პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.
მუშაობა 18 წლის ასაკიდან დავიწყე. დიდ მაღაზიაში მოვეწყვე იატაკების მოსაწმენდად. ხელფასს მთლიანად ვინახავდი. გავიდა დაახლოებით 10 წელი და ჩემი დანაზოგი უკვე საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. ჩემთვის ეს ნამდვილი სიმდიდრე იყო.
ცოტა ხნის წინ ჩემმა ქმარმა ჩემი დანაზოგის შესახებ შეიტყო და შემომთავაზა, რომ ამ ფულით ბიზნესი წამოგვეწყო. ფული არ მენანება, მაგრამ კარგად ვიცი, რას ნიშნავს ფულის გარეშე ცხოვრება. როდესაც მე და ჩემი და პატარები ვიყავით, მამაჩვენმა მიგვატოვა. ისე ვცხოვრობდით, რომ ზოგჯერ საჭმელიც არ გვქონდა. პურის ფული რომ გვქონოდა, ამისთვის დედაჩემი ორ სამსახურში მუშაობდა. ფულის შეგროვება იმიტომ დავიწყე, რომ ფული ყოველთვის მქონოდა.
დღეს გათხოვილი ვარ, ხვალ არავინ იცის, რა მოხდება. მე კი ყველაფერი მაქვს. მშვიდად ვცხოვრობდი და ვიცოდი, რომ ამ ფულით რამდენიმე წლის მანძილზე უზრუნველად ვიცხოვრებდი.
გავარკვიე, რომ ჩემი დანაზოგის შესახებ ჩემმა ქმარმა დედაჩემისგან შეიტყო. ერთხელ მათ იკამათეს და დედაჩემმა გაბრაზებულმა მიაძახა, რომ ის ჩემზე მხოლოდ ფულის გამო დაქორწინდა. ჩემმა ქმარმა კი იმის გარკვევა დაიწყო, თუ რა ფული მქონდა და საიდან. მაშინ მათ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
ახლა მას რაღაც გიჟური იდეა აქვს, ოხრახუშის მოყვანა უნდა და ფულს მთხოვს ამ ბიზნესის წამოსაწყებად. აღარ შემიძლია მასთან საუბარი და კამათი იმ თემაზე, რომ ეს დიდ შემოსავალს არ მოუტანს. მას კი ის სწყინს, რომ საერთო ფულის ჩადების საშუალებას არ ვაძლევ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ფულიც მაქვს.
ის ამბობს, რომ თუ ჩემს ფულს მთლიანად ჩავდებთ, 6 თვეში თანხა უკვე ამოღებული გვექნება. მე არ მჯერა, რომ ოხრახუშის მოყვანით ამდენი ფულის გამომუშავება შეიძლება.
მე მას ფულის მიცემაზე უარი ვუთხარი. ჩემი ქმარი გამებუტა და დიდი ხნის მანძილზე არ მელაპარაკებოდა, ახლა კი განქორწინებას ითხოვს. ალბათ დედაჩემი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ის ჩემთან მხოლოდ ფულის გამოა.