პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე და ირაკლიმ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანით. სწავლის დასრულების შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ. საცხოვრებლად ოროთახიან ბინაში გადავედით, რომელიც დეიდაჩემმა დამიტოვა. ის რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და საცხოვრებლად იტალიაში წავიდა.
მე და ჩემი მეუღლე ორივე ვმუშაობდით. უქმეებზე პარკში ვსეირნობდით, ღამის კლუბებსა და დისკოთეკებზე დავდიოდით. მოკლედ, ახალდაქორწინებული წყვილივით ვცხოვრობდით, რომელთაც შვილები ჯერ არ ჰყავთ და იმას აკეთებენ, რასაც მოისურვებენ.ერთხელ სამსახურიდან დავბრუნდი და ვნახე, რომ ჩემი ქმარი სამზარეულოში ძალიან ჩაფიქრებული იჯდა. ზოგადად, მას ასეთ რამ არ სჩვევია და ამიტომ ვკითხე:
- ირაკლი, ძვირფასო! რა მოხდა? სამსახურში გაქვს პრობლემები?
- არა! სამსახურში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სხვა პრობლემა მაქვს. ხომ იცი, ორი თვის წინ დეიდაშვილი რომ გარდამეცვალა? მას ორი შვილი დარჩა: ორი გოგონა. ერთი 5 წლის არის, მეორე კი – სამის. მეურვეობა ბებიას, ანუ დეიდაჩემს გადასცეს, მაგრამ დღეს დეიდაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ცუდად არის და საავადმყოფოში წევს. გოგონები ბავშვთა სახლში წაიყვანეს. ისინი ძალიან მეცოდებიან. უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მგონია, რომ სწორი არ იქნება, თუ გოგონები ბავშვთა სახლში იცხოვრებენ, მაშინ როდესაც ნათესავები ჰყავთ, ანუ მე ვყავარ. თუმცა, ამავდროულად მესმის, რომ ორი გოგონას აღზრდა, მითუმეტეს, როდესაც შენი შვილები არ არიან, ძალიან ძნელი იქნება. შენ ამის გაკეთებას ვერ მოგთხოვ. ამიტომ ვზივარ და ვფიქრობ, როგორ მოვიქცე, – მიპასუხა ჩემმა მეუღლემ.
მთელი ღამე არ მძინებია, ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. არც ირაკლის არ ეძინა. რამდენიმე დღე მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გოგონები ჩვენთან წამოგვეყვანა.ჩემი ოჯახური ცხოვრება ასეთად ნამდვილად არ წარმომედგინა. ნამდვილად არ მინდოდა, რომ 23 წლის ასაკში სხვისი ორი შვილის დედა გავმხდარიყავი. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა: მე ამას დავთანხმდი.
ჩემი ქმრის დეიდაშვილი გათხოვილი არასოდეს ყოფილა. გოგონები მან ორი სხვადასხვა მამაკაცისგან გააჩინა. შემდეგ მას უბედურება დაემართა: მანქანა დაეჯახა და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. გოგონებს ბიძა ჰყავდათ, მაგრამ მან მათი წაყვანა არ მოინდომა. მან მოიმიზეზა, რომ პატარა ბინა აქვს, ცოლი წინააღმდეგია და მათ შვილი უკვე ჰყავთ. მოკლედ, ერთადერთი ნათესავი ჩემი ირაკლი იყო. დიდი იმედი მქონდა, რომ ბავშვების ბებია გამოჯანმრთელდებოდა და ბავშვებს ისევ თავისთან წაიყვანდა.ძალიან მალე ირაკლიმ გოგონები სახლში მოიყვანა. ბავშვები შეშინებული თვალებით მიყურებდნენ.
ვისადილეთ და გოგონები თავიანთ ოთახში გავიყვანეთ. პირველ თვეს ძალიან გაგვიჭირდა. გოგონები ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც ვთხოვდი: ჭამდნენ, კბილებს იხეხავდნენ, სათამაშოებს ალაგებდნენ. თუმცა ისინი არ მიღიმოდნენ და არ მელაპარაკებოდნენ.
ირაკლი მამშვიდებდა:
- ცოტა მოითმინე. ისინი უბრალოდ უნდა შეგვეჩვივნენ.
ირაკლიმ კიდევ ერთი სამსახური მოძებნა, რადგან ბავშვებს კვება და ჩაცმა ესაჭიროებოდათ. ამ ყველაფერს ფული სჭირდება და არც ისე ცოტა.ჩვენი გოგონები საბავშვო ბაღში მივიყვანეთ. მათთვის ახალი ტანსაცმელის ყიდვა გადავწყვიტე და მაღაზიაში მათთან ერთად წავედი.რაც არ უნდა მეყიდა მათთვის, მათ ყველაფერი მოსწონდათ, ისინი ყველაფერში მეთანხმებოდნენ. ვერაფრით ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. ვერ მოვითმინე და ხმას ავუწიე:
- შეუძლებელია, რომ თქვენ ყველაფერი მოგწონდეთ! ყველაფერში რატომ მეთანხმებით?
გოგონებმა ტირილი დაიწყეს. უფროსმა გოგონამ კი მითხრა, რომ ასე ბავშვთა სახლის აღმზრდელმა დაარიგა. ისინი ასე უნდა მოქცეულიყვნენ, რათა ახალ მშობლებს ისევ ბავშვთა სახლში არ დაებრუნებინათ. ამიტომ ისინი ყველაფერს ეთანხმებოდნენ, მათ ძალიან არ სურდათ ბავშვთა სახლში დაბრუნება. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ კინაღამ ავტირდი.პატარებს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ბავშვთა სახლში არასოდეს დავაბრუნებდი.
გოგონებმა თავი თანხმობის ნიშნად დამიქნიეს, გამიღიმეს და ისინიც ჩამეხუტნენ.ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა.გულწრფელად გეტყვით: ძალიან რთული იყო ყველაფრის მოსწრება: სამსახურში უნდა მევლო, ბავშვები საბავშვო ბაღში უნდა მეტარებინა და სახლისთვისაც უნდა მიმეხედა. ირაკლი ძალიან კარგად მეხმარებოდა, მაგრამ მე მაინც ძალიან ვიღლებოდი. ორი წელი გავიდა, ჩვენ გოგონებს ძალიან მივეჩვიეთ და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა. უცებ, სრულიად მოულოდნელად გავიგე, რომ ორსულად ვიყავი! ეს იმას ნიშნავდა, რომ მალე სამი შვილის დედა გავხდებოდი! მე კი სულ რაღაც 25 წლის ვხდებოდი!
მოკლედ, 7 თვის შემდეგ ჩვენს სახლში ახალშობილი გაჩნდა – ჩვენი დიმა.საზრუნავი და პრობლემები მოგვემატა. მე და ირაკლი ძალიან ვიღლებოდით. გოგონები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. უმცროს გოგონასაც კი მოჰქონდა ბავშვთან სათამაშო და მის დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც ის ტიროდა.მოკლედ, ასე ვცხოვრობდით. ოროთახიან ბინაში ხუთი ადამიანი ცოტა ვიწროდ ვიყავით, თუმცა სხვა ბინის ყიდვის საშუალება არ გვქონდა.ასე გავიდა სამი წელი, გოგონები წამოიზარდნენ და სკოლაში დაიწყეს სიარული, დიმაც გაიზარდა და საბავშვო ბაღში წავიდა. მე მუშაობა დავიწყე და ფინანსური მდგომარეობა ოდნავ გაგვიუმჯობესდა.
ერთ დღეს სანოტარო ბიუროდან წერილი მივიღეთ. თურმე გოგონების ბებია დაიღუპა და მემკვიდრეობის სახით დიდი სამოთახიანი ბინა და აგარაკი დაგვიტოვა. წერილში, რომელიც ირაკლის ნოტარიუსმა გადასცა, ის ირაკლის მადლობას უხდიდა იმის გამო, რომ მისი შვილიშვილები ბავშვთა სახლში არ დატოვა და გვთხოვდა, რომ მისი ბინა და აგარაკი გაგვეყიდა. ჩვენ ასეც მოვიქეცით.
ახლა გოგონებს საკუთარი ოთახი აქვთ, მე და ირაკლის კი – ჩვენი. ოთახი პატარა დიმასაც აქვს. ფული მანქანის საყიდლადაც გვეყო. ახლა საშულება მოგვეცა, რომ ჩვენს საყვარელ შვილებთან ერთად ტყეში და ტბაზე წავიდეთ, რომელიც ჩვენი ქალაქის მახლობლად მდებარეობს.
ძალიან მიყვარს ბავშვების სიცილი, ჩემი შვილების ღიმილი და მათი ფეხების ხმა ჩვენს სახლში.ჩვენ – ბედნიერი და მეგობრული ოჯახი ვართ. ჩვენ ყველა ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები ვართ. დედობა – დიდი ბედნიერებაა.