შენთვის არაფრის ყიდვა არ შემიძლია. ფული ძალიან ცოტა მაქვს, – უთხრა დედამ თავის შვილს

255

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ნინა გვიამბობს.ერთხელ მაღაზიაში ვიყავი შესული საყიდლებზე. დახლებს შორის დავდიოდი, საჭირო ნივთებს ვიღებდი და კალათაში ვალაგებდი.

ჩემი ყურადღება ერთმა გოგონამ მიიქცია, რომელიც დაახლოებით 7 წლის იქნებოდა. ის ფანქრების თაროსთან მივიდა, ყუთი აიღო, დახედა, შეათვალიერა და ისევ თაროზე დადო. შემდეგ სხვა თაროსთან გადავიდა, ლამაზი თმის სამაგრები და სტიკერები შეათვალიერა, შემდეგ კი წიგნები. გოგონა ძალიან ღარიბულად იყო ჩაცმული და ტანსაცმელი ცოტა პატარაც კი ჰქონდა. თავზე კი საერთოდ რაღაც უცნაური ქუდი ეხურა, ყურებიანი.

გოგონას დედამისი მიუახლოვდა და უთხრა: „ვერაფერს ვერ გიყიდი. ფული ძალიან ცოტა მაქვს“. გოგონამ დედას შეხედა და მძიმედ ამოისუნთქა.ეს პატარა გოგონა ძალიან შემეცოდა. თვალებზე ცრემლები მომადგა. ჩანთა ავიღე და სწრაფად დავიწყე მასში იმ ყველაფრის ჩალაგება, რაც გოგონას მოეწონა: ეს იყო ფანქრები, ფლომასტერები, სახატავი რვეული, სტიკერები, თმის სამაგრები და რამდენიმე წიგნი.

დავფიქრდი, თუ როგორ მიმეცა ეს ყველაფერი ისე, რომ არც გოგონას და არც დედამისს არ სწყენოდათ. ტვინი დიდი სისწრაფით ამიმუშავდა და სწრაფადვე მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. სალაროსთან მივედი, სადაც ყველაზე პატარა რიგი იყო, ფული გადავიხადე და გოგონას და დედამისს მაღაზიის კარებთან დაველოდე. როდესაც ისინი მომიახლოვდნენ, მე მათ ვუთხარი: „დღეს კურდღლის დღეა. ამიტომ, ჩვენს მაღაზიაში უჩვეულო კონკურსი ტარდება – ლამაზი ყურების კონკურსი. შენ ქუდზე ყურები გაქვს. ამიტომ შენ ჩვენი მთავარი პრიზი მოიგე!” ეს ვთქვი და გოგონას ჩანთა გავუწოდე. მან ჩანთა გაუბედავად გამომართვა, ჩაიხედა და რომ იცოდეთ, როგორი თვალებით შემომხედა! ბავშვის თვალებში ამხელა ბედნიერება არასოდეს მინახავს! გოგონამ გამიღიმა და მადლობა გადამიხადა. მაღაზიიდან ბედნიერი გამოვედი.

რამდენიმე წლის წინ პარკს ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი. ძალიან დაღონებული ვიყავი: ერთი თვის წინ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ახალი სამსახურს ვერ ვპოულობდი და ფულიც ძალიან ცოტა მქონდა დარჩენილი. გზად ჯიხური შემხვდა, სადაც ლატარეის ბილეთები იყიდებოდა. ცხოვრებაში არასოდეს მქონდა ნაყიდი, მაგრამ ბოლო ფულით ერთი ბილეთი ვიყიდე. ეს მომენტალური ლატარეა იყო. ბილეთი რომ გავხსენი, თვალებს არ ვუჯერებდი: ძალიან სოლიდური თანხა მოვიგე. რომ იცოდეთ, როგორი მზერით ვუცქერდი გამყიდველს, რომელმაც მოგებული თანხა გადმომცა! ეს იყო ბედნიერი ადამიანის მზერა, რომელმაც წარმოუდგენელი საჩუქარი მიიღო! სწორედ ასე შემომხედა იმ გოგონამ.

იმ გამარჯვებამ გადამარჩინა. იმ ფულით ვცხოვრობდი, სანამ ნორმალურ სამსახურს ვეძებდი.ერთხელ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოხდა, რომელმაც გამაბედნიერა. მე კი სასწაული ამ პატარა გოგონასთვის მოვახდინე. დაე, მასაც სჯეროდეს სასწაულების. დაე, გაიზარდოს და იღბლიანი იყოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს