რეალური ისტორია მოხალისე ძაღლზე ბრაზილიის ღარიბი უბნიდან

444

ეს ამბავი ბრაზილიური სერიალიდან არ არის აღებული, ნამდვილი ამბავია! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ მოახერხა ჩვეულებრივმა ცხოველმა, რომ თავისი საოცარი გულისა და დაუღალავი თათების წყალობით ეს სამყარო გაცილებით კეთილ ადგილად აქცია.

ეს ძაღლი მსოფლიოში პირველ მოხალისე ცხოველად იქცა!

ერთ დღეს, ბრაზილიის ღარიბი უბნის მკვიდრმა პატარა ლეკვი იპოვა და გადაწყვიტა, რომ თავისთან წაეყვანა. მას ლისია დაარქვეს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ქალს ერთი რამ აწუხებდა. საღამოობით ლისია სადღაც მიდიოდა და სახლში ძალიან გვიან დაბრუნდებოდა, თითქმის დილისკენ. ძაღლი ძალიან დაღლილი ჩანდა.

სიმართლის გარკვევის მიზნით, ქალი ერთხელ თავის ძაღლს აედევნა.

ძაღლმა რამდენიმე კილომეტრი გაირბინა და კუთხეში გაჩერდა, სადაც მას ქალი ელოდა, რომელსაც ხელში დიდი პარკი ეჭირა. მან ლისიას ჩახუტება და მოფერება დაუწყო, შემდეგ პარკი დაუდო წინ, რომელშიც ბევრი საჭმელი იყო. ლისიამ ცოტა შეჭამა, მერე პარკი კბილებით აიღო და გზას გაუდგა.

ძაღლის პატრონი ვერაფერს მიხვდა, გადაწყვიტა იმ ქალთან მისულიყო და ეკითხა რა ხდებოდა. ეს ქალი პროფესორი ლუსია ჰელენ დე საუზი იყო. მისი თქმით, უკვე მრავალი წელია, რაც ის და ლისია ერთმანეთს ამ ადგილას ხვდებიან. ის ძაღლს სხვადასხვა გემრიელი საკვებით კვებავს. ძაღლის თავისთან წაყვანა სურდა, მაგრამ არ შეეძლო. დარჩენილი საკვები ლისიას ყოველთვის თან მიჰქონდა, თუმცა ქალმა არ იცოდა, სად გარბოდა ძაღლი ამ პარკით.

ლისიას პატრონი თავის საყვარელ ცხოველს კვალდაკვალ გაჰყვა და საოცარი სურათი დაინახა! ძაღლს დარჩენილი საკვები უსახლკარო ცხოველებთან მიჰქონდა. ასეთი კი საკმაოდ ბევრი იყო! უამრავი კატა, ძაღლი, ქათმები და წიწილებიც კი. ისინი ყველა ძალიან მშივრები ჩანდნენ. ლისიამ საჭმელი დაყარა და უყურებდა, როგორ ჭამდნენ ცხოველები ფუნთუშებს, სოსისებს, ძვლებს და თევზის ნარჩენებს.

ცოტა მოგვიანებით, ლისიას თითოეული მეგობარი მისმა პატრონმაც გაიცნო. ისინი ერთად მიდიოდნენ უსახლკარო ცხოველებთან, მათ გამოსაკვებად. მათ გამო ძალიან წუხდნენ. ალბათ ოდესღაც ყველას ჰყავდა პატრონი და სახლი, მაგრამ ახლა გაურკვეველია, გამოაგდეს, მეპატრონეები დაიღუპნენ თუ ეს საბრალოები დაიკარგნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მათზე ლისია ზრუნავდა.

აშკარა იყო, რომ ლისია უსახლკარო ცხოველების მეგობარი იყო, მათ თვალებში ლისიას მიმართ დიდ მადლიერებასა და პატივისცემას ამოიკითხავდით.

ამ ყველაფრის შემდეგ ლისიას პატრონი მის მიმართ უფრო მეტი სიყვარულითა და პატივისცემით აივსო. დამეთანხმეთ, რომ ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ!

დაე, ლისიას მაგალითი გახდეს ხალხისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დაივიწყონ ისინი, ვისაც დახმარება და ზრუნვა სჭირდება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს