ჯერ მხოლოდ 27 წლის ვარ. ამ ასაკში სხვისი ორი შვილის დედობა – აუტანელი გამოცდაა

289
  • ახლა აქ იცხოვრებთ! – ვთქვი მე და ოთახის კარი გამოვაღე.ორმა ბიჭმა ეჭვით და სიფრთხილით შემომხედა.
  • დაისვენეთ, შემდეგ კი ვივახშმოთ!- თქვა ჩემმა ქმარმა.ჩემს ქმართან ერთად სამზარეულოში მარტო აღმოვჩნდი და ჩურჩულით ვკითხე:
  • საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვა მამები ჰყავთ?
  • კი, ეს ხომ უკვე გითხარი. დაგავიწყდა?

რა თქმა უნდა, დამავიწყდა. რადგან, მას შემდეგ რაც ეს ბავშვები ბავშვთა სახლში აღმოჩნდნენ და ჩემმა ქმარმა მათი წამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, მე მუდმივად დაძაბული ვიყავი. შინაგანად, რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს ვეთანხმებოდი: როგორ შეიძლება, რომ ბავშვები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ, როდესაც მათ ცოცხალი ნათესავები ჰყავთ. მაგრამ მე მხოლოდ ოცდაშვიდი წლის ვარ. ამ ასაკში ორი სხვისი შვილის დედა უნდა გავხდე? მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემთვის აუტანელი გამოცდა იქნებოდა.

  • ნიკა, შენ ამ ბავშვების ნამდვილი ბიძაც კი არ ხარ. მათი დედა მხოლოდ შენი ბიძაშვილი იყო. იქნებ ბავშვებს სხვა უფრო ახლობელი ნათესავები ჰყავთ?
  • ნათესავები კი ჰყავთ, – პირქუშად მიპასუხა ქმარმა. – დედის ძმა ჰყავთ, მაგრამ ისინი ახლა ვიწროდ ცხოვრობენ და მისი ცოლი უარს ამბობს ბავშვების მიღებაზე.

ამისთვის მზად არც მე არ ვარ! ცოტა ხნის წინ ოროთახიანი ბინა ვიყიდეთ და გავარემონტეთ. გეგმებს ვაწყობდი, ავეჯი ვიყიდე, ჩვენი საძინებლის დიზაინი თავად გამოვიგონე. ახლა კი საკუთარი საძინებელი ჩვენ არ გვექნება…

  • გესმის, ჩემი და გათხოვილი არასოდეს ყოფილა. შვილები, ასე ვთქვათ, თავისთვის გააჩინა.
  • როგორ გაბედა მან ამის გაკეთება? – ვერ ვიაზრებდი მე.
  • ხომ იცი, რომ ის მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ის ძალიან აქტიური და ჯანმრთელი იყო…

ლაშა და გია ჯერ ბებიამ წაიყვანა თავისთან, მაგრამ ცოტა ხანში ის ავად გახდა და ბავშვები სოციალური სამსახურის მეშვეობით ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.ვიმედოვნებდით, რომ ბებია გამოჯანმრთელდებოდა და ბავშვები ისევ მასთან ერთად იცხოვრებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჩემმა ქმარმა, რომ ბავშვები ჩვენთან იცხოვრებდნენ. როდესაც სამსახურიდან მივლინებაში გზავნიდნენ ხოლმე, ის ხშირად რჩებოდა თავისი ბიძაშვილის სახლში. ამის შედეგად ის ბიჭებს დაუმეგობრდა და შეუყვარდა კიდეც ისინი. თავად ბიჭებიც ძალიან მიეჯაჭვნენ ნიკას.

ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე რთული პირველი დღეები იყო. ბავშვები მორჩილად ასრულებდნენ ჩვენს ყველა მოთხოვნას, მაგრამ ამავდროულად ძალიან შებოჭილად იქცეოდნენ, როგორც უცნობებთან. ეს ჩემს ქმართან ურთიერთობაშიც კი ვლინდებოდა.

  • ცოტა მოითმინე, ძვირფასო, – მითხრა ნიკამ. – ბავშვები სტრესში არიან. შეგვეჩვევიან, ადაპტაციას გაივლიან და ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება.

მე კი იმ მომენტში ვფიქრობდი: – რა თქმა უნდა, შენთვის ეს ბევრად უფრო ადვილია. შენ პრაქტიკულად სახლში არ ხარ.ბოლო დროს ჩემი ქმრის ხელფასი აღარ გვყოფნიდა, ბევრი დამატებითი ხარჯი გაჩნდა, ამიტომ ნიკა ძალიან ბევრს მუშაობდა: ნებისმიერ საქმეს ეკიდებოდა. გარდა ამისა, სასწავლო წლის დასაწყისი ახლოვდებოდა და ბიჭები სასკოლოდ უნდა მოგვემზადებინა. უფროსი მეორეში კლასში უნდა გადასულიყო, უმცროსი კი – პირველ კლასში შედიოდა. საჭირო იყო სასკოლო ნივთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შეძენა. საჭირო ნივთების სიამ მთელი ორი გვერდი შეადგინა.

ბავშვები ისევ ისე იქცეოდნენ, როგორც ადრე: ყველაფერზე მეთანხმებოდნენ რასაც მაღაზიაში ვთავაზობდი, არ მეკამათებოდნენ, საკუთარ ემოციებს არანაირად არ ავლენდნენ. შედეგად ვეღარ მოვითმინე და უფროსს ვუყვირე. ბიჭს თვალები მაშინვე ცრემლებით აევსო, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.

  • ბავშვთა სახლში მასწავლებელმა გვითხრა, რომ ძალიან დამჯერები უნდა ვიყოთ და ყოველთვის დაგეთანხმოთ. თორემ ისევ ბავშვთა სახლში დაგვაბრუნებთ“, – თქვა ლაშამ და ცრემლები გადმოსცვივდა.
  • ეს სრული სისულელეა! – ვუთხარი პასუხად. თქვენ ჩვენთან ერთად მანამდე იცხოვრებთ, სანამ სრულწლოვანები არ გახდებით და არ მოინდომებთ საკუთარი ოჯახის შექმნას. ეს დაიმახსოვრეთ. გასაგებია?ბიჭმა საპასუხოდ თავი დამიქნია. ლაშას მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გაეღიმა.
  • ჩვენ აღარსად გაგიშვებთ!

ამ მომენტიდან მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.დილიდან ისე აქტიურად ვიყავი ჩაფლული საშინაო საქმეებსა და საზრუნავში, რომ საღამოს დაქანცული ვწვებოდი და მაშინვე ვიძინებდი.ნიკა და ბიჭები ყველაფერში მეხმარებოდნენ. მე კი სულ ვფიქრობდი, როგორ უმკლავდებიან ქალები ამ ყველაფერს, როდესაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ!დრო გავიდა. ბავშვები იზრდებოდნენ. კონფლიქტების დროს, რომლებიც ხანდახან სკოლაში ხდებოდა ხოლმე, ისინი ერთმანეთს მთასავით იცავდნენ.

…ბიჭების ბებია ჩვენი სახლის ზღურბლზე მაშინ გამოჩნდა, როცა ლაშა უკვე მეექვსე კლასს ამთავრებდა. ბიჭებმა გაიგეს, რომ ბებია ჩვენთან ჩამოსვლას აპირებდა და შეეშინდათ. უმცროსი ძმის დასამშვიდებლად ლაშამ მას ხელი მოჰკიდა და უთხრა:

  • ნუ გეშინია, დიდხანს არ დარჩება. ბებია ხომ ყოველთვის ძალიან დაკავებულია.

ბებია ძალიან მოვლილი და ინტელიგენტი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და საერთოდ არ ჰგავდა მძიმე ავადმყოფობით დატანჯულ ადამიანს. შვილიშვილებს ჩამოტანილი საჩუქრები გადასცა, აკოცა და მაშინვე საქმეზე გადავიდა.

  • დროს არ დაგაკარგვინებთ, ლელა, – თქვა მან და ჩემკენ შემობრუნდა.

გაოგნებული ვიყავი. ვიცოდი, რომ ბავშვების ბებია ავად იყო და მე ის სულ სხვანაირ ადამიანად წარმომედგინა. ვფიქრობდი, რომ სასიამოვნო მოხუც ქალს შევხვდებოდი, რომელსაც ბიჭებზე და მათი სკოლის ამბებზე დაველაპარაკებოდი. ამისთვის ღვეზლებიც მოვამზადე.ღვეზელებზე მან უარი მითხრა, თუმცა ჩაიზე დამთანხმდა.

  • ლელა, მე კარგად ვიცი, რამხელა ტვირთი აიღეთ საკუთარ თავზე, როდესაც ბიჭები ბავშვთა სახლიდან წამოიყვანეთ, – დაიწყო მან. თქვენ ახალგაზრდა ოჯახი ხართ და აქ კი, უცებ ამხელა საზრუნავი. თქვენი ძალიან მადლობელი ვარ.ფრთხილად დავუქნიე თავი, არ ვიცოდი ამას რატომ მეუბნებოდა.
  • მზად ვარ ლაშა წავიყვანო. მე უკვე მოველაპარაკე. სამხედრო სასწავლებელში უნდა მოვაწყო.
  • რა სასწავლებელში? – ვკითხე შეშინებულმა. – ის ჯერ კიდევ ბავშვია. ნუთუ ასეთი სასწავლებელი არსებობს? და მერე, როგორ უნდა დააშოროთ ძმები, რომლებიც სრულიად ობლად დარჩნენ, მამა-დედის გარეშე?
  • ბიჭებს ჩვენ ვყავართ, – შემეწინააღმდეგა ქალი. – ზაფხულში, არდადეგებზე ლაშა თქვენთან მოსვლას შეძლებს.
  •  მე არ ვარ მზად, ჩვენი ახლა უკვე დალაგებული ცხოვრების შესაცვლელად. ჩვენ ბავშვებს მივეჩვიეთ, ისინი კი ჩვენ.
  • საკუთარი შვილების გაჩენას არ გეგმავთ? – მკითხა მან.
  • რატომ მეკითხებით?- ვუპასუხე გაოგნებულმა.
  • რატომ? შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და არ გესმის, რომ ბიჭები თქვენს შვილებს საკუთარ ძმებად ან დებად არასოდეს ჩათვლიან. ასე რომ, დათანხმდით ჩემს შემოთავაზებას!
  • არა, – ვუპასუხე მტკიცედ. ბავშვები ჩვენთან დარჩებიან! და საკმარისია ამაზე საუბარი!ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, სკამიდან უეცრად წამოვხტი და უცებ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება ვიგრძენი და ოდნავ შემაქანა.
  • კარგი მაშინ, – თქვა მან და ადგილიდან წამოდგა. – ამ თემაზე ნიკას დაველაპარაკები. ბავშვების ოფიციალური მეურვე ის არის.

მან მრავალმნიშვნელოვანი მზერით შემომხედა და გასასვლელისკენ გაემართა. მისი გაცილების ძალა არ მქონდა. თავბრუ მეხვეოდა, გულისრევის შეგრძნება არ მშორდებოდა და ვერ ვხვდებოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა.

მთელი შემდეგი კვირა, თითქოს სიზმარში ვიყავი. გავიღვიძებდი თუ არა, ისევ საწოლში დაწოლა მინდოდა: სიარულის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. ტირილი მინდოდა და გაღიზიანებული ვიყავი.ნიკამ ნახა რა მდგომარეობაში ვიყავი და ექიმთან წამიყვანა.

  • გილოცავთ! – მხიარულად წარმოთქვა ექიმმა. – ორსულად ხართ. ვადა – 9 კვირა!

ამ ამბით გაოგნებული დავრჩი. რომელ ორსულობაზეა საუბარი? ჩვენ ხომ უკვე გვყავს ორი შვილი! ახლა რა იქნება?ნიკას და ბიჭებს ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. ისინი ჩემს მიმართ უფრო მეტს ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდნენ. მე დავმშვიდდი და ბევრად უკეთ გავხდი.უკვე ექვსი თვის ორსული ვიყავი, როდესაც წერილი მივიღეთ.

  • ბებიამ მოგვწერა, – თქვა ნიკამ.
  • ახლა რა უნდა ამ ქალს? – გავიფიქრე მე. რაც არ უნდა იყოს, ბავშვებს არ მივცემ!
  • არ წაიკითხო ეს წერილი, არ გინდა, – ვუთხარი ჩემს ქმარს. კარგი რა უნდა მოეწერა?მაგრამ ქმარმა კონვერტი მაინც გახსნა.
  • ძვირფასო ნიკა და ლელა! – ეწერა წერილში, – ვიცი, რომ ბავშვს ელოდებით. გილოცავთ! მოკლედ მოგწერთ. პირობები, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, სრულიად შეუფერებელია კიდევ ერთი ბავშვისთვის. ძალიან ვიწროდ იქნებით. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბინა თქვენ გაჩუქოთ. თქვენ შეგიძლიათ ეს ბინა თქვენი შეხედულებისამებრ განკარგოთ. ბინა არის ნათელი და დიდი. შეგიძლიათ საცხოვრებლად იქ გადახვიდეთ, მე კი ქალაქგარეთ სახლში გადავალ. იქ თავს კარგად და მშვიდად ვიგრძნობ. ჩემზე არ ინერვიულოთ. ჩემს ადვოკატს დაუკავშირდით. ფორმალობებია მოსაგვარებელი. გმადლობთ”.

მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ველოდით, ძალიან გაგვიკვირდა. მეორე დღეს ნიკა ადვოკატთან წავიდა. მან გაარკვია, რომ ბებიამ არამარტო ბინა გვაჩუქა, არამედ ანდერძიც დატოვა ბავშვების სახელზე.სამი თვის შემდეგ ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა შეგვეძინა. ნიკამ სამშობიაროდან ახალ ბინაში მიმიყვანა. ახლა ახალ ბინაში ადგილი ყველასთვის საკმარისი იყო.დროთა განმავლობაში ბებიასთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამაყი მოხუცი ქალიდან ის საყვარელ და კეთილ ბებიად გადაიქცა, რომელიც შვილიშვილებს ხშირად სტუმრობს და ყველანაირად ეხმარება.მე თვითონაც შევიცვალე. ჩემი გოგონას გაჩენის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვები ჩვენი ბედნიერებაა. ღამით ძილის ნაკლებობა, ბავშვების ბინაში სირბილი, ბავშვების სიცილი, როგორ ვიცხოვრებდი ამ ყველაფრის გარეშე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს