ახალგაზრდობაში სიბერისთვის დაზოგვას აზრი არ აქვს. ყველაფერი, რაც გაქვთ, დახარჯეთ

0
478

ადამიანის ცხოვრება სიბერეში დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაატარა თავისი ახალგაზრდობა. ხშირად ადამიანები მომავლისთვის ფულის დაგროვებას ცდილობენ, რადგან მხოლოდ პენსიაზე ცხოვრება ძნელია. ამ თემის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსგავს მოქმედებას აზრი არ აქვს. Paparazzi ეცდება გაარკვიოს, რატომ არ ღირს უზრუნველი სიბერისთვის ფულის დაგროვება.

ადამიანის ცხოვრება სიბერეში – სიბერეზე უნდა იფიქროთ, მაგრამ ამან ახალგაზრდობაში ნორმალურ ცხოვრებაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ. ამას დარწმუნებით აცხადებს ამერიკელი მეცნიერების ჯგუფი. მათ პრობლემა შეისწავლეს და მისი გადაჭრის ალტერნატიული თეორია წამოაყენეს. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ფულის დაზოგვას, მით უფრო მალე იგრძნობს, რა არის რთული პროცენტის ძალა. ასე არა მხოლოდ საწყისი თანხიდან, არამედ დარიცხული პროცენტიდან შემოსავალს მიიღებთ.

აშშ–ში არსებობს სპეციალური საპენსიო გეგმა, რომელიც სტანდარტული სახელმწიფო პენსიის ალტერნატივაა. ეს სისტემა მარტივად მუშაობს. ადამიანი იწყებს მუშაობს, მას უჩნდება ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, სადაც თანხას რიცხავს. ასევე ამ ანგარიშზე ფული დამსაქმებლისგანაც შეიძლება ჩაირიცხოს. გამოდის, რომ მუშაობთ და გარკვეული თანხა ამ ანგარიშზე გროვდება. ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადრეულ დაზოგვას აზრი არ აქვს. კვლევა სასიცოცხლო ციკლის ჰიპოთეზას ეყრდნობა. მასზე ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანკო მოდილიანი ალბერტ ანდოსთან და რიჩარდ ბრუმბერგთან ერთად მუშაობდა.

ჰიპოთეზის არსი ძალიან საინტერესოა. ჩვეულებრივ, ადამიანები შემოსავალს ხარჯებად და დანაზოგად ყოფენ. პირობითად რომ ვთქვათ, თუ ხელფასი 600 დოლარი გაქვთ, ყოველთვე გარკვეული თანხა ცალკე ანგარიშზე შეგიძლიათ შეინახოთ. ფრანკო მოდილიანი გვთავაზობს მთელი სასიცოცხლო ციკლისთვის ყველა რესურს დავეყრდნოთ. ფული, რომელიც ადამიანმა უფრო მაღალი შემოსავლის პერიოდში დაზოგა, შეუძლია გამოიყენოს იმ დროს, როცა შემოსავალი შემცირდა. ასე ცხოვრების დონის მკვეთრ ცვლილებებს თავიდან აიცილებს.

ღირს თუ არა სიბერისთვის ფულის გადადება? – ეს კითხვა ორაზროვანია. მასზე პასუხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ პერსპექტიული სამსახური გაქვთ, თქვენი შემოსავალი თქვენი კარიერის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. საწყის ეტაპზე, როცა ხელფასი დაბალია, დანაზოგი დიდ ვერაფერს მოგცემთ. მით უფრო, საიდუმლო არაა, რომ ბევრი მხოლოდ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს. თუ თქვენი შემოსავალი აქ და ახლა გაკმაყოფილებთ და საკმარისი საშუალება გაქვთ კომფორტული ცხოვრებისთვის, ყურადღებით შეისწავლეთ, რას გთავაზობთ სახელმწიფო პენსიაზე გასვლის შემდეგ. პრობლემა იმაშია, რომ ხშირად სოციალური გარანტიების მხრივ ყველაფერი რთულადაა.

ამერიკელი მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანები უფრო მეტად აფასებენ ფულს, როდესაც ისინი ნაკლებად მდიდრები და ახალგაზრდები არიან. 25 წლისას, როცა კარიერული გზა იწყება, ათასი დოლარის მიღება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე 45 წლისას. კვლევის მიხედვით, თუ ადამიანი თავისი მცირე შემოსავლით კმაყოფილია, მეტის გამომუშავებას არ ცდილობს. ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზოგვა შეძლოს, რადგან ნაკლები თანხით ვერ იცხოვრებს. ბევრს მომავალზე ფიქრი არ სურს, დღევანდელი შემოსავლის მთლიანად გამოყენება ურჩევნიათ. პროცენტის მისაღებად ფული რომ დაზოგოთ, ქვეყნის ეკონომიკა უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ინფლანციის დროს საპროცენტო განაკვეთები ნულის ტოლი იქნება. და მაინც, დაზოგვა ღირს. როგორც მინიმუმ, ეს ახალგაზრდებში კარგ ჩვევას აყალიბებს.

რეალობა და ფული – ახალგაზრდობაში ყველა არ ფიქრობს იმაზე, როგორ იცხოვრებს სიბერეში. ბევრი ერთი დღით ცხოვრობს და ეს გარკვეულწილად სწორია. განსაკუთრებით საზრიანები ამ საკითხით კარიერის დასაწყისში ინტერესდება. ჩვენს დროში ფინანსური გრამატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადამიანები ფულს უძრავ ქონებაში ხშირად დებენ. არიან პენსიონერები, რომლებიც პასიურ შემოსავალს ბინის გაქირავებით იღებენ. რა თქმა უნდა, მის მისაღებად, დიდხანს შრომაა საჭირო. შემდეგ ლოდინი, სანამ ყველა ხარჯს ამოიღებთ. ამ მეთოდით ადამიანები სტაბილური ცხოვრების შენარჩუნებას ახერხებენ.