ნივთები შევაგროვეთ, მაგრამ გადაყრა ვერ შევძელით! სახლი თავისი “მემკვიდრეობით”

371

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

აგარაკის ყიდვა გადავწყვიტეთ, ბევრი შემოთავაზება ვნახეთ და ბოლოს ერთი სახლი მოგვეწონა. ადგილზე მივედით, ახალგაზრდა წყვილი გველოდებოდა. მათ გვითხრეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახლში არავინ ყოფილა და ახლაც მხოლოდ საბუთების გასაფორმებლად ჩამოვიდნენ. ვნახეთ, რომ ყველა ნივთი სახლში იყო დატოვებული. ვკითხეთ, როდის აპირებდნენ წაღებას, მათ კი გვიპასუხეს, რომ ამ ყველაფრის გადაყრა შეგვეძლო. კედლებზე უამრავი ფოტო ეკიდა, მაგრამ არც ეს ფოტოები არ სჭირდებოდა არავის. ადრე ხომ სურათებს კედლებზე კიდებდნენ.

მახსოვს, ბებიასთან რომ ჩავდიოდი, მის კედლებზე ყველა მისი საყვარელი ადამიანის სურათი ეყიდა. ის ყვებოდა, რომ დილით დგებოდა, ბაბუას ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, მშობლებს თავს უხრიდა, შვილებს გაუღიმებდა და შვილიშვილებისთვის კი თვალის ჩაკვრა არ ავიწყდებოდა. თითქოს ყველა ერთად იყვნენ.

ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისი ფოტო ბაბუას ფოტოს გვერდით დავკიდეთ. ბაბუა ცოცხალი არასდროს გვინახავს, ის ფრონტზე გარდაიცვალა. ბებიაჩემი ბევრს გვიყვებოდა მის შესახებ და ჩვენ, მის სურათს რომ ვუყურებდით, წარმოვიდგენდით, რომ ის ახლა აქ იყო, ჩვენს გვერდით. საინტერესო მხოლოდ ის იყო, თუ რატომ იყო ბაბუა ახალგაზრდა, ბებია კი მოხუცი. ახლა, დილით რომ ვიღვიძებ, ბებოს ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და წარმოვიდგენ, რომ ტყეში სოკოს მოსაკრეფად არის წასული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე გაცვეთილი შავ-თეთრი ფოტოებია, ისინი ჩემი ისტორიაა. ამ სურათებს არსად დავტოვებდი, თან წავიღებდი. ამ მშვენიერ სახლში კი, მათ მთელი ოჯახის არქივი დატოვეს და გვითხრეს, რომ გადაგვეყარა.

სახლი ვიყიდეთ, გადმოვიფორმეთ და დასალაგებლად ჩავედით. მათი ნივთები შევაგროვეთ, მაგრამ გადაყრა ვერ შევძელით. ქალი, რომელიც აქ ცხოვრობდა, ყველაფერს აკეთებდა თავისი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი. უჯრებში წერილები ვიპოვე, რომლებსაც ის თავის შვილებს წერდა. თავიდან ის წერილებს ფოსტით აგზავნიდა, მაგრამ პასუხს არ ღებულობდა და ამიტომ ამის შემდეგ უბრალოდ წერდა და კარადაში აწყობდა. ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ შვილები წაიკითხავენ. დიახ, სხვის წერილების კითხვა არ შეიძლება, მაგრამ მე თავი ვერ შევიკავე და წავიკითხე. ამ წერილებში მთელი ისტორიაა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი ომის დროს, ვინ იყვნენ მათი მშობლები და ბებია-ბაბუები. ის ამ ყველაფერს იმიტომ ყვებოდა, რომ ბავშვებს ხსომებოდათ თავიანთი ოჯახი, საიდანაც გამოვიდნენ. რა ტრადიციები იყო მათ ოჯახში, ვინ სად იყო დაკრძალული.

ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ რადან ეს წერილები შვილიშვილებს არ სჭირდებოდათ, მისი შვილებისთვის წაეღო, რადგან გადაყრა არ შეიძლებოდა. ჩემს ქმარს ეჭვი ეპარებოდა, რომ ისინი ვინმეს სჭირდებოდა. ვფიქრობდი, რომ ისინი უკვე ასაკოვნები იყვნენ და იქნებ გახარებოდათ. შვილიშვილებისაგან ამ ქალის შვილის ტელეფონის ნომერი გავიგე და მას დავურეკე. ახალგაზრდა ქალმა მიპასუხა. წერილებზე და ფოტოებზე ვუამბე, მან კი მითხრა, რომ ეს ყველაფერი ნაგავია და გადასაყრელია. თქვა, რომ დედამისი სოფელში მარტო იყო, მოწყენილი იყო და ამიტომ თავს როგორც შეეძლო, ისე ირთობდა.

ჩემმა ქმარმა, რომელიც ყოველთვის ძლიან მშვიდი ადამიანია და რომლის მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთულია, თქვა რომ ეს ქალი აქ რომ ყოფილიყო, დაახრჩობდა.

ჩემს ქმარს შევთავაზე, რომ ამ წერილების მიხედვით მოთხრობები დაეწერა. ჩემი ქმარი მწერალია. მან მითხრა, რომ ახლა ის დაწერს, შედეგ კი მას უფლებებისთვის სასამართლოში უჩივლებენ. ამით ხომ კარგი ფულის გამომუშავება შეიძლება.

ჩემი მეუღლე, ყოველი შემთხვევისთვის, მის ნათესავებთან წავიდა და ყველაფერი კანონის მიხედვით გააფორმა. ამის შემდეგ კი წერა დაიწყო.

სარდაფში ჩავედი. ეს არის ბოსტნეულის, მწნილის და მურაბების შესანახი საწყობი, რომელიც პირდაპირ სახლის ქვეშ მდებარეობს. დავინახე ქილების თანაბარი რიგები, რაც იმას მოწმობდა, რომ ყველაფერი სიყვარულით იყო გაკეთებული. ქილებზე კი ქაღალდები იყო მიწებებული, დატანილი წარწერებით: „სოკო საყვარელი შვილიშვილისთვის“, „სოკო სალომესთვის“, „კიტრი გიორგისთვის“ და ა.შ.

ქალს ანა ერქვა, მას 6 შვილი ჰყავდა. მისი ყველა შვილი დედის სიკვდილამდე გარდაიცვალა, მხოლოდ ერთი ქალიშვილი დარჩა, რომელიც მოწიფულ ასაკში გააჩინა.

ის აქ ცხოვრობდა, ტყეში დადიოდა, სოკოს კრეფდა, ბოსტანში კიტრი მოჰყავდა და ამწნილებდა. ქილებზე ბოლო თარიღები შარშანდელი იყო. როდესაც გარდაიცვალა, 93 წლის იყო. ის თავის შვილებსა და შვილიშვილებს სულ ელოდა. თავისი ასაკის მიუხედავად ცდილობდა, რომ მათთვის რაიმე გაეკეთებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს