პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.
შურისძიებას აჩქარება არ უყვარს. დრო უნდა გავიდეს, რათა სრულად დატკბე მისით.
მე და დავითმა ქორწინებაში 40 წელი გავატარეთ. ცოტა ხნის წინ მან გადაწყვიტა, რომ მას არ შევეფერებოდი და შემცვლელი მიპოვა. ეს იყო ახალგაზრდა მდივანი, რომელიც ჩემს მეუღლესთან ოჯახის შექმნის სურვილით იწვოდა. დავითმა ყველაფრისთვის 5 დღე მომცა. ამ ვადაში ჩემი ნივთები უნდა ჩამელაგებინა და სახლიდან წავსულიყავი. რას ვიზამდი, საქმეს შევუდექი. დამხმარეები დავიქირავე, რადგან ძალიან გულნატკენი და გადაღლილი ვიყავი. მეხუთე დღეს ძალები მოვიკრიბე და გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოვაწყვე. მოვამზადე უცხოური დელიკატესები, ერთი ბოთლი საკოლექციო “შარდონე” ვიყიდე და სანთლები ავანთე.
მარტომ ვივახშმე. კრევეტების ნარჩენები ავიღე და ყველა ოთახში ფარდების კუთხეებში დავმალე. ამის შემდეგ უკანასკნელი ჩემოდანი ავიღე და წავედი.
დავითმა თავისი ახალგაზრდა ცოლი სახლში მოიყვანა. პირველ დღეებში ყველაფერი საუკეთესოდ იყო, შემდეგ კი რაღაც უცნაური სუნი გაჩნდა. გენერალურმა დასუფთავებამ არ უშველა. წყვილმა ხალიჩების გარეცხვა გადაწყვიტა, მაგრამ ამანაც არ უშველა
უსიამოვნო სუნმა მეუღლეებს ყველა მეგობარი ჩამოაშორა. ისინი კატეგორიულ უარს აცხადებდნენ მათთან სტუმრობაზე.
შედეგად წყვილმა სახლიდან გადასვლა და მისი გაყიდვა დააპირა. მყიდველი ერთი თვის შემდეგაც არ გამოჩენილა. ადამიანები უარს ამბობდნენ სახლის დათვალიერებაზე, შუამავლები კი ამ საქმეს ხელს არ კიდებდნენ.
ყოფილმა ქმარმა ახალი სახლის ყიდვა გადაწყვიტა და საჭირო თანხას ეძებდა. ისევ ჩემი დრო დადგა. დავურეკე და ვკითხე როგორ იყო. მან მიპასუხა, რომ სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და საჭირო იყო მისი სასწრაფოდ გაყიდვა. მე სახლის ყიდვის სურვილი გამოვთქვი. მას ძალიან გაუხარდა და 20% დამითმო. ადვოკატებმა საბუთები მალევე გაამზადეს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემმა ქმარმა და მისმა ახალმა ცოლმა კი სახლიდან ყველაფერი წაიღეს, ფარდები და კარნიზებიც კი.