ოთახის მცენარეები, რომლებიც ობს, სოკოს და კონდენსატს „სანსლავს“

0
946

უკვე რემონტის განახლებას ვაპირებდი, რომ დროულად გავიგე, როგორ მოვიშორო ობი და კონდენსატი სახლში 4 მცენარის დახმარებით. ადრე, როცა კედლებზე ობი ჩნდებოდა, სახლს უბრალოდ წვავდნენ. ამ ადგილას ახლის აგებას ერიდებოდნენ.

ობი კედლებზე – დღეს ეს მეთოდი არარეალურია, განსაკუთრებით მრავალსართულიან კორპუსებში. კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის გამო ბინაში ობი სულ უფრო გავრცელებული პრობლემა ხდება. Paparazzi ანჯელა სლეიტერის, მებაღეობის ექსპერტის რეკომენდაციებს გიზიარებთ. სპეციალისტი გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ ბაქტერიებს და სოკოებს ბინებსა და ოფისებში. ასახელებს მცენარეებს, რომლებიც სახლში სინესტეს და კედლებზე ობს მოგაშორებთ. სულ ასეთი 4 მცენარეა, რომლებიც ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ მოათავსოთ.

ობი ძალიან მზაკვარი სოკოს სახეობაა. კედლებზე შავი ლაქები უშნოდ გამოიყურება და თან უსიამოვნო სუნს ავრცელებს. ობი იწვევს სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა ალერგია, ზედა სასუნთქი გზების დაავადებები და ასთმა. ტენიანობის და სოკოს სპორების დონე 40-60%–ით შეგიძლიათ შეამციროთ, თუ სახლში ამ ოთხ მცენარეს მოათავსებთ.

მცენარეები, რომლებიც ზედმეტ ტენს შთანთქავენ

  • სპატიფილუმი, იგივე ქალების ყვავილი ან მსოფლიოს შროშანი. ექსპერტი ამ ყვავილის საძინებელ ოთახში გატანას გირჩევთ. მცენარე ჩრდილს კარგად იტანს და მაღალი ტენიანობა უყვარს. ობით დაზიანებული ადგილი შესაფერისია. სპატიფილუმი თავისი დიდი ფოთლებიდან ტენს შთანთქავს. რაც უფრო დიდია ყვავილი, მით უკეთ ებრძვის ობს. მცენარე ნახშირორჟანგს ჟანგბადად ეფექტურად გარდაქმნის და უსიამოვნო სუნს აქრობს.
  • სანსევიერა, იგივე სიდედრის ენა. ერთ–ერთი პოპულარული ოთახის მცენარე. მისი გრძელი სქელი ფოთლები ზედმეტ ტენს შესანიშნავად შთანთქავს. მცენარე კაშკაშა სინათლესა და სითბოში თავს კარგად გრძნობს. სააბაზანო ოთახშიც შეგიძლიათ გაიტანოთ. აქ ობთან ერთად საწმენდი საშუალების ტოქსიკურ ორთქლსაც მოგაშორებთ.
  • ინგლისური სურო ჰედერა. მარადმწვანე მცენარე, რომელიც საჰაერო ფესვებს ეჭიდება და კედლებზე ლამაზად იზრდება. სააბაზანო ოთახისთვის ან სამზარეულოსთვის იდეალურია. ნოტიო ჰაერს უპირატესობას ანიჭებს, მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს მცენარე ჰაერის ბუნებრივი ფილტრია. აქრობს ისეთ მძიმე ნაერთებს, როგორიცაა ბენზოლი, ფორმალდეჰიდი და ტრიქლორეილენი. უპრეტენზიოა, ამიტომ უხვად მორწყვა არ სჭირდება.
  • პალმა. ეგზოტიკური მცენარე დიდი მსხვილი ფოთლებით ობს შესანიშნავად ებრძვის. დამატებით, ინტერიერს ამშვენებს. მისი დიდი ფოთლები შენობაში მთელ ტენს შთანთქავს და ჰაერს მავნე მძიმე ნაერთებისგან წმენდს. ასეთი პალმა ხშირად გვხდება საოფისე შენობებში, სადაც ბევრი ხალხია. უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს.

ბუნება მავნე ბაქტერიებისგან დასაცავად საიმედო დამცველია. თუ კუთხეში შავი წერტილი დაინახეთ, მაშინვე ყვავილების მაღაზიაში გაიქეცით. ეს მცენარეები ნებისმიერ რეგიონში შეგიძლიათ იყიდოთ. უპრეტენზიოა, მაგრამ ნებისმიერ ინტერიერს იდეალურად ავსებს.