მოახლის ხრიკები. რა მოხდება 20 წუთის შემდეგ, თუ უნიტაზს შესაფუთ პარკს გადაახვევთ

0
3156

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაჭედილი უნიტაზის პრობლემას შეჯახებიხართ. მისი გაწმენდა არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობთ. ნაყიდი ქიმიური საშუალებები პრობლემას ყოველთვის ვერ უმკლავდება. ვანტუზიც ყოველთვის არ გვაქვს. Paparazzi გიზიარებთ ხრიკს, რომლის გაგების შემდეგ ვანტუზი აღარ დაგჭირდებათ. მხოლოდ ერთი მარტივი მეთოდით უნიტაზის ბლოკირებას მოხსნით. დაგჭირდებათ, შესაფუთი პარკი. ალბათ, სამზარეულოში გაქვთ. როგორ გაწმინდოთ უნიტაზი? დროა, ეფექტური მეთოდი გაგიზიაროთ. ამას მდიდარი სასტუმროს მოახლეები იყენებენ.

უნიტაზი ბინაში – სულ უფრო მეტი დიასახლისი ამ მეთოდს იდეალური სისუფთავის მისაღწევად მიმართავს. უნიტაზს უბრალოდ შესაფუთი პარკი უნდა გადაახვიოთ. შესაფუთი პარკი უნივერსალური ნივთია, რომელიც ყველაზე მოულოდნელ საკითხებში დაგეხმარებათ. პირველ რიგში, უნიტაზიდან გამწმენდი ბლოკები ამოიღეთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ და არ დაბინძურდეს. მთელ უნიტაზს შესაფუთი პარკი კარგად გადაახვიეთ. ფრთხილად გააკეთეთ. არ იძუნწოთ, რამდენიმე ფენა გადაახვიეთ. რაც მეტი ფენა გამოვა, მით მეტი შანსია, რომ პირველივე ცდაზე შედეგი მიიღოთ. პატარა ხვრელიც არ უნდა დარჩეს. ჰერმეტულად შეფუთეთ, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.

მას შემდეგ, რაც უნიტაზს პარკს გადაახვევთ, დარწმუნდით, რომ არსად ხვრელი არ დარჩა.  მთავარ მოქმედებაზე გადადით. ჩარეცხვის ღილაკს დააჭირეთ და ამოსულ პარკს ხელით კარგად ჩააწექით. ასე უნიტაზის გასაწმენდად აუცილებელ ზეწოლას შექმნით. ეს მოქმედება გაიმეორეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ბლოკირება ბოლომდე დაშლილია. პროცედურის დასრულების შემდეგ უნიტაზს ფირი მოაშორეთ და გადააგდეთ. აღარ დაგჭირდებათ. ამის შემდეგ უნიტაზი გარეცხეთ და განაახლეთ. გამწმენდი ბლოკები ადგილზე დააბრუნეთ და მიღებული ეფექტით ისიამოვნეთ. ეს ჰიგიენური მეთოდი ცდად ნამდვილად ღირს. ყოველთვის მუშაობს.

თუ სახლში შესაფუთი პარკი არ გაქვთ, ცარიელი პლასტმასის ბოთლი გამოიყენეთ. ვანტუზად გამოიყენეთ და სანიაღვრე მილის გასაწმენდად საჭირო წნევა შექმენით. ეს მეთოდიც ეფექტურია და უნიტაზში ბლოკირებას უმკლავდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან უნიტაზის ბლოკირება? – მარტივი წესები დაიმახსოვრეთ და უნიტაზის სანიაღვრე მილის ბლოკირების მოხსნაზე აღარ იწვალებთ.

  1. ბევრი ტუალეტის ქაღალდი არ გამოიყენოთ. ასე დაშლას ვერ მოასწრებს.
  2. არ ჩააგდოთ უნიტაზში ტამპონები, ბამბის ჩხირები, ჰიგიენური საფენები, ქაღალდის პირსახოცები და ა.შ.
  3. არ ჩააგდოთ უნიტაზში საკვების ნარჩენები. ხშირად ეს უნიტაზის გაჭედვას იწვევს.
  4. დარწმუნდით, რომ ავზში საკმარისი წყალია ჩასარეცხად. თუ წყლის წნევა სუსტია, სპეციალისტს მიმართეთ.
  5. თუ სანტექნიკა ან მილი საკმარისად ძველია, ახლით ჩანაცვლებაზე დაფიქრდით. ასე გაჟონვის და ბლოკირების უსიამოვნო შედეგებს აიცილებთ.

ამ მარტივი წესებით და მეთოდებით დასუფთავების ოსტატი გახდებით და ბინას არასასურველი სუნისა და ჭუჭყისგან დაიცავთ.