ერთხელ მე და ჩემი მეგობარი დასასვენებლად ჩემს აგარაკზე გავემგზავრეთ, ის კი იქიდან უკვე ცოლთან ერთად დაბრუნდა

482

ალბათ ეს თავად ბედმა განაგო ასე….

მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ დასასვენებლად ჩემს აგარაკზე წავსულიყავით, ბუნებაში გავსულიყავით, მწვადი შეგვეწვა.

ამინდი ძალიან კარგი იყო. უქმეები იყო და აგარაკებზე უამრავი ადამიანი იყო. გადავწყვიტეთ, რომ სახლში არ დავრჩენილიყავით, მეზობლებთან გავსულიყავით და ფეხბურთი გვეთამაშა… აგარაკების სიახლოვეს ტყეა, სადაც კარგი მოედანი მოვაწყვეთ. მეზობლები შაბათობით ვიკრიბებით ხოლმე და ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობთ.

შესანიშნავი დრო გავატარეთ, ვითამაშეთ, რის შემდეგაც სახლში დავბრუნდით.

აბანო გავახურეთ, ვიბანავეთ და ცხელი ჩაი დავლიეთ, ამის შემდეგ კი სასეირნოდ წავედით.

დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი მეგობარი ცოტა ჩაკეტილი ადამიანია და ხშირად, სადღაც დაფრინავს ხოლმე, თავის ტალღაზე. ამის დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა პროგრამისტი ცოტა უცნაურია…

მახსოვდა, რომ პარალელურ ქუჩაზე ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც ასევე უცნაური ადამიანია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის და ჩემი მეგობარი ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ!

ერთი ჩემი ნაცნობი ამბობს: “როგორიც ხარ, ისეთსაც შეხვდებიო”.

მის ეზოსთან გავიარეთ და ვნახეთ, რომ ბოსტანში რაღაცას აკეთებდა.

მე მას გავძახე:

-გამარჯობა, ეკა! როგორ ხარ? მინდა ჩემი მეგობარი გაგაცნო, რომელიც ძალიან გგავს!

-გამარჯობა. რით მგავს??!!

გოგონას სუსტი მხედველობა აქვს და უფრო ახლოს მოგვიახლოვდა.

ჩემი მეგობარი მაშინვე შეიბოჭა, ძალიან მორცხვია. ეს მისთვის სრული მოულოდნელობა იყო.

მე კი ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, რა საჭიროა მიდებ-მოდება?

-შენც და ესეც რაღაცნაირი უცნაურები ხართ, მუდმივად თქვენს ტალღაზე ხართ.

ჩემმა მეგობარმა თავის მართლება და ბოდიშის მოხდა დაიწყო. აპატიეთ ჩემს მეგობარს, ხუმარა არის და მის სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთო! გოგონას გაეცინა და უთხრა, რომ აქ ყველა მიჩვეულია მის ხუმრობას და რამდენიც უნდა, იმდენი ილაპარაკოსო.

თუმცა ამჯერად, მე საერთოდ არ ვხუმრობდი!

ეკას ვთხოვე, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო სასეირნოდ, შემდეგ კი ყველა ერთად მწვადების შესაწვავად წავედით.

ეკამ და ჩემმა მეგობარმა, მართლაც ძალიან მალე გაუგეს ერთმანეთს, მათ უამრავი საერთო თემა აღმოაჩნდათ. ერთმანეთს სოციალურ ქსელებშიც დაუმეგობრდნენ, ერთი წლის შემდეგ კი ქორწილში დაგვპატიჟეს.

გამოდის, რომ თავად ბედმა განაგო ისე, რომ იმ დღეს ორი უცნაური ადამიანი ერთმანეთს გავაცანი.

ახლა ეკა და ჩემი მეგობარი უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს