გოგონა მამამისს პოლიციის განყოფილებაში ელოდებოდა. პოლიციელი მას სიბრალულით შეხედავდა ხოლმე და ვერ გაეგო, თუ როგორ მოხდა ასე, რომ დედამ შვილი პოლიციას ჩააბარა და ქურდობაში დაადანაშაულა.
დაახლოებით ერთი საათის წინ დედა თავის საყურეს ვერ პოულობდა და განრისხებული იყო.
ის მთელი ხმით ყვიროდა და ლიას ეძახდა. გოგონა პროექტს ამზადებდა ჩათვლისთვის. ყვირილის გაგონებაზე მან ალბომი მიაგდო და დედინაცვალთან მივიდა, ამბის გასაგებად.
-რა მოხდა? – ჰკითხა მან.
-სად გაქრა ჩემი საყურე? – იკითხა ქალმა.
-არ ვიცი, დედა, – შეეშინდა ლიას.
-იპოვე! – იყვირა დედინაცვალმა.
ლიამ დაიწყო თაროების, კარადების, წიგნების დათვალიერება. იატაკზეც ეძებდა და ავეჯისა და ხალიჩის ქვეშაც, მაგრამ დედინაცვლის საყურე ვერ იპოვა.
-მოიპარე! – იყვირა დედინაცვალმა და მთელი ძალით სწვდა ლიას ყურს.
-მე არაფერი მომიპარავს, – თავს იმართლებდა შეშინებული გოგონა.
-მალე, ჩაიცვი, პოლიციაში წაგიყვან და განცხადებას დავწერ! – აგრძელებდა ყვირილს ქალი.
შეშინებულმა გოგონამ ჩაიცვა და არც კი ესმოდა, რა ელოდა მომავალში. დედინაცვალმა გერი პოლიციაში დატოვა და განცხადება დაწერა. იგი მას ქურდობაში ადანაშაულებდა.
ლია პოლიციის განყოფილებაში სკამზე იჯდა და შიშისგან კანკალებდა. პოლიციელმა კარადიდან კანფეტების ყუთი ამოიღო და ჩაი დაასხა.
ჩაი დალიე და ცოტას დამშვიდდები, – დაუძახა პოლიციელმა.
გოგონა მაგიდას მიუჯდა და ჭიქა აიღო, მაგრამ კანფეტებისთვის ხელი არ უხლია. პოლიციელმა მას კანფეტი მიაწოდა. გოგონამ ძალით შეჭამა.
-აქ რატომ მოგიყვანა? – დაინტერესდა პოლიციელი.
-ამბობს, რომ მისი საყურე ავიღე…
-და… შენ აიღე?
-რა თქმა უნდა, არა! მე არ მჭირდება, – უპასუხა ლიამ მხრების აჩეჩვით.
-მოძებნა არ სცადეთ? იქნებ სადმე ჩავარდა, – დააზუსტა პოლიციელმა.
-ვეძებე, არსად არ არის – უპასუხა ლიამ.
-როგორ შეიძლება, რომ საკუთარი შვილი პოლიციას ჩააბარო? – გაუკვირდა მამაკაცს.
-ის დედაჩემი არ არის. მამაჩემი მასზე 6 თვის წინ დაქორწინდა, – დაღონებული ხმით უპასუხა ლიამ.
-გამოდის, რომ ბოროტი დედინაცვალია, – აღნიშნა პოლიციელმა, – ახლა, როგორ მოვიქცეთ?
-არ ვიცი? – უპასუხა გოგონამ.
კარი გაიღო და განყოფილებაში სასიამოვნოდ გამოწყობილი მაღალი მამაკაცი შემოვიდა.
-ეს მამაჩემია, – უთხრა ლიამ პოლიციელს.
მამამისის გვერდით დედინაცვალი იდგა. ლიას მაშინვე შეეშინდა.
-შვილო, რა ჩაიდინე? – ჰკითხა კაცმა.
-ადრეა ბავშვის დადანაშაულება, – უთხრა პოლიციელმა გოგონას მამას.
-მაშინ საყურე რა იქნა? – გაბრაზდა კაცი.
-მე რა ვიცი, – ერთხმად უპასუხეს ლიამ და პოლიციელმა.
-თუ შეიძლება დაბრძანდით და დაწვრილებით მომიყევით, როდის აღმოაჩინეთ, რომ საყურე დაგეკარგათ, როგორია საყურე, ვინ ცხოვრობს თქვენთან ერთად და ვინ იყო მაგ დღეს თქვენს ოთახში. იქნებ ამ საყურის ფოტოც გაქვთ? – იკითხა პოლიციელმა.
მამა ჩამოჯდა, თავის ცოლს დაუძახა და სთხოვა, რომ ყველაფერი დაწვრილებით გაეხსენებინა.
გაბრაზებული ქალი მაგიდას მიუახლოვდა და დაიწყო ჩამოთვლა, თუ მათ სახლში ვინ ცხოვრობდა. შემდეგ მან ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და სურათის ჩვენება უნდოდა, სადაც მას ეს საყურე ეკეთა და უცებ ჩანთიდან რაღაც გადმოვარდა და იატაკზე ხმაურით დაეცა. ქალმა დავარდნილი საგანი მალევე აიღო, თუმცა განყოფილებაში ვინც იყო, ყველა მიხვდა, თუ რა გადმოვარდა მისი ჩანთიდან.
-მაგიდაზე დადეთ საგანი, რომლიც ჩანთიდან გადმოგივარდათ, – მბრძანებლური ტონით მოსთხოვა პოლიციელმა.
დედინაცვალმა საცოდავი სახით შეხედა თავის ქმარს, მაგრამ მან თავი დაუქნია.
-დადე, ლალი! – მხარი აუბა მან პოლიციელს.
ქალმა მაგიდაზე საყურე დადო.
-თუ შეუძლება ფოტოც მაჩვენეთ, – უთხრა პოლიციელმა.
ფოტოზე ლიას დედინაცვალს სწორედ ეს საყურე ეკეთა.
-ახლა რას იტყვი? – გაბრაზებულმა იკითხა გოგონას მამამ.
-არაფერი მესმის, მე მეგონა, მე არ ვიცი, – ენა დაება მის ცოლს.
-რა არ იცი? -ჰკითხა მამაკაცმა.
-მინდოდა, რომ ის რომელიმე ციხეში ან ბავშვთა კოლონიაში წაეყვანათ, მე და შენ კი მშვიდად ვიცხოვრებდით.
-გასაგებია! – უპასუხა მამაკაცმა და თავის შვილთან მივიდა.
-წავიდეთ სახლში, შვილო. მაპატიე, რომ შენზე ცუდი გავიფიქრე! – ბოდიში მოუხადა მამამისმა ლიას.
-მე? – წამოიძახა ცოლმა.
-შენ, სადაც გინდა იქ წადი! გესმის, რა ჩაიდინე? შენს ჩემს შვილს ბრალი დასდე და პოლიციას ჩააბარე, შენ ჩემი მოტყუება გინდოდა. განქორწინებას დაუყოვნებლივ მოვითხოვ!
-განცხადებას დაწერთ? – დაინტერესდა პოლიციელი.
-რა განცხადებას? – გაუკვირდა მამაკაცს.
-მორალური ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, დაბრალების გამო, – განმარტა პოლიციელმა.
-არ დავწერთ. ჩვენ სახლში წავალთ, ის კი შეგიძლიათ ცრუ განცხადების გამო დააჯარიმოთ, – უპასუხა მამაკაცმა, ქალიშვილს ხელი მოხვია და წავიდა.
დედინაცვალი კი ატირდა და სკამზე ჩამოჯდა.
გოგონა მამამისთან ერთად სახლში დაბრუნდა.