მეზობლის აივანზე უკითხავად გავიხედე და იების უხვმა ყვავილობამ გამაოგნა

0
143

როგორ გამოვკვებოთ ია თებერვალ–მარტში ისე, რომ მცენარემ თავისი ყვავილობით დიდხანს გაგვახაროს? პასუხი არსებობს და ძალიან მარტივია. საკმარისია შეიძინოთ მზა სასუქი, რომელიც ამ ყვავილს საუკეთესოდ შეეფერება. თუ ორგანული სასუქების მომხრე ხართ, სხვა გამოსავალსაც გთავაზობთ. Paparazzi თითოეულზე დეტალურად გიამბობთ.

იის გამოკვება – ია პოპულარული ოთახის მცენარე უმიზეზოდ არ გამხდარა. პირველ რიგში, მთელი წელი შეუძლია იყვავილოს, თუ სწორად მოუვლით. მეორეც, მარტივი მოსავლელია, ამიტომ დამწყებიც გაუმკლავდება. ნორმალური ზრდისთვის ბევრი სინათლე სჭირდება, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. შესაფერისია ჩრდილოეთის, ჩრდილო–აღმოსავლეთის ან ჩრდილო–დასავლეთის ფანჯრის რაფა, სადაც გაფანტული სინათლეა. ზამთარში ყოველთვის არ ყვავილობს. როგორც მინიმუმ, 13 საათიანი დღის სინათლე სჭირდება. თუ მცენარეს მოკრძალებულ კუთხეში სპეციალური ნათურით უზრუნველყოფთ, ყვავილი თებერვალშიც ყვავილობით გაგახარებთ.

ამავე მიზეზით იას სპეციალური სასუქით ხშირად კვებავენ. გირჩევთ, მიწა პერლიტით ან ვერმიკულიტით გამოკვებოთ. ეს დანამატები მიწას უფრო წყალგამტარს და ჰაერგამტარს გახდის. ამ საშუალებით მცენარის ფესვების სისტემა ჭარბი მორწყვით არ დაზიანდება. ეს კი იისთვის დამღუპველია. ყვავილი ტემპერატურის მიმართაც მგრძნობიარეა. ცივ სეზონზე ტემპერატურა უნდა აკონტროლოთ. ოპტიმალურია 18-24 გრადუსი სითბო. ბინაში ტენიანობის ხარისხიც მნიშვნელოვანია. ის მაღალი უნდა იყოს, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ტენი ფოთლებსა და ყვავილებზე მოხვდეს.

სასუქები იისთვის – იას უყვარს ნოყიერი ნიადაგი და რეგულარული მორწყვა. როგორც წესი, ზაფხულში კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია, ხოლო ზამთარში – 2 კვირაში ერთხელ. კარგი იდეაა სპეციალური სასუქის გამოყენება, რომელიც მებაღეობის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ. იის სასუქები შეიცავს ყველა აუცილებელ მიკროელემენტს და მკვებავ ნივთიერებას (ნიტრატები, ფოსფატები და კალიუმი), რომლებიც მცენარის ჯანსაღ ზრდას და ყვავილობას ხელს უწყობს. რეკომენდებულია, რომ ია ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხულიდან შემოდგომამდე) თვეში ერთხელ გამოკვებოთ.

ნატურალური სასუქიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, გაზავებული კომპოსტი ან წყალში გახსნილი ნაკელი. არ გადააჭარბოთ, რომ მცენარე ზედმეტად არ გამოკვებოთ. 2 კვირაში ერთხელ საკმარისია. გახსოვდეთ, რომ გამოკვებამდე ყვავილი უნდა მორწყათ, რომ სასუქი მიწაში თანაბრად და სწრაფად გადანაწილდეს და ფესვები არ დააზიანოს.

სხვა რჩევები იის მოსავლელად – უჩვეულო სილამაზის იის გასაზრდელად მცენარეზე ნამხარის არსებობა უნდა აკონტროლოთ. ესაა გვერდითა ყლორტები, რომლებიც ფოთლების უბედან იზრდება. მოყვარულ ფლორისტს გაუჭირდა დადგენა, რა არის მის წინაშე, ყვავილის ყუნწი თუ ნამხარი. სწორედ ამიტომ, დაელოდეთ, სანამ პატარა კალამი 1 სმ–მდე გაიზრდება. ზოგადად, იის ნამხარში ცუდი არაფერია. თუმცა თუ უხვი ყვავილობით გახარება გსურთ, ის დროულად უნდა იპოვოთ და მოაშოროთ. ასე მოწესრიგებულ ბუჩქს თანაბარი გვირგვინით მიიღებთ. ნამხარი იას არაერთგვაროვანს ხდის. ზედმეტი ყლორტები კბილის ჩხირით მოაშორეთ. ნამხარი კბილის ჩხირით გახვრიტეთ ისე, რომ კალმის პარალელურად იყოს. მცირე ძალისხმევით ზედმეტ ყლორტს მოაშორებთ და მცენარეს ნაკლებად დააზიანებთ.