პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
ჩემი ცოლი მიმზიდველად აღარ გამოიყურებოდა. თმა მუდმივად მოუწესრიგებელი ჰქონდა, დახვეწილი მანიკიურის ნაცვლად კი მოკლედ შეჭრილი ფრჩხილები ჰქონდა. ფერადი კაბების ნაცვლად, რომლებსაც ადრე იცვამდა – გრძელი მაისური და უცნაური შარვალი ეცვა, რომლითაც სახლის საქმეებსაც აკეთებდა და დასასვენებლადაც წვებოდა. მაკიაჟი მას საერთოდ აღარ ახსოვდა. ის დილით საწოლიდან დგებოდა, სახეს იბანდა და სარკესთან კი არ ჯდებოდა თავის მოსაწესრიგებლად, არამედ მაშინვე სამზარეულოში გარბოდა საუზმის მოსამზადებლად. ოდესღაც აჭიმული მუცელი, ახლა ჩამოკიდებოდა და ამ მოსაწყენ სურათს ცელულიტი და სტრიებიც ემატებოდა.
მე ერთ დროს ეფექტური ლამაზმანი შემიყვარდა, რომლის გარეგნობაც ჩემს გარდა სხვებსაც ხიბლავდა. ქუჩაში მიმავალი მამაკაცები ტრიალდებოდნენ და თვალს აყოლებდნენ მას. ახლა კი სახლში გაჩეჩილი არსება დადიოდა, მოუწესრიგებელი წარბებით და ჩამოკიდებული მკერდით. მას ბიუსტჰალტერის ჩაცმაც კი ეზარებოდა.
მოკლედ, იმ ლამაზმანის კვალიც კი აღარ დარჩენილიყო. არ მინდოდა, რომ ჩემს გვერდით ასეთი ქალი ყოფილიყო და ის მივატოვე.
გაოცება ვერ დავმალე, როდესაც ერთი წლის შემდეგ მას შევხვდი! მე შემხვდა ჟღალთმიანი ლამაზმანი, რომელსაც თვალები უბრწყინავდა. ისევე როგორც უწინ, გამვლელები მას ყურადღებას აქცევდნენ. მის წვრილ წელს ულამაზესი კაბა ამშვენებდა, მხრებს კი – ულამაზესი კულულები.
ზედმეტი წონა, მუცლის ნაკეცები, დაუვარცხნელი თმა და მოჭმული ფრჩხილები სადღაც გამქრალიყო. თვალებს ვერ ვუჯერდები! მე დედოფალს შევხვდი და ის ჩემი სამი შვილის დედა იყო!
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ყველა ცვლილება, რაც ჩემს ცოლს დაემართა ახალი მშობიარობის შედეგი იყო. მუცლის კანი ასე სწრაფად ნორმას ვერ დაუბრუნდებოდა, მან ხომ ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ბავშვი გააჩინა. ორგანიზმი სრულად აღდგენას ვერ ასწრებდა. სახლში კიდევ ორი ბავშვი იყო, რომელთაც მუდმივი ყურადღება ესაჭიროებოდათ. სად ჰქონდა მას თმის დასავარცხნი და მანიკიურის გასაკეთებელი დრო? როდის უნდა ჩაეცვა თავისი ლამაზი კაბები?
ის თავის დროს მთლიანად ოჯახს ახმარდა. იმ წუთებს კი, როდესაც ბავშვებს ეძინათ, მთლიანად მე მითმობდა. საკუთარი თავისთვის დრო არასოდეს ყოფნიდა და ამიტომ იკეთებდა ასეთ ვარცხნილობას და ამიტომ იცვამდა ასეთ ტანსაცმელს, რომ ბავშვების მოვლა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. სახლში ყოველთვის სისუფთავე იყო, საჭმელი ყოველთვის მომზადებული. ჩვენს სახლში ყოველთვის სითბო და სიმყუდროვე იყო. ის ამით ბედნიერი იყო. მიუხედავად დაღლისა, ის ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო და იღიმოდა, რადგან ის იმ გარემოში იმყოფებოდა, რომელიც მას აბედნიერებდა.
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ისეთ ქალთან ვცხოვრობდი, როგორზეც ბევრი ოცნებობს. ჩემი ხელით დავანგრიე ის სათუთი რამ, რაც ყველას არ ხვდება წილად. გარეგნობის გამო ქალის სამ შვილთან ერთად მიტოვება, მხოლოდ იდიოტს შეუძლია. მე სწორედ ასეთი აღმოვჩნდი.
ახლა ბავშვები ცოტა წამოიზარდნენ და დედა სალონში და ფიტნეს ცენტრში სიარულს ახერხებს. ხელები მოვლილი ჰქონდა და ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, რომ გონება დამებინდა. რატომ ვერ გავაანალიზე დროულად ეს სიტუაცია და რატომ მივიღე ნაჩქარევი გადაწყვეტილება? ახლა მივხვდი, რომ ბედნიერება დავკარგე. ჩემს გვერდით არც ჩემი ცოლია და არც ჩემი მომხიბლველი შვილები.
მე ვერ დავაფასე განძი, რომელიც ბედმა მაჩუქა. ის ალბათ შეხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც მას სათანადოდ დააფასებს. ჩემნაირს ის ახლა ახლოს აღარ მიუშვებს. ჩემთვის ეს სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო, რომელიც ავითვისე და აღარ გავიმეორებ.
სანამ რაიმე დასკვნას გამოიტანთ თქვენი მეუღლის გარეგნობასთან დაკავშირებით, რეალურად შეაფასეთ მისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. დიდი ალბათობით, მიხვდებით, რომ ასეთ ადამიანს ვეღარ იპოვით.