დები მთელი ცხოვრება დედას ეძებდნენ, რომელიც 40 წლის შემდეგ იპოვეს

0
751

ორმა დამ მრავალი წელი დედის ძებნაში გაატარა. ჯინნი ტუმის და და სტარლა მედოკის ყველა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა.

მათმა მშობლებმა ერთმანეთი ვიეტნამში გაიცნეს. მამა ამერიკის საჰაერო ძალებში მსახურობდა. მათ იქორწინეს და ოჰაიოს შტატში ცხოვრობდნენ.

პირველი ქალიშვილი, სტარლა, 1973 წელს დაიბადა, 1974-ში კი – ჯინნი დაიბადა. მშობლებს შორის ურთიერთობა ვერ აეწყო და ამიტომ ისინი მალევე დაშორდნენ. ბავშვების ოფიციალური მეურვე მამა გახდა. ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ.

რატომ ჩამოართვა მამაკაცმა თავის მეუღლეს მშობლის უფლება, ამის შესახებ არავინ იცის, მას ამ თემაზე საუბარი არ სურს.

მან ჟურნალისტებს მხოლოდ ის უამბო, რომ მისი ყოფილი მეუღლე ძირძველი ტაილანდელი იყო და ინგლისური საერთოდ არ ესმოდა.

დების თქმით, მამამ გადაწყვიტა, რომ ბავშვები თავად აღეზარდა, რადგან სურდა, რომ ამერიკელი მემკვიდრეები ჰყოლოდა. ის ირწმუნებოდა, რომ მშობლის მოვალეობას თავად უკეთესად უმკლავდებოდა, ვიდრე მისი მეუღლე. მამაკაცი თავის ქალიშვილების აღზრდას მთელ თავის ძალებსა და რესურსებს ახარჯავდა.

გოგონებს, რა თქმა უნდა, დედა ენატრებოდათ. მაშინაც კი, როდესაც დამოუკიდებლები გახდნენ, მუდმივად დედაზე ფიქრობდნენ.

მამას სთხოვდნენ, რომ დედის პოვნაში დახმარებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ სურდა, რომ გოგონებს ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა ჰქონოდათ. მამა, თითქოს ეხმარებოდათ, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებდა.

“მას ალბათ ჩვენი დაცვა უნდოდა, ან ჩვენთან კავშირის დაკარგვის ეშინოდა”.

როგორც დები ამბობენ, მათ ცხოვრებისეულ ისტორიას სამი თანაბარი მხარე აქვს: სიმართლე, მამის აზრი, დედის აზრი.

მათი ყველა ძალისხმევა ამაო გამოდგა. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ეძებდნენ დედას სპეციალური სამსახურების მეშვეობით, საკონტაქტო ცენტრებსა და შორეული ნათესავების მეშვეობით, მაგრამ უშედეგოდ.

ისინი ინფორმაციის არ ქონის გამო დანებდნენ. დებმა არ იცოდნენ დედის ადგილსამყოფელი, მისი ზუსტი ასაკი, მისი გარეგნობა. ისინი უკვე 40 წლისები იყვნენ, ამიტომ იმედი დაეკარგათ…

2016 წელს ჯინნიმ სოციალურ ქსელში უცნობი მამაკაცისაგან შეტყობინება მიიღო. მას ტექსტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მისი ყურადღება მიმაგრებულმა ფაილმა მიიპყრო – ეს დების ბავშვობისდროინდელი ფოტო იყო.

საიდან უნდა ჰქონოდა ამ ადამიანს ფოტო მათი საოჯახო ალბომიდან? რატომ გამოგზავნა?

აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი ლანის მეუღლე იყო, მას მარკი ერქვა.

ისინი კოლორადოში ცხოვრობდნენ. ლანი ყოველთვის ფიქრობდა თავის გოგონებზე და ქმარმა გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა. მან სწორი გზა ამოირჩია, რადგან თითქმის ყველა თანამედროვე ადამიანი სოციალურ ქსელში რეგისტრირდება.

მას მხოლოდ ერთი ფოტო ჰქონდა. ის ამ პატარა ფოტოს მუდამ თან ატარებდა. მარკმა გოგონებს მისწერა, რომ დედა ყოველდღე ტირის და მათთან შეხვედრაზე ოცნებობს. მისი ტკივილისა და მწუხარების სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია.

მარკს თავისი მეუღლე ძალიან ეცოდებოდა და მან კომპიუტერის ათვისება დაიწყო. ის ძალიან მცირე ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ საკუთარი წარმატების სჯეროდა. რამდენიმე საათის შემდეგ მან სოციალურ ქსელში გოგონების მამა იპოვა.

ცოტა ხანში მან ჯენნიც მოძებნა და მის გვერდზე სწორედ ის ფოტო დაინახა, რომელიც მის მეუღლეს ჰქონდა. ეჭვები გაქრა.

მან კომპიუტერთან ლანის დაუძახა, რათა მისი რეაქცია ენახა…

რამდენიმე დღის შემდეგ მათ ბილეთები იყიდეს, რათა ძვირფას ადამიანებს შეხვედროდნენ. ლანის თავისი ქალიშვილები 42 წლის მანძილზე არ ენახა.

როდესაც თავისი შვილები დაინახა, შეუჩერებლად ტიროდა. ისინი ერმანეთს ეხუტებოდნენ და ამ ნანატრი შეხვედრით ბედნიერები იყვნენ.

გოგონებიც და დედაც გრძნობებით აღსავსე იყვნენ, მათ აეროპორტშივე დაიწყეს მომავლის დაგეგმვა.

ლანიმ თავის ქალიშვილებს საუზმე მოუმზადა, ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

სასწაულის თუ გჯერა, ის აუცილებლად ახდება. არ დანებდეთ და იმედი არ დაკარგოთ. სასწაულები მაშინ ხდება, როდესაც მათი გულწრფელად სჯერათ. თავად ჯინნი კი ხალხს არწმუნებს, რომ სასწაულის უნდა გვჯეროდეს და არ უნდა დავნებდეთ.