ვისაც მომსახურების სფეროში უმუშავია, იცის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ზოგი ძალიან თავაზიანია, ზოგი კი შეიძლება უხეშიც იყოს. მაღაზიაში ერთმა მყიდველმა შეიძლება მცირე ხარვეზები ვერ შეამჩნიოს, მეორემ კი ისიც კი შეამჩნიოს, რაც სინამდვილეში არ არის.
მომხმარებელთან დაკავშირებული უამრავი ისტორია არსებობს.
ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა. მითხრა, რომ მათ კომპანიას ახალი უცხოელი მომხმარებელი გამოუჩნდა, მაგრამ საჭიროა ხელშეკრულების ინგლისურ ენაზე შედგენა და მასთან ყველა დანართის და სხვა დოკუმენტების მიმაგრება. მას სურდა, რომ ამის გაკეთება ჩემთვის ეთხოვა. მე მას ვუთხარი, რომ თუ მთელ ჩემს სამუშაოს მივატოვებდი, მაშინ ოთხ საათში ყველაფერს გავაკეთებდი. სისწრაფის გამო, ფასი 400 ლარი იქნებოდა. რაზეც მეგობარმა მიპასუხა, რომ 4 საათი ძალიან ბევრია და 400 ლარი ძალიან ძვირია. მან შემომთავაზა, რომ ეს ყველაფერი 2 საათში და 200 ლარად გამეკეთებინა. ჩვენი გარიგება არ შედგა. სამაგიეროდ ახლა ვიცი, რა უნდა ვთქვა, როდესაც საქმის აღება არ მინდა.
მე ჟურნალისტი ვარ და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ერთ-ერთ ჟურნალში მიმიწვიეს. დავთანხმდი, მაგრამ მუშაობის დაწყებამდე ხელშეკრულების გაფორმება შევთავაზე, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს ჟურნალი ასე არ მუშაობს.
სამსახური მოვეწყე, უფროსი აფიშის გაკეთებას ითხოვს, ვეკითხები რა სტილში უნდა შესრულდეს ნამუშევარი, რაზეც ყოველთვის ერთი პასუხი მესმის: “ჯერ გააკეთე და მერე ვნახოთ!”.
სარეკლამო განყოფილებაში ვმუშაობ და ჩვენთან კონსულტაცია უფასოა. ერთმა მომხმარებელმა დარეკა და ძალიან დიდხანს მეკითხებოდა, რას და როგორ ვაკეთებთ. რომელ ქაღალდს ვიყენებთ, რა პროგრამას ვიყენებთ და კიდევ უამრავი რამ მკითხა. ერთი კვირა გავიდა და ის კი ისევ რეკავდა და კითხვებს სვამდა. საბოლოოდ, მომხმარებელმა უარი თქვა ჩვენს მომსახურებაზე. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ინტერნეტში ამ კონკრეტული მომხმარებლის რეკლამა ვნახე, ოღონდ ჩვენი ნამუშევრების მიხედვით გაკეთებული.
ვმუშაობ ქოლ ცენტრში – ზარებს ვპასუხობ, ვთავაზობ და ვყიდი საქონელს. ერთხელ ერთმა მამაკაცმა დარეკა, ნიკად გაგვეცნო და ახალი მტვერსასრუტებით დაინტერესდა. მეტი მოხერხებულობისთვის მე მას ინფორმაცია ფოსტით გადავუგზავნე. ამის შემდეგ მეილზე მისგან შეტყობინებები მომდიოდა, პირადი ხასიათის კითხვებით. ბოლოს კი სოციალურ ქსელში ერთმა გოგონამ მომწერა, შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რომ მისი ქმრისთვის თავი დამენებებინა. აღმოჩნდა, რომ ნიკამ ქოლ ცენტრში გოგოს გასაცნობად დარეკა.
ჩვენს კომპანიას საჩუქრების გასაყიდი საიტის გაკეთება დაევალა. საიტი გაკეთდა, კომპანიამ ფული მიიღო. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მომხმარებელმა დარეკა და გადახდილი თანხის 100%-ის დაბრუნება გვთხოვა. ეს იმით დაასაბუთა, რომ მან საჩუქრების გაყიდვა გადაიფიქრა. საიტი გაკეთებულია, სხვა დანარჩენი ჩვენი პრობლემა არ არის.
დილით სამსახურში მივედი, ტელეფონმა დარეკა, გოგონა იყო. მომესალმა და მითხრა, რომ შარშან ერთ-ერთი მომხმარებლისთვის გარკვეული პროექტი გავაკეთე. ვუპასუხე, რომ ეს პროექტი მახსოვს, მაგრამ ეს საქმე უკვე დასრულებულია. რაზედაც მან მიპასუხა, რომ მაღაზიის გახსნას მისი საქმრო აპირებდა და ეს პროექტი მისთვის გაკეთდა. ახლა კი ისინი დაშორდნენ და მაღაზია დიდი ხანია არ მუშაობს. მე კი მას იმ პროექტის გაკეთებაში აღებული ფული უნდა დავუბრუნო. რა თქმა უნდა, გაოგნებული ვიყავი, მაგრამ ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო. ის რაღაცას გაურკვევლად ამბობდა, მივხვდი, რომ საუბარი დიდხანს გაგრძელდებოდა და ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი ფულის დაბრუნებაზე, მაგრამ ამისთვის გარკვეული საბუთების წარდგენა იყო საჭირო. ყოფილი მეგობრის თანხმობა თანხის დაბრუნებაზე და ცნობა საგადასახადოდან და მესაკუთრისგან. რაზეც მან უხეშად მიპასუხა და გამითიშა.
ჩვენს სამკერვალო ატელიეში ძალიან ბევრი რამ მოაქვთ შესაკეთებლად. ხან ჩანთით მოაქვთ, ხან კი ნაგვის ტომრით. გუშინ ერთმა ქალმა ბავშვის ტანსაცმელი გაყინული ქათმის პარკით მოგვიტანა. მისი გარეცხვა არ დაეზარა.
ტელეფონი რეკავს, ვპასუხობ:
-ეკატერინე, გამარჯობა! მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა მსურს.
-გამარჯობა! რამე პრობლემაა?
-არა, ყველაფერი რიგზეა…
-დროში ვერ ვეტევი?
-არა, ყველაფერი კარგადაა, ვასწრებთ.
-მაშ რატომ?
-უბრალოდ, როგორც პიროვნება მაღიზიანებთ და თქვენთან ურთიერთობა აღარ შემიძლია…
ხელშეკრულება გაუქმდა.
ქალაქის კაფეს უფროსმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ მას ჩვენი კომპანია ურჩიეს. გვითხრა, რომ მენიუს შემუშავება და ფლაერების დაბეჭდვა სჭირდებოდა, მაგრამ მან ყველაფერი თავად უნდა ნახოს და თავად გვაჩვენოს. ვუთხარი, რომ მეორე დღეს 11 საათისთვის მივიდოდი, რაზეც მიპასუხა, რომ კაფე დილის 8 საათიდან მუშაობს და თანამშრომლები ნახევარი საათით ადრე უნდა მოვიდნენ. ვუპასუხე, რომ ძალიან მოხარული ვიყავი მისი თანამშრომლების გამო, მაგრამ მე მხოლოდ 11 საათის შემდეგ შევძლებდი მისვლას. მისმა პასუხმა მომკლა. მან მითხრა, რომ მე რაღაც კარგად ვერ გავიგე, მითხრა, რომ ხვალიდან უკვე მისი ქვეშევრდომი ვარ და რვის ნახევარზე სამსახურში უნდა ვიყო. მე კი ვუპასუხე, რომ უკვე დასაქმებული ვიყავი და დილით ჩემს სამსახურში უნდა გამოვცხადებულიყავი. ქალმა ტელეფონი გათიშა.
ვიზაჟისტად ვმუშაობ, ერთხელ ბებიებისთვის მსუბუქი მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა. მათთან მუშაობა რომ დავიწყე, პრეტენზიები გამოთქვეს, ამბობდნენ, რომ მეძავებს ვამსგავსებდი. მაკიაჟი გავუკეთე, მათ კი მოიშორეს. გარეთ გავედი ჰაერზე, დავბრუნდი და შემეშინდა. ჩემი კოსმეტიკა აეღოთ და მაკიაჟი თავად გაეკეთებინათ. ცისფერი ქუთუთოები, წითელი ტუჩები, წითური წარბები. ჰო…
ტაქსის მძღოლად ვმუშაობ. ერთხელ მანქანაში დედა და ბავშვი ჩასხდნენ, რომელსაც ხელში ორი ყუთი პიცა ეჭირა. დედა გამუდმებით აფრთხილებდა ბიჭს, რომ ყუთი მუხლებზე არ დაედო, რათა პიცის ცხიმით არ დასვრილიყო. მას ყუთების პარკებზე დადება უნდოდა, მაგრამ დედამ ამის საშუალებაც არ მისცა. მან ეს ყუთები ხელიდან გამოსტაცა და შეეცადა, რომ წინა სავარძელზე დაედო. მე ხელი შევუშალე, ვუთხარი, რომ სავარძელიც დაისვრებოდა. ამის შემდეგ ბავშვის დედამ მითხრა, რომ სანამ ვმგზავრობდით ყუთები მე უნდა დამეჭირა. ისინი მანქანიდან ჩამოვსვი, ქალი კი მიყვიროდა, რომ სადაც საჭირო იყო იქ მიჩივლებდა.
ფოტოგრაფი ვარ. ერთხელ ერთმა ქალმა დამირეკა და მკითხა, სად ვიღებ ფოტოებს, რამდენად და ასე შემდეგ. ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ მან პასუხი არ გამცა. მეორე დღეს მან დამირეკა და საყვედური მითხრა: დაიგვიანეთ, უკვე ერთი საათია გელოდებითო. ვინ მელოდება, სად მელოდება, დღეს სხვაგან მაქვს გადაღება. შედეგად, გავარკვიე, რომ იმ ქალს, ვინც მომწერა, ეგონა, რომ რადგან გადაღებების დრო და ადგილი გაიგო, დროზე მოლაპარაკება საჭირო აღარ იყო.