ქმარმა არ იცის, რომ განქორწინება მინდა. გერმანიიდან დაბრუნებას მთხოვს

0
1104

Paparazzi გიზიარებთ უკრაინელ ქალის ამბავს, რომელიც ერთ დროს საყვარელ მეუღლესთან განქორწინების ზღვარზეა. მარტში შვილთან ერთად გერმანიაში წავიდა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა. თავიდან სახლი ძალიან ენატრებოდა, მაგრამ ახალ ცხოვრებას მალე შეეგუა. თან ვაჟიც საზღვარგარეთ თავს კარგად გრძნობს. სერიოზულად ფიქრობს, რომ უკრაინაში აღარ დაბრუნდეს. მით უფრო, ამ დროში ქმართან ურთიერთობა გაუფუჭდა. მეუღლე ითხოვს, რომ ცოლი დაბრუნდეს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ძველებურად დაძაბული სიტუაციაა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარინა მის ნაამბობში წაიკითხეთ.

„გასულ გაზაფხულზე შვილთან ერთად საზღვარგარეთ თავის დასაცავად წავედი. ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ცაში რაკეტის უფრო მეშინოდა, ვიდრე ახალ ადგილას ცხოვრების. ნაცნობი გერმანიაში თავშესაფრის პოვნაში დამეხმარა. თავიდან სოციალური შეღავათებით ვსარგებლობდით, პარალელურად სამსახურს ვეძებდი. ახლა ქარხანაში ვმუშაობ. ჩემი შვილი ახალ გარემოს უფრო სწრაფად შეეგუა. აქ მოსწონს. მესმის, რატომაც. სახლში არც თუ ისე სასიამოვნო ატმოსფერო გვქონდა.

მე მთელი დღე სკოლაში ვმუშაობდი, სახლში დავალებებს ვამოწმებდი. ჩემი ქმარი შემოქმედებითი ადამიანია, რას არ აკეთებს. სტაბილური შემოსავალი არ აქვს. მთელი თვე შეგვეძლო ნახევრად მშივრები ვყოფილიყავით, ვინაიდან დიდი ხელფასი არ მქონდა, ან, პირიქით, სიუხვეში გვეცურავა. მაგრამ მეუღლე მიყვარდა. უფრო ზუსტად, ასე მეგონა. ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო. ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რომ ასეთი უნდა იყოს იდეალური ქორწინება. ერთხელ და სამუდამოდ. მართალია, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ილუზია იყო.

სხვათა შორის, ჩემი ქმარი ადრე დაქორწინებული იყო. ქალიშვილიც ჰყავს, რომელსაც თითქმის არ ეხმიანება. ასეთი სამსახურით ალიმენტებზე საუბარი არაა. ზოგჯერ ის ქალი მეცოდება, მაგრამ არასოდეს მინახავს. არც ვიცი, როგორ გამოიყურება. მოკლედ, რაც უფრო დიდხანს ვარ აქ, მით ნაკლებად მსურს სახლში დაბრუნება. თითქოს თავიდან დავიბადე. თავიდან მიჭირდა, ახლაც მარტივი არაა, მაგრამ აქ თავს ცოცხლად ვგრძნობ. ახალი ნაცნობები, ინტერესი გამიჩნდა. ვხედავ, როგორ ანათებს ჩემი შვილი ბედნიერებისგან, როცა სახლში ბრუნდება.

ქმართან ურთიერთობა ნელ–ნელა გაუარესდა. დაბადების დღეც არ მომილოცა. ალბათ, დაავიწყდა. ეს ადრეც ხდებოდა, ახლა რა უნდა ვთქვა. საინტერესოა, რომ ბოლო დროს ხშირად მირეკავს და სახლში დაბრუნებას მთხოვს. თითქოს, ოჯახის გარეშე თავს ცუდად გრძნობს. თვლის, რომ ყველაზე ცუდმა უკან ჩაიარა და საშიში არაფერია. სისულელეა! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობლისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ მინდა ბავშვის საფრთხეში ჩაგდება.

თავადაც არ მინდა დაბრუნება. გულწრფელად, ვგრძნობ, რომ განქორწინების ზღვარზე ვარ. ვფიქრობ, როგორ დავშორდე მეუღლეს მშვიდად და გერმანიაში დავრჩე. როგორც მინიმუმ, სანამ შვილი განათლებას არ მიიღებს და თავად არ გადაწყვეტს, რა სურს ცხოვრებიდან. როდესაც დედაჩემმა ჩემი გეგმის შესახებ გაიგო, ჩემი გადარწმუნება სცადა. თითქოს, რა მოვიფიქრე, ჩემს ასაკში განქორწინება არ შეიძლება. ახლა 43 წლის ვარ. რატომ არ შეიძლება, თუ სული მოითხოვს?“

ეს ამბავი აჩვენებს, რომ ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაც გარანტია არაა, რომ ადრე თუ გვიან არ დასრულდება. სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მთავარია, რომ სურვილი და შესაძლებლობა გქონდეთ. მარინამ თავისთვის უკვე გადაწყვიტა. ახლა უნდა მოიფიქროს, როგორ განახორციელოს ჩანაფიქრი.