, მაგრამ ბილეთი არ მომცა, რაღაც გაფუჭდა. სასოწარკვეთილმა წამოვიძახე: “სად ვიშოვო ახლა 1 ლარი, სახლში დასაბრუნებლად?” უცებ მხარზე ვიღაცამ მძიმე ხელი დამადო: “ნუ ნერვიულობ, უფროსი ძმა დაგეხმარება”, – ზურგს უკან უსახლკარო მედგა. მან ბილეთის ფული გამომიწოდა. მერე იტყვიან, სიკეთე არ არსებობსო.

ვერ ვიტან სუპს, რომელსაც ის ამზადებს. საერთოდ არ არის გემრიელი. ადრე ძალიან მაღიზიანებდა. ერთხელ კი სამსახურიდან ადრე დავბრუნდი და ვნახე, თუ როგორი გაღიმებული და როგორი სიყვარულით ამზადებდა ჩემთვის ამ სუპს და როგორ ჭრიდა გულებს სტაფილოსაგან. მიყვარს ჩემი ქმარი! და მისი გაკეთებული სუპიც მიყვარს!

მე და ჩემი მეგობარი რესტორანში ვვახშმობდით. ოფიციანტმა ახლომდებარე მაგიდიდან წერილი მოგვიტანა. სიმპათიურ ბიჭს ჩვენი გაცნობა უნდოდა და თხოვნა ორიგინალური წერილით გამოხატა: “თქვენი გაცნობა მინდა. “თანხმობა” – ღიმილი. “უარყოფა” – სალტო უკან”. საიდან უნდა სცოდნოდა მას, რომ ჩემი მეგობარი – ტანვარჯიშის ოსტატია…

დედაჩემს სხვადსხვა ნიშნები უყვარს. ცოტა ხნის წინ ქოთნის მცენარე მაჩუქა და მითხრა, რომ როდესაც აყვავდებოდა, ჩემს მეორე ნახევარს შევხვდებოდი. გუშინ ეს მცენარე ჩემმა კატამ შეჭამა…

2009 წელს ბავშვთა სახლიდან ბავშვი ვიშვილეთ. პატარას ბევრი ტკბილეული არასოდეს ენახა. ერთხელ სუპერმარკეტში წავიყვანე და კალათი მივეცი: “აიღე, რაც გინდა!”. მთელი ასორტიმენტიდან ჩემმა შვილმა მხოლოდ ერთი კოლოფი ჩაი, კრენდილი და ერთი ქინდერი აიღო. “ეს საკმარისია!” – მიპასუხა მან, როდესაც ვთხოვდი, რომ კიდევ აეღო რაიმე.

ძლივს დავითანხმე ჩემი მეგობარი, რომ ჩემთან ერთად ჰელოუინზე წამოსულიყო. მეგობარს კოსტიუმზე დიდხანს არ უფიქრია. ძველი ხალათი ჩაიცვა, თავზე თმის სახვევები გაიკეთა და ძველი სათამაშო დათვი აიღო. მთელი საღამო წვეულების ვარსკვლავი იყი – ყველას მასთან ერთად უნდოდა ფოტოს გადაღება. რამდენიმე კონკურსშიც კი გაიმარჯვა!

მშობლიური სოფლიდან სასწავლებელში ყოველკვირეულად მატარებლით ჩამოვდიოდი, შემდეგ კი მეტრო მჭირდებოდა. პირველივე დღიდან შევნიშნე ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად მორბოდა, რათა მეტროსთვის მიესწრო.

მთელი წელი ასე დავრბოდით და ერთმანეთს ვუყურებდით ხოლმე, მაგრამ გაცნობას ვერ ვბედავდით. ერთხელ ზამთარში, გამბედაობა მოვიკრიბე, ბიჭს ქუდი მოვხადე და უკანმოუხედავად გავიქეცი. ბიჭმა დამიძახა: “ქუდი დამიბრუნე! მცივა – მელოტი ვარ!” მე სიცილი ამიტყდა და ამის გამო მოულოდნელად ფეხი ამიცურდა. მე ცხვირი გამიტყდა, ჩემმა ახალმა მეგობარმა კი – მკლავი მოიტეხა, როდესაც ჩემ დასახმარებლად მორბოდა. ასე გავიცანი ჩემი ამჟამინდელი ქმარი.

ჩემს ძაღლს ახლა “მამა ტერეზას” ვეძახით. ეს ზედმეტ სახელი მან თავისი ხასიათის გამო მიიღო. ის ცდილობს, რომ ყოველთვის და ყველას დაეხმაროს. ხან კნუტები მოჰყავს სანაგვიდან, რომ არ გაიყინონ, ხან ლეკვები. მერე კი მე ვზრუნავ მათ დაბინავებაზე. ჩემი ძაღლი ჭკვიანია და მას დიდი და კეთილი გული აქვს.

პაპაჩემი კოლმეურნეობაში ცხენების მომვლელად მუშაობდა. ამ მშვენიერი ცხოველის სიყვარულს ბავშვობიდანვე მასწავლიდა. ერთხელ თავისი საყვარელი ცხენით გასეირნების უფლება მომცა. თავი მაშინვე მის პატრონად ვიგრძენი და გავაჭენე. უცებ ცხენი შუა გზაზე გაჩერდა. მე ყვირილი და მათრახის დარტყმა დავიწყე, მაგრამ ცხენი უძრავად იდგა. შემდეგ კი, უცებ ჩემი კისრის დონეზე ალუმინის კაბელი დავინახე. დიდ სიჩქარეზე მას თავის მოკვეთა შეეძლო. ცხენი შეტრიალდა და უკვე დიდი სიჩქარით გაიქცა უკან.