სამშობიაროში ჩემთან ერთად ახალგაზრდა გოგონა, ანა, იმყოფებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო მას

7533

მშობიარობა ძალიან რთული მქონდა. ბავშვს არასწორი მდებარეობა ჰქონდა და მენჯით მოდიოდა. მშობიარობის შემდეგ მე და ჩემი შვილი პათოლოგიის განყოფილებაში აღმოვჩნდით. მე და ბავშვი სხვადასხვა პალატებში ვიწექით, მასთან საჭმელად შევრბოდი და მერე ისევ ჩემს პალატაში ვბრუნდებოდი. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი – რაც შეიძლება ჩქარა წავსულიყავი სახლში.

ჩემთან ერთად ერთი ახალგაზრდა გოგონა იწვა. მას ანა ერქვა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. მან თავისი ისტორია მიამბო, მე ის ძალიან შემეცოდა.

რამდენიმე თვის წინ გოგონას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. მას ახალგაზრდა ბიჭების ბანდა დაესხა თავს. ისინი დიდხანს უთვალთვალებდნენ და როდესაც ანა სახლში მიდიოდა, თავს დაესხნენ და გააუპატიურეს. მაშინ გოგონა უმწიკვლო იყო.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი მკურნალობა, რომლის დროსაც მან შეიტყო, რომ ბავშვს ელოდა. სახლში რომ მივიდა, თავის მოკვლა გადაწყვიტა. ვენები გადაიჭრა, მაგრამ დედა სახლში დროულად დაბრუნდა.

სამშობიაროში რომ მოიყვანეს, უკვე ტკივილები ჰქონდა დაწყებული და სწრაფად იმშობიარა. მას მაშინვე უნდოდა სახლში დაბრუნება, მაგრამ არ გაუშვეს. გოგონა ბავშვს ძუძუს არ აჭმევდა. მისი პატარა გოგონა კი ძალიან პატარა, საყვარელი და ლამაზი იყო.

ანამ მითხრა, რომ ბავშვის მიტოვება სურდა. გამახსენდა, როგორ მინდოდა დაორსულება, როგორ ვატარებდი ჩემს შვილს, რა სიხარული განვიცადე, როდესაც დაიბადა. დავიწყე მისი დაყოლიება, რომ გადაიფიქრა, რომ ბავშვი არაფერში დამნაშავე არ იყო.

ანა არ მისმენდა, თანაც დედამისიც წინააღმდეგი იყო ამ ბავშვის. გოგონა ჩუმად იწვა საწოლზე და თვალდაუხამხამებლად უყურებდა ჭერს.

ერთ დღესაც ის ოთახიდან გავიდა, მეგონა რომ თავის გოგოსთან წავიდა. ველოდებოდი მის მოსვლას, რათა ყველაფერი გამომეკითხა, მაგრამ ანა არ დაბრუნებულა, აი ასე, ხალათით და ჩუსტებით, უბრალოდ ადგა და წავიდა. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რომ ვერ შევძელი მისი გადარწმუნება. იმ პატარა გოგოზეც ვფიქრობდი, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ უღალატეს. რა ელის მას? ჩვილ ბავშვთა სახლი, ბავშვთა სახლი, ციხე? რა თქმა უნდა, შესაძლოა, მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მომდევნო კვებაზე ჩემს შვილთან მივედი და უკან დაბრუნებისას მაშოს გვერდი ვერ ავუარე (ჩემს გონებაში მას ამ სახელს ვეძახდი) და მასაც ვაჭამე.

გოგონას ჟანგბადის უკმარისობის სიმპტომები ჰქონდა, ის ძალიან პატარა და დაუცველი იყო. მის გამო ძალიან ვნერვიულობდი.

მეორე დღეს მე და ჩემი შვილი გაგვწერეს, წასასვლელად ვემზადებოდით. გადავწყვიტე წავსულიყავი და მაშო მომენახულებინა, გამეგო როგორ იყო. გავიგე, რომ ისიც გაწერეს, მაგრამ ის სახლის ნაცვლად ჩვილ ბავშვთა სახლში მიდიოდა. ძალიან შემეცოდა. მე ხომ მას ჩემი რძით ვკვებავდი, ღამით ყურადღებას ვაქცევდი. გამახსენდა, რომ მალე კბილების ამოჭრა დაეწყებოდა და ტკივილების დროს მას არავინ მიხედავს. როდესაც რაღაცის შეეშინდება, მახლობლად არ ეყოლება ადამიანი, რომელიც მის ბავშვურ შიშებს გაფანტავს.

მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, მაშო თან უნდა წამეყვანა. ჩემს ქმარს და დედაჩემს დავურეკე, ისინი გაოგნებულები იყვნენ და ჩემს გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებიან. ჩემმა ქმარმა საერთოდ გამაოგნა, თქვა, რომ ახლა მას არა მხოლოდ ვაჟი, არამედ საყვარელი ქალიშვილიც ჰყავს.

სწრაფად შევაგროვე ყველა საჭირო დოკუმენტი და ახლა მაშო სახლშია, საკუთარ სახლში, მოსიყვარულე მშობლებთან ერთად. ეს გოგო ძალიან ჭკვიანი და საზრიანი აღმოჩნდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, ოქროს მედალზე დაამთავრა. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და მალე ექიმი გახდება. ჩემი ქალიშვილი გათხოვდა და ახლახან გავიგე, რომ მალე ბებია გავხდები.

არ ვიცი ანას ბედი როგორ წარიმართა, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ შესანიშნავი ქალიშვილი მაჩუქა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს