ვალდებული არიან შვილები, რომ მშობლები არჩინონ? ბევრისთვის ეს წარსულის რელიქვიაა. არიან ისეთებიც, ვინც ამას ნორმად, შვილების მორალურ მოვალეობად მიიჩნევს. თამარი და გელა ამ კატეგორიის ხალხს მიეკუთვნებიან. Paparazzi გიამბობთ, რას ფიქრობს ამის შესახებ მათი ქალიშვილი.
„გავიზარდე ოჯახში, სადაც მთელი ბავშვობა ფულის გამომუშავებისთვის მამზადებდნენ. დედა მიყვებოდა, რატომ არის ეს საჭირო და რატომ უნდა ვისწავლო კარგად, რომ მომავალში კარგი სამსახური ვიშოვო. „აი, გაიზრდები და დედ–მამას დაეხმარები. ვინ, თუ არა შენ? ხედავ, რა კარგად ცხოვრობს ბებია? ეს მე და მამაშენმა ვუზრუნველყავით!“ დედა ბებიას ნამდვილად ძალიან ეხმარებოდა. არა მხოლოდ ფულს რეგულარულად აძლევდა და კომუნალურებს უხდიდა, არამედ შაბათ–კვირას სახლს ულაგებდა. ზოგჯერ მეც მივყავდი, რომ ყველაფერი მესწავლა.
მაშინ მხოლოდ 5 წლის ვიყავი, დედა კი თავის 30 წლის იუბილეს უახლოვდებოდა. ეს დღე კარგად დამამახსოვრდა. მთელი ოჯახი კერძებით სავსე მაგიდასთან ვისხედით. მშობლები სულ ფულზე საუბრობდნენ. თითქოს ამით შეპყრობილნი იყვნენ. „თუ ინვესტიციას შვილებში ჩადებ, სიბერე უზრუნველი გექნება“ – ამბობდა დედაჩემი. მამა ბანს აძლევდა: „შვილებმა მშობლები უნდა არჩინონ“. პატარა ვიყავი და ყველაფერს ბოლომდე ვერ ვიგებდი, მაგრამ უკვე ვგრძნობდი, რომ ჩემს პატარა მხრებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა. ვფიქრობდი, რომ მშობლებს არ ვეყვარებოდი, თუ არ დავეხმარებოდი. იმ ასაკში დახმარება წვრილმანი იყო. მოგვიანებით, ეს გრძნობა თოვლის გუნდასავით გაიზარდა.
სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და პრესტიჟულ უნივერსიტეტში უფასოდ მოვეწყვე. უკვე სწავლის პერიოდში მუშაობა მომიწია. მშობლები ამბობდნენ, რომ ასე ზრდასრული ცხოვრების რეალობას უფრო სწრაფად მოვერგებოდი. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი ყველაფრის შეთავსებას. უნივერსიტეტი კარგ ნიშნებზე დავამთავრე და მაშინვე დამსაქმებლისგან შემოთავაზება მივიღე. დედა ამბობდა, რომ ცხოვრებაშია მთავარია კარგად ყოფნა. ზედმეტად თავი არ უნდა გამოიჩინო, მაგრამ მეტისკენ უნდა ისწრაფვოდე.
ნაბიჯ–ნაბიჯ ვიზრდებოდი და კარიერულ კიბეზე წინ მივიწევდი. რამდენიმე წელიწადში დიდ სიმაღლეებს მივაღწიე. როცა 25 წელი შემისრულდა, დედამ დამირეკა და ჩვეული მილოცვის შემდეგ მითხრა, რომ მატერიალურად უნდა დავეხმარო. ჩემი შინაგანი 5 წლის ბავშვი შეკრთა. ჩემი ვარსკვლავური საათი დადგა. თავიდან მომწონდა კიდეც. ვგრძნობდი, რომ მთელი ეს წლები ჩემი მიზნებისკენ ტყუილად არ მივიწევდი. ახლა ნამდვილად სასარგებლო ვარ. წლები გავიდა და ჩემი მშობლების მადა გაიზარდა. მშობლები ფიქრობენ, რომ მათი კომუნალურის და კვების ხარჯები უნდა გადავიხადო. მესმის, რომ საკუთარ თავზე მეტის დახარჯვა დავიწყე. ამის გამო ფულს თითქმის ვერ ვზოგავდი. უკვე დიდი ხანია საკუთარ ბინაზე ვოცნებობდი, რადგან ნაქირავებში ვცხოვრობდი.
ერთხელ ამ მიზეზით მშობლებთან ვიჩხუბე კიდეც. დედამ სკანდალი მოაწყო, როცა ვუთხარი, რომ ყოველთვე ამდენ ფულს ვერ მივცემდი. ეს მაშინ, როცა დედა მუშაობს. თავად დედამისს დღემდე უზრუნველყოფს. როგორც ჩანს, თავისთვის ფული არ ყოფნის. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს, რადგან ადრე ჩემი ფულის გარეშე ნორმალურად ცხოვრობდნენ. დედამ უნამუსო და უმადური მიწოდა. თითქოს, ცხოვრება მაჩუქა, მაგრამ ვერაფერი მიიღო. ასე არაა! უკვე რამდენი წელია მშობლების მიმართ მადლიერებას გამოვხატავ. როგორც ჩანს, ეს ცოტაა.
ერთხელ როგორღაც აღნიშნა, რომ ღრმა სიბერეში მასზე უნდა ვიზრუნო. უკვე მაშინ ასეთი საუბრები იმდენად მაბრაზებდა, რომ ვუთხარი, რომ მომვლელს ავუყვანდი და მორჩა. ამაზე დედა გაბრაზდა. იმდენად ძლიერ, რომ მთელი თვე არ ვლაპარაკობდით, სანამ კომუნალურის გადასახადები არ მოვიდა და არ გამომიგზავნა. როცა ვინმეს მშობლებთან ჩემს ურთიერთობაზე ვუყვები, საფეთქელთან თითს მიტრიალებს. „ეს არანორმალურია, არ გინდა ამ თემაზე ფსიქოლოგს დაელაპარაკო?“ – მითხრა მეგობარმა. ბოლო დროს ამაზე ხშირად ვფიქრობ“.
გოგონას კარგი სპეციალისტის დახმარება ნამდვილად სჭირდება. აწმყოს პრობლემების მოგვარება, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო, ყოველთვის რთულია. სამწუხაროდ, მშობლებმა მის თავში შექმნეს ცრუ წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახური ურთიერთობები.