სხვისი ნივთების ხელის ხლება არ შეიძლება! როგორ ვასწავლე ჭკუა ჩემს დედამთილს!

0
2380

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

ყოველგვარი ჩხუბისა და კონფლიქტის გარეშე მოვახერხე ის, რომ ჩემი დედამთილი ჩვენს ნივთებს აღარ შეხებოდა. ჩემი ქმარი არ შემიწუხებია და ჩვენი საქმეებში არ ჩამირევია. არც ფეხები დამიბაკუნებია, მხოლოდ პატივისცემასა და ზრდილობას ვავლენდი.

მან ხატი გადამიგდო, რომელიც მამაჩემმა მაჩუქა. ეს მან მაშინ გააკეთა, როდესაც მე სახლში არ ვიყავი. ჩემს ქმარს ყურადღება არ მიუქცევია. არ ვიცოდი მეცემა ის თუ დამეხრჩო? იქნებ მეჩხუბა, თუ რატომ ვერ გახდა დანაშაულის მომსწრე? და ის ვალდებულია, რომ დედამისის თითოეულ ნაბიჯს დააკვირდეს?

ხატი ნამდვილად ძალიან დამენანა. გადავწყვიტე, რომ თანხა იმ ფულიდან ამეღო, რომელიც ჩემი დედამთილისთვის უნდა გვესესხებინა და ახალი ხატი მეყიდა. ქმარი დამეთანხმა. ფულის მისატანად მე წავედი.

– ფული უფრო მეტი მჭირდებოდა, თქვენ მითხარით, რომ მასესხებდით.

– აგერ, მოგეცით. რა არის?

– 30 ლარი აკლია…

სწორედ ამდენი ღირდა ხატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადააგდეთ.

– რა გავაკეთო? მე სრული თანხა მჭირდება.

– ვერაფრით ვერ დაგეხმარებით. მეც მჭირდება ჩემი ხატი. ის მამაჩემის საჩუქარი იყო. შემდეგისთვის გირჩევთ, ჯერ დაფიქრდეთ და მერე იმოქმედეთ.

ამ სიტუაციამ ჩემს დედამთილს არაფერი ასწავლა.

დამატებითი შემოსავალი მაქვს – საბავშვო ქუდებს, შარფებს და ხელთათმანებს ვქსოვ. ჩემმა თანამშრომელმა ერთი კომპლექტი თავისი შვილისთვის შემიკვეთა. გოგონას ვარდისფერი ნაკრები უნდოდა. სამსახურიდან დავბრუნდი და მზა ნაკრები სახლში არ დამხვდა. ჩემს ქმარს ვკითხე, მან არაფერი იცოდა. ამ დღეს ჩვენთან დედამთილი იყო. გადავწყვიტე, რომ მისთვის დამერეკა.

– ვარდისფერი ნაკრები ხომ არ გინახავთ?

– დიახ, ვნახე. მე ის ლელას მივეცი, მას პატარა გოგონა ჰყავს.

– მე რატომ არ მითხარით?

– შენ არ მომცემდი…

– ეს შეკვეთა იყო, ამაში ფული გადამიხადეს, ხვალ უნდა მიმეცა.

– მოიცდიან. კიდევ ერთს მოქსოვ!

მე ხმა არ ამომიღია. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ახალ ნაკრებს ვქსოვდი. გავიდა დრო, ჩემს დედამთილთან წავედი და წამოსვლისას მისი ზამთრის ჩექმა წამოვიღე. ერთი საათის შემდეგ დამირეკა:

– ჩემი ჩექმები ხომ არ გინახავს?

– დიახ, ვნახე. მე წამოვიღე, თქმა დამავიწყდა. ჩემი მეგობრის დედა ზუსტად ამ ზომის ფეხსაცმელს ატარებს. მას ჩექმა დაეხა და გადავწყვიტე დავხმარებოდი.

– მე რა ჩავიცვა?

– გაზაფხულის ნახევარჩექმა ჩაიცვით, მაღაზიამდე მიდით და ახალი იყიდეთ.

– ფული არ მაქვს!

– ცოტა მოითმინეთ, მალე პენიას აიღებთ.

რა თქმა უნდა, იმ ჩექმის არავისთვის მიცემას არ ვაპირებდი. რამდენიმე დღის შემდეგ დავუბრუნე. ის ჩემზე ნაწყენი იყო, ჩემთან ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ მაინც ვერაფერი ისწავლა.

აივანზე ბავშვების დაპატარავებულ ტანსაცმელს ვინახავ. ახალი ტანსაცმელიც არის, რომლის ჩაცმაც ჩემმა შვილებმა ვერ მოასწრეს. ზამთრის ტანსაცმელიც არის. ზამთარი თბილი იყო და ჩემს შვილებს არ დასჭირდათ.

უამრავი რამ არის, განსაკუთრებით ერთი წლის ბავშვებისთვის. ცალკე ტომარაში მიდევს ახალი ბოდეები, ზედები, ქუდები. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი მეზობლისთვის მიმეცა. ის ხუთი თვის ფეხმძიმეა. მისი ოჯახის წევრები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. ერთ დღეს ჩემი დედამთილი სამშობიარო სახლიდან მოვიდა და ხელში სია ეჭირა. აღმოჩნდა, რომ მისი რომელიღაც ნაცნობი მეშვიდე შვილს ელოდა.

მე მისთვის ნივთების მიცემა არ მინდოდა, რადგან მეზობელს დავპირდი, რომელსაც ნამდვილად სჭირდებოდა. ჩემს დედამთილს ეწყინა და წავიდა. ვიცოდი, რომ ის დაუკითხავად აიღებდა, ამიტომ ყველაფერი მაშინვე მეზობელს წავუღე. მას ვუთხარი, რომ რემონტს ვგეგმავდით და ამიტომ ნივთები თავისთან შეინახოს. სახლში დავბრუნდი და ასეთსავე პარკებში ძველი გადასაყრელი ტანსაცმელი ჩავალაგე.

ქმრისთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს. დილით სამსახურში ამაღლებული განწყობით წავედი, რადგან ინტუიცია მკარნახობდა, რომ საინტერესო დღე მელოდა. სახლში დაბრუნებულს, ჩემმა ქმარმა გამომიცხადა:

დედაჩემი იყო მოსული. მითხრა, რომ აივნიდან ის ნივთები მიმეწოდებინა, რომლებსაც დაპირდი. მინდოდა მისთვის ამეხსნა, რომ ამ ნივთებს ჩვენს მეზობლებს შეპირდი, მაგრამ ის მიმტკიცებდა, რომ შენ გადაწყვეტილება შეცვალე. მე მას დავუჯერე.

– ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. მან ეს ნივთები მთხოვა, მე კი ვუთხარი, რომ მარინას მოველაპარაკე. მაგრამ არ ინერვიულო, სწორად მოქცეულხარ! ის ტანსაცმელი დიდი ხანია მარინას მივეცი, იმ პარკებში კი ის ჩვრები ჩავყარე, რომლებიც უქმეებზე უნდა გადამეგდო.

ჩემი ქმარი სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა. მან იცოდა, რა მდგომარეობაში იყი ის ტანსაცმელი, რომელიც უნდა გადამეყარა. იმ ნივთებზე უამრავი ლაქა და ნახვრეტი იყო.

ჩემი დედამთილი დიდხანს აღარ გამოჩენილა და არც დაურეკავს.

ამის შემდეგ მას ჩემი ნივთებისთვის თითი აღარ დაუკარებია!