ერთხელ მოვისმინე, როგორ უბრაზდებოდა რძალი ჩემს შვილიშვილს და თმა ყალყზე დამიდგა

9034

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.

ჩემი შვილი 2 წლის წინ გარდაიცვალა. მისი მეუღლე და ჩემი შვილიშვილი, სოფო, ახლა მის ბინაში ცხოვრობენ. მათ ხშირად ვაკითხავ, რადგან ჩემმა რძალმა ახალი ქმარი იშოვა, სოფო კი პრაქტიკულად აღარ სჭირდება.

ერთხელ მოვისმინე, როგორ უბრაზდებოდა რძალი ჩემს შვილიშვილს და თმა ყალყზე დამიდგა.

-რატომ უთხარით სოფოს, რომ ის ბავშვთსახლში არავითარ შემთხვევაში არ მოხვდება? – მიყვიროდა ჩემი რძალი სადარბაზოში.

-რატომ უფუჭებ ბავშვს ფსიქიკას და ბავშვთა სახლით რატომ აშინებ? ბავშვს უნდა დაელაპარაკო და კომპრომისები უნდა მოძებნო. დღეში სამჯერ ბავშვთა სახლში წაყვანით არ უნდა ემუქრებოდე!

-დედა ვარ და თავად ვიცი, ჩემი შვილი როგორ უნდა აღვზარდო. ჩემს საქმეში ნუ ერევით, – მითხრა ჩემმა რძალმა და კარები ცხვირწინ მიმიკეტა.

ამ დროს მივხვდი, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან ვჭირდებოდი. სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ არ დავნებდებოდი და საკუთარი შვილიშვილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა შვილიშვილმა სიმშვიდესა და სიყვარულში იცხოვროს.

ეს აღზრდის რანაირი მეთოდია? ფაფას არ შეჭამს – მოემზადე ბავშვთა სახლში მივდივართ, არ იძინებს – ხვალ ბავშვთა სახლში წაგიყვან, არ დაუჯერებს – ახლავე ბავშვთა სახლში მივდივართ. სოფო ჯერ 5 წლის არის და უკვე მუდმივი შიშით ცხოვრობს. მაშინვე ცრემლები მოსდის, როდესაც ესმის სიტყვათა კომბინაცია – ბავშვთა სახლი. ასე როგორ შეიძლება? მე ეს არ მესმის…

საბრალო ბავშვი დედას არ სჭირდება და ეს მარტივი მისახვედრია. ჩემი რძალი ბავშვს მაშინვე ჩემთან დატოვებდა, მაგრამ ის ბავშვის დახმარებას ღებულობს და ამიტომაც ჰყავს თავისთან. თავად არსად არ მუშაობს და ბავშვის ფულით ცხოვრობს. კარგად მოეწყო: მას ახალი მამაკაციც ჰყავს, მაგრამ დღემდე პირველის ხარჯზე ცხოვრობს…

ერთხელ სოფო ჩემთან იყო სტუმრად და შემთხვევით იატაკზე ჩაი დააქცია. სწორედ მაშინ შევიტყვე ჩემი რძლის მხრიდან მისი მუდმივი ტერორის შესახებ. ბავშვი მაშინვე ანერვიულდა და ტირილი დაიწყო. ის ამბობდა, რომ ყველაფერს ახლავე დაალაგებდა, ოღონდ ბავშვთა სახლში არ წაეყვანათ. ეს უბრალოდ საშინელებაა!

ჩემს რძალს ჩემი შვილი ძალიან უყვარდა. ახლა კი მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ცუდად ექცევა თავიანთ ერთადერთ შვილს. ამით ის მის ხსოვნას შეურაცხყოფს. არ ვიცი, როგორ შეუძლია ამის გაკეთება. მე ეს არ მესმის…

ჩემს რძალს არაერთხელ შევთავაზე, რომ ბავშვი ჩემთან დაეტოვებინა. მას ის საერთოდ არ სჭირდება, რადგან მეორე შვილზეა ფეხმძიმედ და ბიჭს ელოდება. ჩემს რძალს ამის გაკეთება არ უნდა და ვიცი რატომაც. ჩემმა შვილმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა და ბინა თავის შვილს დაუტოვა. ამიტომაც უჭირავს ეს ბავშვი, რომ საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩეს.

ჩემს რძალს ისიც შევთავაზე, რომ ბავშვის პენსიის ფული თავისთვის დაეტოვებინა, მე მხოლოდ ბავშვი მჭირდება. გოგონა ძალიან მეცოდება. თუმცა ჩემი რძალი კატეგორიულ უარზეა.

მათთან ბოლო ვიზიტის შემდეგ საკუთარ თავს დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა სოფო ჩემთან წამომეყვანა. მოვძებნი მოწმეებს, რომლებიც სასამართლოში დამიდასტურებენ, რომ ჩემი რძალი ბავშვზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. ბავშვს ფსიქოლოგთან მივიყვან, რათა ამის დამადასტურებელი საბუთი მქონდეს. თუ საჭირო გახდება ბინასაც გავყიდი და მოსამართლესაც მოვისყიდი, ოღონდ ჩემი შვილიშვილი კარგად იყოს. ჩემი შვილიშვილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და მის თავს არავის დავაჩაგვრინებ. ის ერთადერთია, რაც ჩემი შვილისგან დამრჩა. ის მისი ხსოვნაა, მისი სისხლი და ხორცი და მე მისთვის მთასავით ვიდგები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს