ისტორიები მათთვის, ვისაც არ სჯერა ადამიანების სიკეთის

98

ადამიანები, რომლთაც დიდი და კეთილი გული აქვთ, ხშირად იყვანენ ბავშვებს ბავშვთა სახლიდან, ზოგიერთ მათგანს საკუთარი შვილებიც ჰყავს. პატარა ადამიანისთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცას უყვარდეს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ შეეშინდათ და გადაწყვიტეს, რომ ოჯახური სიხარული ეჩუქებინათ მათთვის, ვინც ოდესღაც მიატოვეს.

რატომ არის, რომ ბავშვები, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან, სიმართლის გაგების შემდეგ იწყებენ ნერვიულობას და ნამდვილი მშობლების ძებნას. მე ვიცი, რომ ნაშვილები ვარ, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მამა და ერთი დედა მყავს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა, მთავარია ვინ გაგზარდა. ის, ვინც მშობა, ჩემთან რომ დარჩენილიყო, უცნობია, ვიქნებოდი თუ არა ახლა ცოცხალი. ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი და როდესაც ჩემს წასაყვანად მამაჩემი მოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მათ გამზარდეს, ჩემში ყველაფერი საუკეთესო ჩადეს. ისინი ჩემზე ნერვიულობენ, ღელავდნენ, მე კი მათთვის ფაქტიურად არავინ არ ვიყავი. აბა, როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ადამიანები.

ჩემმა მეზობელმა ბავშვთა სახლის ეზოში პატარა ბიჭი, ვანო, დაინახა და არც კი უფიქრია, ისე გადაწყვიტა მისი წამოყვანა. მას და მის მეუღლეს ორი შვილი და ერთი ნაშვილები გოგონა ჰყავდათ. ახლა გადავწყვიტეს, რომ ეს ბიჭიც ყოლოდათ. ვანო 6 წლის რომ გახდა, გადაწყვიტეს, რომ მუსიკალურ სკოლაში შეეყვანათ. ბიჭს ძალიან უნდოდა რომ აკორდეონზე დაკვრა ესწავლა. მოსმენამ შესანიშნავად ჩაიარა, ბავშვს იდეალური სმენა აღმოაჩნდა. ვანო ყოველდღე დადიოდა მუსიკალურ სკოლაში და მასწავლებლებს თავისი სიმღერით და აკორდეონზე დაკვრით ახარებდა. მაგრამ ბიჭი დაბალი იყო და ჩვეულებრივ აკორდეონზე ვერ უკრავდა. მას ცოტა უფრო პატარა ინსტრუმენტი სჭირდებოდა. მის შესაძენად ფული იყო საჭირო, ოჯახს ამის სახსრები არ ჰქონდა. მათმა მეზობელმა გადაწყვიტა, რომ ცნობილი ადამიანებისთვის მიეწერა, მას ვერა ბრეჟნევა გამოეხმაურა და ბიჭს სოფელში აკორდეონი გაუგზავნა. ბიჭი აკორდეონზე დაკვრას მხოლოდ მეორე წელია სწავლობს, მაგრამ უკვე არაერთ კონცერტზე გამოვიდა.

დაწყებით სკოლაში ვსწავლობდით, გაკვეთილებს მასწავლებელი გვიტარებდა, რომელსაც 15 წლის ვაჟი ჰყავდა. ერთ დღეს ბიჭი საავადმყოფოში მოხვდა. პალატაში მხოლოდ ორნი იყვნენ, ის და ხუთი წლის ბიჭი. მასწავლებლის შვილს გაუკვირდა, თუ რატომ იწვა ასეთი პატარა ბიჭი საავადმყოფოში სულ მარტო. რაზეც ბიჭმა უპასუხა, რომ ის ბავშვთა სახლიდან იყო. საავადმყოფოში გატარებული ორი კვირის განმავლობაში ბიჭები ძალიან დამეგობრდნენ. მასწავლებლის შვილმა კი დედა დაარწმუნა, რომ ბიჭი სახლში წაეყვანათ. ასეც მოიქცნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბიჭს ბავშვთა სახლში და ჰყავდა და ისიც წამოიყვანეს. განა ეს არ არის მიზეზი, სიკეთის რომ ირწმუნო?

ხუთ წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, შემდეგ კი მიშვილეს. 15 წელი გავიდა და სულ ვფიქრობდი, რით გადამეხადა მადლობა ჩემი მშობლებისთვის. მე მესმის, რომ მათ იმაზე მეტს ვერ მივცემ, რაც თავად მომცეს. ერთხელ ვახშმობისას ჩემს მშობლებს ვკითხე, რა იყო მათი ოცნება. მათ მიპასუხეს, რომ ერთი ბიჭისთვის ნამდვილი ოჯახის ჩუქება სურდათ. ყველაფერს მივხვდი, მეორე დღეს მე და ჩემი ცოლი ბავშვთა სახლში წავედით და იქიდან ლამაზი გოგო წამოვიყვანეთ. ჩემი მშობლები ბედნიერები იყვნენ.

მე და ჩემს მეუღლეს საშინელი დიაგნოზი დაგვისვეს – უშვილობა. დიდხანს არ გვიფიქრია, ბავშვთა სახლში წავედით და სახლში ხუთი წლის გოგონასთან ერთად დავბრუნდით. გოგონა სწრაფად შეეგუა ახალ ადგილს. ძალიან ყოჩაღი აღმოჩნდა. მან ბევრი რამ იცის, ყვება სად ცხოვრობდა და რა ჰქონდა ნანახი. ძალიან კარგი ბავშვია.

მყავს მეგობარი, რომელმაც 14 წლის ასაკში გაიგო, რომ ის ნაშვილები იყო, თუმცა ძალიან ჰგავდა დედას. მაშინ მან ისტერიკა ატეხა. დღეს ის 45 წლისაა, თავადაც დედაა. ახლა კი, წლების შემდეგ, ამ სიტუაციის გახსენებისას ამბობს, რომ სულელი იყო. მას ძალიან უყვარს თავისი მშობლები და მუდმივად მადლობას უხდის იმისთვის, რომ ის ბავშვთა სახლიდან წამოიყვანეს.

ერთხელ საბავშვო ბაღში ჩვენი შვილის წამოსაყვანად მივედით, როდესაც ვაცმევდით, ვნახეთ, რომ მის გვერდით გოგონა მარტო იჯდა და ამბობდა, რომ ბებიას ელოდა. ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ მას ჩაცმაში დახმარებოდა, რათა ბებიას გაადვილებოდა. ამ დროს მასწავლებელი შემოვიდა და გვითხრა, რომ ბებია დღეს გარდაეცვალა, მშობლები კი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალნენ. ბევრი არ გვიფიქრია, გოგონა ჩვენთან წამოვიყვანეთ, შემდეგ კი საბუთები გავაფორმეთ.

ჩემს დას 9 შვილი ჰყავს. ორი თავისი, დანარჩენები კი ნაშვილები, ოთხი ინვალიდია, რომელთაგან სამი ალბათ არასდროს გაივლიდა. მათ გაიარეს კიდეც და ახლა სკოლაშიც დადიან. პატარა სუსტი ქალი, რა თქმა უნდა, თავისი ქმრის დახმარებით, შვიდი სულისთვის ანგელოზად იქცა.

დედამ მშობიარობისთანავე ჩემზე უარი განაცხადა და სხვა ადამიანებმა მიშვილეს. ექვსი წლის ვიყავი, მე და ჩემი მშობლები ვთამაშობდით და რაღაცას განვიხილავდით. უცებ მათ დამსვეს და ყველაფერი მიამბეს ჩემი დაბადების შესახებ, მიამბეს, რომ მათ შვილი არ უჩნდებოდათ, მე მიშვილეს და ფიცი დადეს, რომ 100%-ით შეასრულებდნენ მშობლის მოვალეობას. მე მათ გაფართოებული თვალებით შევყურებდი, რაზე ლაპარაკობენ? ისინი ხომ ჩემი ნამდვილი მშობლები არიან. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გამაჩინა.

ჩემი შვილი 10 წლის იყო, როდესაც ვიშვილე. მაშინ, ეს თითქმის ზრდასრული ბიჭი ქუჩაში ატირდა და მითხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო. ცხოვრება გავიდა, ახლახან 80 წლის გავხდი, მოხუცთა თავშესაფარში ჩემთვის ადგილს ვეძებდი. როდესაც ჩემმა შვილმა ამის შესახებ შეიტყო, მოვიდა და დაჟინებით მომთხოვა, რომ მათთან გადავსულიყავი. და არანაირი პასუხის მოსმენა არ სურდა, თანხმობის გარდა.

ცოტა ხნის წინ ჩემი საუკეთესო მეგობარი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. მათი ქალიშვილი მარტო დარჩა და ის ბავშვთა სახლში უნდა გადაეყვანათ. მე ეს არ დავუშვი და ბავშვი ჩემთან წამოვიყვანე. სახლში ის არ მომიტყუებია და ვუთხარი, რომ მისი მშობლები აღარ იყვნენ. ის წავიდა, არ ლაპარაკობდა და რამდენიმე დღის მანძილზე ახლოს არ მიშვებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ თუ მის მშობლებს რაიმეს თქმა შეეძლებოდათ, მადლობას გადამიხდიდნენ იმისთვის, რომ არ მივატოვე მათი გოგონა. მას მერე ერთად ვართ, ახლა ის დედას მეძახის.

მე და ჩემმა მეუღლემ ჩვილის აყვანა გადავწყვიტეთ ბავშვთა სახლიდან. მშობლების კურსებზე დავიწეთ სიარული. კურსზე ფსიქოლოგმა თქვა, რომ როდესაც ახალშობილებს იყვანენ, მოზარდები ფიქრობენ, რომ ისინი არავის სჭირდებიან. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოზარდი გვეშვილა. ახლა 13 წლის ქალიშვილი გვყავს. თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან გოგონას გარდატეხის ასაკი დაეწყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით. ახლა ის 19 წლისაა და ქორწილისთვის ემზადება. ჩვენ კი პატარძლის ბედნიერი მშობლები ვართ. ქორწილის შემდეგ ბავშვთა სახლის მონახულებას ვაპირებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს