სასმელი ნაბახუსევზე, რომ თავი კარგად იგრძნოთ და მთელი დღე პროდუქტიულად გაატაროთ

144

ყველას საკუთარი მეთოდი აქვს, რომ სტრესს და ყოველდღიურ შფოთვას გაუმკლავდეს. ბევრი ამას წარმატებით უმკლავდება აქტიური ცხოვრების წესით, საყვარელი საქმით, მედიტაციით, სპორტული აქტივობით, ვინმეზე ზრუნვით, სიცოცხლის მიმართ სიყვარულით. ზოგადად, ყველას აქვს სულში „ძალის ადგილი“, რომელიც რთულ ვითარებაში შინაგან რესურსებს ზრდის. გახსოვთ, როგორ წავიდა ასტრიდ ლინდგრენის ტრილოგიის პატარა გმირი ემილი ლიონებერგიდან გაუგებრობების შემდეგ (უფროსები ფიქრობდნენ, რომ ის ისევ ცელქობდა) მორიგი ხის კაცის სათლელად? ემილის დედა შვილის ოინებს სპეციალურ რვეულში იწერდა. ესეც „ძალის ადგილი“, ერთგვარი ფსიქოთერაპია.

სამწუხაროდ, ხშირად უსასრულო შფოთვისგან დაღლილები განტვირთვის უპირობო მეთოდს, ბოთლს მივმართავთ. უზომო დალევის შემდეგ დილით თავს ცუდად ვგრძნობთ: თავის ტკივილი გვაწუხებს, ყველაფერი გვაღიზიანებს, გული საგულედან ვარდება, პირი გამომშრალია, სარკიდან შეშუპებული სახე გვიყურებს და თავს საშინლად ვგრძნობთ. რა გვეხმარება ნაბახუსევზე?

რა გვეხმარება ნაბახუსევზე: ჯადოსნური შუშხუნა – არსებობს სპეციალური მედიკამენტები, მაგრამ ისინი სახლში ყოველთვის არ გვაქვს და აფთიაქში წასვლა გვეზარება. უკვე ვიცით, რატომ ვართ ასე საშინლად. ორგანიზმი რეაგირებს ინტოქსიკაციაზე, წიდებს და ტოქსინებს სითხესთან ერთად გამოდევნის. გაუწყლოების გამო სისხლის მიმოქცევა ირღვევა. გამოდის, დალევა გჭირდებათ. ბევრი სითხე. თბილი წყალი, სასურველია, უგაზო, თან პატარა ყლუპებით.

ბაბუისეული მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ჭიქა თბილ წყალში 0,5 ჩ/კ საკვები სოდა გახსენით. სასიამოვნო დასალევი რომ იყოს, ცოტა შაქარი და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. აშიშხინდება, აურიეთ და დალიეთ. ან შვებას იგრძნობთ და კარგად გამოიძინებთ ან გული აგერევათ. ამ დროს პიტნის ჩაი დაგჭირდებათ: 1 ს/კ ხმელ პიტნას მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით გააჩერეთ.

რა უნდა ქნათ, როცა შვებას იგრძნობთ – დაკარგული მინერალური ნივთიერებების მარაგის შევსებაში ხილის ან ბოსტნეულის წვენი დაგეხმარებათ. ვაშლის, ბროწეულის ან პომიდვრის წვენი საუკეთესოა. ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს კეფირი, მჟავე კომბოსტო, მისი ან კიტრის მარილწყალი, ბურახი, მაწვნის წვნიანი, ხორცის ბულიონი, ლაბა, კვერცხი. გასაგებია, რომ ყველაფერი ერთად არ უნდა მიირთვათ. წყალი–მარილის ბალანსის აღსადგენად ბევრი სითხის მიღებიდან 1 საათში უნდა შეჭამოთ. ეს შეიძლება იყოს ქათმის ბულიონი. ამ დროისთვის მოგისწრებთ. სხვათა შორის, ბულიონი გრიპის და მწვავე ვირუსული ინფექციების დროსაც კარგია.

ქათმის ბულიონი, კარგი განწყობის საწყობი – მარტივად მზადდება. ქათმის ნაჭრები ქვაბში ჩადეთ, ცივი წყალი დაასხით ისე, რომ ხორცი ოდნავ დაიფაროს. თავსახური დაახურეთ და ძლიერ ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, რომ დუღილი სუსტი იყოს (წინააღმდეგ შემთხვევაში, ბულიონი გამუქდება), ქაფი მოაშორეთ, ხახვი, ოხრახუშის ძირი, სტაფილო და მარილი დაუმატეთ. 1-2 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ქათმის ნაჭრები და ახალგაზრდა ფრინველის პატარა ნაკლავი უფრო სწრაფად იხარშება, ვიდრე დიდი და ასაკიანი. ასე ნაბახუსევზე ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას მიიღებთ. სახლის ქათმით საუკეთესო გამოდის, მაგრამ სუპერმარკეტშიც ხარისხიანი პროდუქტის ყიდვა შეიძლება.

რა არ უნდა გააკეთოთ ნაბახუსევზე – ახალი პორცია სასმელის დალევა არავითარ შემთხვევაში შეიძლება. ასე გალოთებამდე შორი არაა. ემილი კი ხის კაცებზე მუშაობით ჯანმრთელი, კეთილი, მარჯვე ოსტატი გაიზარდა და მშობლიური ქალაქის მერიც გახდა. ეს ისე, სიტყვაზე. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს