ისტორიები, რომლებიც აგატირებთ და გაგაცინებთ კიდეც 

379

როდესაც ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, მამაჩემმა თავი გადაიპარსა და სათვალე გაიკეთა, მე კი ის ვერ ვიცანი. ბებიაჩემს დავურეკე და შევჩივლე, რომ დედამ ახალი ქმარი იპოვა. ბებო, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა, 10 წუთში ჩვენს სახლში გაჩნდა. სწორედ მაშინ გავიგე, რას ნიშნავდა კუთხეში მუხლებზე დგომა.

ჩემს მეზობლებს გაყვანილობა დაეწვათ და შუაღამისას ყველა ქუჩაში გავვარდით. ძალიან ნამძინარევი ვიყავი და არ მახსოვს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მარტო ის მახსოვს, რომ დედაჩემის, მამაჩემის და ჩვენი ძაღლის გვერდით ვიდექი და უცებ გამახსენდა, რომ ბინაში ჩემი კუ დარჩა, როკი. ძალიან შემეცოდა და უკვე ტირილს ვიწყებდი, როდესაც ჯეკისკენ შევტრიალდი და შევნიშნე, რომ მას როკი კბილებით ეჭირა. რა კარგია, რომ ჯეკმა ჩვენი საერთო მეგობარი გასაჭირში არ მიატოვა, – გავიფიქრე მე.

გუშინ მაღაზიაში ვიყავი და შემდეგი სცენის მომსწრე გავხდი. 7- 8 წლის გოგონა, მთელი 10 წუთის მანძილზე სთხოვდა დედას, რომ მისთვის შოკოლადი ეყიდა. როგორც იქნა, დედამ შოკოლადი უყიდა, გოგონამ კი შოკოლადი გამოართვა და მის გვერდზე მდგომ პატარა ბიჭუნას მისცა. დედამ ამის მიზეზი ჰკითხა. მან კი უპასუხა, რომ გაიგონა, როგორ სთხოვდა ეს ბიჭი შოკოლადს დედამისს, რაზედაც მან უპასუხა, რომ მათ პურის ფულიც კი არ აქვთ… აი ასეთი კეთილები და გულისხმიერები იზრდებიან ჩვენი შვილები.

დღეს ძალიან სიმპათიურ მოხუც მამაკაცს ვჭრიდი თმას. დაახლოებით 80 – 85 წლის იქნებოდა. მან მთხოვა, რომ მისთვის მოდური ვარცხნილობა შემეჭრა. ამ ასაკში პენსიონერები ჩვეულებრივ ვარცხნილობას ატარებენ, მან კი ასეთი რამ მთხოვა. კარგი, შევჭერი. მან ჯერ სარკეში ჩაიხედა, შემდეგ კი გვერდზე სავარძელში მჯდომ მამაკაცს ჰკითხა: “მოგწონვართ?” მან მოხუცს შეხედა და ღიმილით უთხრა: “ძალიან გიხდებათ! სასიძოს გავხართ!” მოხუცმა გაუღიმა და უთხრა: “მე მართლაც სასიძო ვარ. დღეს მე და ჩემს საყვარელ მეუღლეს ოქროს ქორწილი გვაქვს!” ეს არაჩვეულებრივი იყო! ყველას ვუსურვებდი!

ჩემს ბიჭს მარტო ვზრდი. მდიდრები არ ვართ, მაგრამ ყველაფერი საკმარისად გვაქვს. ერთხელ მას დაავალეს, რომ თემა დაეწერა იმაზე, თუ რა უყვარს ყველაზე მეტად და ეს “რამ” სკოლაში მიეტანა. მისმა კლასელებმა ძაღლებზე, კატებზე და კუებზე დაწერეს. ვიღაცამ აიფონზე და პლანშეტზე დაწერა, ჩემა შვილმა კი თემა ჩემზე დაწერა, დილით კი მთხოვა, რომ სკოლაში გავყოლოდი. გაკვეთილზე ვიჯექი, მის ნაწარმოებს ვისმენდი და სიხარულისგან ვტიროდი. რა კარგი შვილი მყავს! მე არ შემიძლია მისთვის იმ ყველაფრის ყიდვა, რაც მის კლასელებს აქვთ, მან კი თემა ჩემს შესახებ დაწერა. იმ მომენტში მივხვდი, რომ მის გამო ყველაფერს შევძლებდი.

ცოტა ხნის წინ სასწრაფო საქმეზე ვიყავი გასაქცევი, ჩემი ქმარი კი სამსახურიდან ვერ გამოდიოდა. მომიწია, რომ ჩვენი ხუთი წლის გოგონა ჩემს ძმასთან დამეტოვებინა. მე მას დავუტოვე სუფთა საფენები, ბოთლით საკვები და ხელსახოცები… ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც საჭირო იყო და წავედი. ნახევარი საათის შემდეგ სახლის კარი შევაღე და ვნახე, რომ ჩემი ძმა პლედ შემოხვეული იჯდა და ბავშვს აჭმევდა. მან ამიხსნა, რომ ბავშვი ტიროდა და ჭამა არ უნდოდა, ამიტომ მოუწია, რომ ქალს დამსგავსებოდა. ამაზე დიდხანს მეცინებოდა.

ჩემს მეზობელს ძალიან ნიჭიერი თუთიყუში ჰყავს. მას შეეძლო, რომ ზარის ხმა გამოეცა და დღეში ასჯერ “დაერეკა”, თინა დეიდა კი დღეში ასჯერ კარის გასაღებად მიდიოდა. ცოტა ხანში შვილმა მას ძაღლი აჩუქა და თუთიყუშის ოინები შეწყდა. როდესაც კარზე ზარს ნამდვილად რეკდნენ, ძაღლი ყეფდა და როდესაც ამას თუთიყუში აკეთებდა, მაშინ არ ყეფდა. ერთი თვის შემდეგ კი ყველაფერი ისევ ჩვეულ წესს დაუბრუნდა: მან ყეფაც ისწავლა. ეშმაკი თუთიყუში ჯერ ზარს რეკს, შემდეგ კი – ყეფს. ეს ჯოჯოხეთი დღემდე გრძელდება.

ერთხელ ნათლიამ საბავშვო სპექტაკლზე წამიყვანა. ყვავილები ვიყიდეთ, რათა სპექტაკლის დასრულების შემდეგ რომელიმე მსახიობისთვის გვეჩუქებინა. წარმოდგენის შემდეგ ყველა ბავშვი ყვავილებს თავის საყვარელ პერსონაჟს ჩუქნიდა. სცენას რომ მივუახლოვდი, შევნიშნე, რომ ყვავილები ყველას ჰქონდა და მხოლოდ ძროხა იდგა მოშორებით და მოწყენილი იატაკს უყურებდა. მე იმ ბიძიას მივუახლოვდი, რომელიც ძროხის როლს თამაშობდა და თაიგული მას ვაჩუქე. მას ისე გაუხარდა, რომ ხელში ამიტაცა და ჩემთან ერთად ცეკვა დაიწყო. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, რთულია იმ შეგრძნების გადმოცემა, რომელიც კეთილი საქმის გაკეთების შემდეგ გეუფლება…

ერთხელ მე და ჩემი ქმარი პროდუქტების საყიდლად სუპერმარკეტში წავედით. ის თვისი ნივთების საყიდლად გაეშურა, მე კი – ჩემების. რიგებში დავდივარ და ვეძებ, რაც მჭირდება. უცებ ვხედავ, რომ ჩემი ქმარი პროდუქტებით სავსე ურიკით მოდის, მის გვერდით კი მოხუცი მამაკაცია, რომელიც თაროებიდან რაღაცებს იღებს და ურიკაში დებს. შემდეგ ისინი სალოსთან მივიდნენ, ჩემმა ქმარმა ფული გადაიხადა, მოხუცი ტაქსიში ჩასვა, თავად კი მაღაზიაში დაბრუნდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მე მას ქუჩაში მოვუცადე და როდესაც გამოვიდა, დაგვიანების მიზეზი ვკითხე, მან კი მიპასუხა, რომ ინსტრუმენტების არჩევას ძალიან დიდი დრო მოანდომა. ვგიჟდები ამ მატყუარაზე! შესანიშნავი მეუღლე მყავს!

2 – 3 წლის ვიქნებოდი. მე და დედა მაღაზიის რიგში ვიდექით, ჩვენ წინ კი პატარა ბიჭი და დედამისი იდგნენ. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ის მუდმივად ჩემკენ იხედებოდა და მიღიმოდა, შემდეგ კი დედამისს უთხრა: “დედა, ასეთი გოგო მინდა. ასეთი ლამაზი, როგორიც ეს გოგოა. მოდი, სახლში წავიყვანოთ”. იმ დღეს ჩვენმა დედებმა უბრალოდ გაიცინეს, დღეს კი ორივე ჩვენს ქორწილში არიან. აი, ასეც ხდება ხოლმე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს