პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას მაია გვიამბობს.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც საკუთარი ბინის გასაღებს ოჯახის წევრების გარდა სხვასაც ანდობენ. ისინი კი, ვისაც გასაღები აქვთ, მოდიან და ყველაფერი მიაქვთ, რაც მოესურვებათ.
ჩვენთან ასე ჩემი დედამთილი იქცევა. მას ეს ყველაფერი თავისი უმცროსი დისთვის მიაქვს. ისინი ერთად ცხოვრობენ და ასაკში ძალიან დიდი სხვაობა აქვთ. ჩემი დედამთილისთის ის შვილივითაა. ჩემს ქმარსა და დედამთილის დას შორის განსხვავება 5 წელია.
ჩემი დედამთილი ჩვენთან ყოველდღე მოდიოდა, ჩვენ კი – მაცივარში არ გვხვდებოდა, მაგალითად, ხორცი, რომელიც გუშინ კატლეტისთვის მოვამზადე ან რომელიმე ჰიგიენური საშუალება. ცოტა ხნის წინ თმის უთო შევიძინე, საღამოს კი სახლში აღარ დამხვდა. დედამთილს დავურეკე, მან კი მითხრა, რომ თავის დას წაუღო, რადგან ცოტა ხნის წინ მას თავისი უთო გაუფუჭდა და ძალიან სჭირდებოდა. ამის შემდეგ ყურმილში მოკლე ზუმერი გაისმა. თითქოს, ის უთო მე არ მჭირდებოდა.
მალე ოჯახში დღესასწაული გვაქვს, ჩვენი ერთად ყოფნის 5 წლისთავი. ამ დღის აღსანიშნავად მეუღლემ რეასტორანში დამპატიჟა. დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა ჩამეცვა. გამახსენდა, რომ მქონდა ლამაზი კაბა, რომელიც რომელიღაცა ბანკეტისთვის შევიძინე. ეს კაბა მხოლოდ ერთხელ მეცვა. ფეხსაცმელი კი არ მაქვს, ფეხმძიმობის შემდეგ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ვერ მოვახერხე.
მაღაზიაში მივედი, ფეხსაცმელები დავათვალიერე და ვიპოვე. ეს იყო მაღალქუსლიანი კლასიკური შავი ნავები წითელი ძირით. ჩავიცი, ქუსლი არ იგრძნობოდა, საკმაოდ კომფორტული იყო. თანხა არ დავინანე და ვიყიდე. სახლში მოვიტანე და თაროზე დავდე.
წლისთავამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. სამსახურში შევყოვნდი და ჩემს ქმარს დავურეკე, რომ ბავშვი ბაღიდან გამოეყვანა. აღმოჩნდა, რომ ისიც ვერ ასწრებდა და დედამისს დაურეკა, რათა ბაღში ის წასულიყო. ჩემი ძვირფასი დედამთილი, რა თქმა უნდა, ბაღში წავიდა, ბავშვი გამოიყვანა და ჩვენთან მიიყვანა.
საღამოს სახლში დაბრუნების შემდეგ ფეხსაცმელი გავიხადე და თაროზე უნდა დამედო, ჩემი ახალი ფეხსაცმლის გვერდით. ძალიან გავოცდი, ფეხსაცმელი ადგილზე არ დამხვდა. ყოველი შემთხვევისთვის კარადაში შევიხედე, იქაც არ იყო. ქმარს ვკითხე, იცოდა თუ არა, სად იყო ჩემი ფეხსაცმელი, რაზედაც მან უარი მითხრა. მან მხოლოდ საღამოს მითხრა, რომ დედამისი იყო მოსული სტუმრად. მას ჩემთვის ამის თქმა არ უნდოდა, მისი თქმით, რაც ნაკლები იცი, უკეთესად გძინავს.
დედამთილს დავურეკე, ვკითხე ფეხსაცმელთან დაკავშირებით, მან კი მითხრა, რომ თავის დას მისცა. შენ ხომ ისედაც ბევრი ფეხსაცმელი გაქვსო და დაბრუნებას ვერ შევძლებთ, რადგან ქუსლი გატყდა. შენი კი ახალს იყიდი და ამის გამო არ გაღარიბდებიო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი ჩემი დანაზოგი ამ ფეხსაცმელში გადავიხადე და ეს არც თუ ისე მცირე თანხა იყო. ერთხელ მაინც რომ მცმოდა, ასე არ მეწყინებოდა. ფეხსაცმელი სრულიად ახალი იყო.
ჩემს ქმართან მივედი, ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. ასევე ვუთხარი, რომ ხვალ მაღაზიაში გამომყვებოდა და ახალ ფეხსაცმელს მიყიდიდა. ქმარმა მხრები აიჩეჩა და მითხრა, რომ მიყიდის.
ორი დღის მერე მაღაზიაში წავედით და ისეთი ფეხსაცმელი ავირჩიე, რომ შემდეგში ჩემი ქმარი ნამდვილად ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მიაქვს დედამისს. ჩემი ქმარი წინააღმდეგობას მიწევდა, მეუბნებოდა, რომ ამ თანხით ახალი კომპიუტერის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ მე არ ვთმობდი. ვეუბნებოდი, თუ როგორი კომფორტული იყო ის ფეხსაცმელი და როგორ მომწონდა. ჩემი ქმარი ცდილობდა, რომ ჩემი ყურადღება სხვა ფეხსაცმელზე გადაეტანა, რომელიც უფრო იაფი ღირდა. მე შეუვალი ვიყავი და იმ ფეხსაცმელს ვითხოვდი, რომელიც ავირჩიე.
სახლში ახალი ფეხსაცმლით დავბრუნდი, ჩემი ქმარი კი ჩაიდანივით დუღდა. ახალი ფეხსაცმელი წინაზე უფრო ლამაზი და უკეთესი იყო. სასადილოდ დავსხედით, ამ დროს ჩემს ქმარს დედამისმა დაურეკა და უთხრა, რომ სტუმრად მოსვლა უნდოდა. მეზობელმა აგარაკიდან კამა მოუტანა და მას მაცივარში ადგილი არ ჰქონდა, უნდოდა, რომ ჩვენს მაცივარში შეენახა.
ჩემმა ქმარმა მას მკაცრად უპასუხა, რომ არც დღეს და არც ხვალ არ მოსულიყო და ჩვენი ბინის გასაღები დაებრუნებინა. როდესაც საჭირო იქნება სტუმრად ჩვენ თვითონ დაგპატიჟებთო.