პატარა მერინ კროფტსი ძალიან ენერგიული ბავშვი იყო, მაგრამ 15 წლის ასაკში გოგონა თითქოს გამოცვალეს

186

თანამედროვე სამყაროში ისეთი დაავადებები არსებობს, რომელთა შესახებ ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მახსოვს, რომ ბებია სოფელში ბოსტნეულის დარგვას, სამსახურში წასვლას, სახლის საქმეების გაკეთებას და ბავშვების აღზრდას ასწრებდა და დაღლილობაზე საუბარი ზედმეტია.

21 წლის მერინ კროფტსი გარდაიცვალა დაავადებისგან, რომლის არსებობას ექიმებიც კი არ იჯერებენ. გოგონა ქრონიკული დაღლილობის სინდრომით გარდაიცვალა.

მისი წონა მხოლოდ 38 კგ-ს შეადგენდა. ცხოვრების ბოლო 3 თვე სახლში გაატარა, მუდმივად დაღლილობით, ტკივილებით, მათ შორის კუჭის სპაზმებითა და კრუნჩხვებით იტანჯებოდა.

ეს ყველაფერი მიალგიური ენცეფალომიელიტის, ნევრალგიური დაავადების ნიშნებია, რომელსაც ზოგადი სისუსტე, მუდმივი დაღლილობა და თავბრუსხვევა ახასიათებს. ზოგიერთი მონაცემებით, ამ დაავადებით 17 მლნ ადამიანი იტანჯება, მაგრამ ექიმები ამის სერიოზულად აღქმაზე უარს აცხადებენ.

კლერის, გოგონას დედის სიტყვებით, საწყისი სიმპტომები ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ჰქონდა: მას ქვედა და ზედა კიდურები, ასევე სახე შეუშუპდა. ექიმმა ანტიბიოტიკები გამოუწერა, მაგრამ მერინის მდგომარეობა ამით კიდევ უფრო გაუარესდა. მას ძლიერი დაღლილობა აწუხებდა და გოგონა ფსიქიატრთან მიიყვანეს.

მშობლების თქმით, ბავშვობაში მერინი ძალიან აქტიური ბავშვი იყო. მოზარდობის პერიოდში კი ყველაფერი შეიცვალა: სკოლიდან მოსულს შეეძლო მთელი საღამო ეძინა.

„ის სათამაშოს ჰგავდა, რომელსაც ბატარეა დაუმთავრდა“ – გვიზიარებს კლერი.

იმის შემხედვარე, თუ მისი შვილი როგორ იტანჯება, ქალმა ყველაფერში თავად გარკვევა გადაწყვიტა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შესახებ გაიგო და ამის შესახებ ექიმს დაუყონებლივ აცნობა, მაგრამ ისინი ასეთი დაავადების დაჯერებაზე უარს ამბობდნენ. მერინს სწორი დიაგნოზი მხოლოდ კერძო კლინიკაში დაუსვეს და ექიმები მის დედას დაეთანხმნენ.

გოგონამ სინათლზე, ხმაურსა და შეხებაზე მტკივნეული რეაგირება დაიწყო. გარდა ამისა, სახსრების ძლიერი ტკივილი და კრუნჩხვები აწუხებდა. ამ ყველაფერს რომ შეწინააღმდეგებოდა, ძლიერი სამედიცინო პრეპარატების მიღება დაიწყო.

გარდაცვალების შემდეგ მერინის ტვინი და ხერხემალი გამოსაკვლევად გააგზავნეს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი დაედგინათ.

საშინელებაა, როცა ადამიანს ფიზიკური ტკივილი ტანჯავს და ზუსტი დიაგნოზის დასმა არავის შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ მერინის შემთხვევაში მკვლევარები სიმართლეს დაადგენენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს