პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.
არასოდეს მიფიქრია, რომ მსგავსს რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ მრცხვენია, რომ ლაშა ჩემი შვილია. მრცხვენია, რომ მას ყველაფერი მივეცი, რაც მქონდა და რის მიცემაც შემეძლო, რომ ყველაფერი მას შევალიე, საკუთარი სული, დრო და ფული, ის კი ნამდვილ უნიჭო და ზარმაც ადამიანად გაიზარდა. მრცხვენია საკუთარი თავის, მრცხვენია ჩემი ოჯახის და მეგობრების, მრცხვენია ჩემი მეზობლების. ამიტომ, სხვა გზა არ დამრჩენია მოტყუების გარდა. როცა ვინმე მასზე მეკითხება, გამუდმებით ვიტყუები, რომ ის პროგრამისტია და სახლიდან მუშაობს, რის გამოც იშვიათად გადის გარეთ. ის 35 წლის არის და ჩემთან ერთად ცხოვრობს, რადგან განქორწინების შემდეგ ყველაფერი ყოფილ ცოლ-შვილს დაუტოვა. ყოველთვის ასე ვამბობ და ეს კიდევ უფრო უარესად მხდის, რადგან მხოლოდ მე ვიცი ვინ არის სინამდვილეში ჩემი შვილი…
ლაშას არასოდეს არაფერი არ აკლდა. მას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. მან არ იცოდა რას ნიშნავდა პრობლემები, რადგან დედა ყოველთვის გვერდით ჰყავდა. სკოლა ძლივს დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩაბარება არ სურდა. მაშინ მხოლოდ გოგონებზე ფიქრობდა. ჩემი ნაცნობების მეშვეობით ტექნიკურ ინსტიტუტში პროგრამირების ფაკულტეტზე მოვაწყვე, თუმცა ჩემმა შვილმა ჩემი ძალისხმევა არ დააფასა. მეოთხე კურსზე ის ინსტიტუტიდან გარიცხეს და მალევე გაირკვა, რომ მისი შეყვარებული ორსულად იყო. მაშინ გამიხარდა კიდეც, ვიფიქრე, რომ ლიკა მის გამოსწორებას შეძლებდა. ქორწილი გადავიხადეთ. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად იმ ბინაში გადავიდნენ, რომელიც ლიკამ მშობლებმა ქორწილისთვის აჩუქეს. მალე ჩემს რძალს ვაჟი შეეძინა.
ამის შემდეგ პრობლემები დაეწყოთ. ლიკა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა, ლაშა კი არასრული უმაღლესი განათლებით შესაფერის სამსახურს ვერ პოულობდა. დროდადრო, ხან სად მუშაობდა და ხან სად. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ბავშვიან ოჯახს ძალიან უჭირდა და ამიტომ მე და ლიკას მშობლები რეგულარულად ვეხმარებოდით მათ. ჩემი რძალი ორი წელი იტანდა ჩემი შვილის უსაქმურობას, ორი წელი ელოდა მის გონს მოსვლას, შემდეგ კი – განქორწინება მოითხოვა. ასე რომ, ლაშა ჩემთან დაბრუნდა.
განქორწინების შემდეგ საშინელი დეპრესია დაემართა. ის მუდმივად თავის ოთახში იჯდა და კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. ახლაც იმავეს აკეთებს, თუმცა უკვე ორი წელი გავიდა.
ორი წელია, ჩემი 35 წლის სრულწლოვანი შვილი პენსიონერ დედას აზის კისერზე, რომელიც პარალელურად ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ორი წელია უარს ამბობს სამსახურის ძებნაზე და ჩემს არცერთ შენიშვნაზე არ რეაგირებს. ორი წელია ყოველდღიურად ვატყუებ ჩემს ნაცნობებს ჩემს შვილთან დაკავშირებით და წარმოდგენა არ მაქვს კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს.
მრცხვენია, ძალიან მრცხვენია ასეთი შვილი რომ მყავს. დაბნეული ვარ, რადგან არ ვიცი, რა გავაკეთო…