პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.
მე და ლაშა შვებულებიდან სახლში გვიან ღამით ვბრუნდებოდით, გზად ძველ გზაზე შევუხვიეთ. იქაურობა სრულიად უკაცრიელი ჩანდა, ირგვლივ მხოლოდ თოვლი იყო და ძლიერი ყინვა. მანქანაში სითბო და სიმშრალე იყო. ლაშა ძალიან კარგი მძღოლი იყო, ამიტომ თავს კარგად და მშვიდად ვგრძნობდი. წინა სავარძელზე ვიჯექი, ადგილობრივი რადიოს მუსიკას ვუსმენდი და ლამაზი ხედებით ვტკბებოდი.
– ისეთი ადგილია, რომ შემხვედრი მანქანებიც კი არ არის, – თქვა ლაშამ.
კიდევ რამდენიმე საათი ვიარეთ, სანამ მათ არ შევხვდით. უცებ გზაზე მანქანა დავინახეთ, მძღოლი ჩვენკენ მორბოდა, ძალიან აღელვებული ჩანდა, თითქმის ბორბლების ქვეშ გვივარდებოდა.
– უნდა დავეხმაროთ, მას საწვავი თითქმის აღარ აქვს, – მითხრა ლაშამ. მე კი უაზროდ ვუყურებდი მანქანის მძღოლს, რომელიც თითქოს ვერ ხვდებოდა ვის შეხვდა. ეს ჩემი ყოფილი ქმარი იყო, რომელსაც 3 წლის წინ დავშორდი. შემთხვევით მის ტელეფონში შეტყობინებები ვნახე. მან თავისი ნივთები ჩაალაგა და ისტერიკა მომიწყო. მისი აზრით, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი და ახლა მას აღარ სიამოვნებს ისეთ ადამიანთან ცხოვრება, როგორიც მე ვარ. თუმცა, მე მისი ტელეფონის დაუკითხავად აღება არც კი მიცდია, ყველაფერი რაღაცნაირად თავისთავად მოხდა. მან მიმატოვა, იმის მიუხედავად, რომ მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგად ვცხოვრობდით და უკვე ზრდასრული შვილი გვყვავდა.
განქორწინებისა და ქონების გაყოფის შემდეგ მან ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაუსვა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ჩემზე ბევრად პატარა გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა: ჩვენი განქორწინებიდან 6 თვეში მას ბიჭი შეეძინა. მის შესახებ სხვა არაფერი ვიცოდი და არც მინდოდა, რომ რაიმე მცოდნოდა.
ახლა თვალებს არ ვუჯერებდი, ვერ ვხვდებოდი, აბსოლუტურად უკაცრიელ გზაზე როგორ შემახვედრა ბედმა ისევ ამ ადამიანთან. მანქანის კარი გაიღო და მისი ცოლი პატარა ბავშვით ხელში გადმოვიდა, ჩვენი მანქანის კარი გავაღე და გასათბობად შემოვუშვი. მან ბავშვი უკანა სავარძელზე დასვა, ეტყობოდათ, რომ ძალიან სციოდათ.
უცებ მასთან ჩემი ყოფილი ქმარი გამოიქცა:
-საშიში არაფერია. გათბებით და მალევე წავალთ, ძვირფასო. დიდი მადლობა, რომ გაჩერდით, – მომიბრუნდა მე.
თავი მაღლა ავწიე და მას შევხედე, მან უკან დაიხია და ცოლს ხმამაღლა უთხრა:
-გადმოდი მანქანიდან, გადმოდი, – სახეზე ბრაზი ეტყობოდა.
ამასობაში მისმა მეუღლემაც გამიხსენა, ერთხელ შემთხვევით შევხვდით მაღაზიაში, როდესაც საბუთების მიხედვით ჯერ კიდევ მისი ცოლი ვიყავი. გაქვავებული სახით მიყურებდა, მისი მზერა სახეს მიწვავდა. გოგონამ კარი გააღო, რომ სწრაფად გადასულიყო მანქანიდან და შვილი აეყვანა. უხერხული პაუზა შეიქმნა.
ამ დროს ისინი შემეცოდა, არც კი ვიცი რა დამემართა იმ მომენტში:
-არა, იყავით, ბავშვი გყავთ, მას გაუფრთხილდით, არ გაგიცივდეთ.
ხელი მოვკიდე და ფაქტიურად ძალით დავაბრუნე თბილ სალონში, მანქანაში ისეთივე ქვის სახით ჩაჯდა, ქმარს თვალებში არ უყურებდა.
სანამ ლაშა ჩემს ყოფილ ქმარს ეხმარებოდა, მე ჩემი ყოფილი ქმრის ახალი ცოლისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში ვიჯექი. ბავშვს გავხედე: ბიჭი მე მომშტერებოდა. ის ძალიან ჰგავდა ჩემს ყოფილ ქმარს. ჩვენი საერთო შვილიც ძალიან ჰგავს მას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისინი საერთოდ არ ურთიერთობენ.
მერე გამახსენდა, როგორ ეუბნებოდა მეგობარს ტელეფონში, რომ ახლა ყველაფერი ახალი ექნებოდა: ცოლი, ბინა და შვილი, ახალი ცხოვრება. ასე რომ, ჩვენ ჩუმად ვისხედით მანქანაში, სიტყვა არ გვითქვამს. რა უნდა მეთქვა მათთვის? მე არ ვთვლიდი, რომ ყოფილმა ქმარმა მთელი ცხოვრება დამინგრია და მით უმეტეს, არ ვთვლიდი, რომ მშობლების წარსული საქციელის გამო ახლა ეს პატარა ბავშვი უნდა დატანჯულიყო, რომელიც ძლივს ხვდებოდა, რა მოხდა და რატომ იყო სხვის მანქანაში.
შემდეგ ისინი მანქანიდან გადავიდნენ და დამემშვიდობნენ:
-დიდი მადლობა დახმარებისთვის.
ყოფილი ჩემკენ ვერც კი იხედებოდა, იმ მომენტში მას ძალიან რცხვენოდა. უსიტყვოდ მოკიდა ცოლს ხელი და მანქანისკენ წაიყვანა. ცოტა ხანს კიდევ ესაუბრებოდნენ ჩემს რჩეულს, შემდეგ კი მათი კვალი გაქრა.
წელიწადნახევარია ლაშას ვხვდები, ორივე თავისუფალი ვართ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ უბრალოდ ვურთიერთობთ და ცხოვრებით ვტკბებით.
-კარგად ხარ? – მკითხა ლაშამ, როდესაც გზა გავაგრძელეთ, – ძალიან მოწყენილი ხარ.
-ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მიხარია, რომ მათი დახმარება შევძელით.
რა თქმა უნდა, მისთვის არ მითქვამს, რომ ის ჩემი ყოფილი ქმარი იყო თავის ცოლთან ერთად. მე ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ამის თქმა.
რაც შეეხება ჩემს ყოფილს: ის ისევ ისეთია. მისი სიამაყე არსად დაკარგულა. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა საკუთარი პრინციპების გამო ცოლ-შვილის სიცივეში გამოყვანა.
ჩემს ამ საქციელს განსაკუთრებულად არ მივიჩნევ, არ მგონია, რომ დედა ტერეზავით მოვიქეცი, უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. არ დავუშვი, რომ ბავშვიანი ოჯახი უკაცრიელ გზაზე სიცივეში გაყინულიყო. რადგან ეს მოხდა, მაშინ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ბედი, რომელმაც შემთხვევით ორი ადამიანი ერთმანეთს კვლავ შეახვედრა.
ჩემს სახლს რომ მივუახლოვდით, ლაშა ჩემთან დიდხანს გაჩერდა. იგრძნობოდა, რომ წასვლა არ უნდოდა. მან მითხრა:
-იცი რა მოვიფიქრე? მოდი ხელი მოვაწეროთ და ერთად დავიწყოთ ცხოვრება, – თავი ასწია და კითხვით შემომხედა.
ამის მოსმენის შემდეგ რაღაცნაირი სიმშვიდე და სიმყუდროვე ვიგრძენი. ახლა ყველაფერი განსაკუთრებული იყო, არა ისეთი, როდესაც ხელი ჩემმა ქმარმა მთხოვა. მაშინ ჩვენ ახალგაზრდები და ზედმეტად იმპულსურები ვიყავით, რომ ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
-ოჰ, სულ დამავიწყდა, – მითხრა ლაშამ, – ყვავილები და ბეჭედი თან არ მაქვს!
– ყველაფერი გვექნება, – ჩავიჩურჩულე მე და ჩემს რჩეულს ვაკოცე.