იტალიელი დეიდა ტანსაცმელს საყინულეში ინახავს. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს

0
2916

მიდიხართ სერიოზულ შეხვედრაზე და დრო არ გაქვთ პერანგი გამოიცვალოთ, არადა გრძნობთ, რომ თქვენი უკვე საკმარისად სუფთა არაა? მოვიდნენ მოულოდნელი სტუმრები, ხოლო საყვარელი მაისური გასარეცხია? მეგობრებმა დაგპატიჟეს, ხოლო დღის ბოლოს ბლუზას ან კაბას სასიამოვნო სუნი არ აქვს? მსგავს სიტუაციებში ქიმწმენდას ან სამრეცხაოს არ მოძებნით. სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად წასვლა კარგი ვარიანტი არაა, არადა გვსურს, რომ მთელი დღე სუფთა ტანსაცმელი გვეცვას.

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ხდება სიტუაციები, როცა კონკრეტულ მომენტში სჭირდება კონკრეტული ნივთი, რომელიც ახლა გასარეცხად გადადებულია. სარეცხ მანქანაში რეცხვის ციკლი 30 წუთიდან 3 საათამდე დროს მოიცავს, ამას გაშრობის და დაუთოების დრო ემატება, ასე მთელი დღე გამოდის. დრო კი არ გვაქვს. რა გავაკეთოთ მსგავს გაუთვალისწინებელ სიტუაციებში? Paparazzi გიზიარებთ რამდენიმე სწრაფ მეთოდს, რომელიც ტანსაცმლის სწრაფად და ბიუჯეტურად განახლებაში დაგეხმარებათ.

სუფთა ტანსაცმელი

  • საკვები სოდა. მარტივი და ბიუჯეტური მეთოდია. სოდა ოფლის და სხვა უსიამოვნო სუნს შესანიშნავად ანეიტრალებს, სისველეს იწოვს, რაც ტანსაცმელს სისუფთავეს უბრუნებს. ქაღალდის ან ბამბის ქისაში რამდენიმე ჩაის კოვზი სოდა ჩაყარეთ და გასაწმენდ ტანსაცმელში გაახვიეთ ისე, რომ ტანსაცმელი ძალიან არ დაიჭმუჭნოს. 10 წუთი მოიცადეთ, შემდეგ გასუფთავებული ტანსაცმელი თამამად ჩაიცვით.
  • ყავის მარცვლები. ყავის მოყვარულებს გამოადგებათ. ყავა, როგორც სოდა, უსიამოვნო სუნს შთანთქავს, თან ტანსაცმელს ყავის სასიამოვნო არომატს ანიჭებს. მოქმედების პრინციპი იგივეა, როგორც სოდის შემთხვევაში. ტანსაცმელი მარცვლეულით სავსე ქისაში გაახვიეთ და ცოტა ხანი მოიცადეთ.
  • საყინულე. ტანსაცმელზე ოფლის უსიამოვნო სუნი ბაქტერიების უხვი გამრავლების გამო ჩნდება. საყინულეში დაბალი ტემპერატურა ამ ბაქტერიებს ანადგურებს, გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ტანსაცმელი რომ განაახლოთ, პარკში ჩადეთ და საყინულეში რამდენიმე საათით შეინახეთ. მაშინაც კი, თუ საყინულის ნახევარი კიტრით სავსეა, ტანსაცმლისთვის ცოტა ადგილი ყოველთვის დატოვეთ. ფრთხილად იყავით, მეთოდი მხოლოდ სქელ ქსოვილზე გამოდგება. თხელი ქსოვილისგან დამზადებული საცვლები ან მაისურები შეიძლება გაფუჭდეს.
  • ქსოვილის არომატიზატორი. ასეთი საშუალება თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. სამსახურში ან მოგზაურობაში წასაღებად მოსახერხებელია. პულვერიზატორში წყალი, ცოტა ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი ჩაასხით, ინგრედიენტების კარგად შესარევად სითხე შეანჯღრიეთ. ტანსაცმელი გადმოაბრუნეთ, სწორ ზედაპირზე გაშალეთ, სითხე 15 სმ დაშორებიდან შეაფრქვიეთ. ტანსაცმელი განახლდება და უცხო სუნები გაქრება.

ტანსაცმლის ხარისხის შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტური მეთოდი სარეცხ მანქანაში შესაბამის რეჟიმზე სრულფასოვანი რეცხვაა, თუმცა ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. ჩვენი რედაქცია გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.