მოგწონთ ბაზრობაზე სიარული? თუ დიდად არა, შეგიძლიათ მოძებნოთ ის, რაც იქ ნამდვილად გიზიდავთ. ხილის ფერები და არომატი, ბოსტნეულის რიგები, კარგი ყავის და ჩაის სუნი, ფასის დაკლების შესაძლებლობა. ლამაზ, თუმც შემთხვევით ნაცნობებთან კომუნიკაცია ძალიან მსიამოვნებს. ახლახანს ქალმა, ვისთანაც ბოსტნეულს ხშირად ვყიდულობ, გამიზიარა საიდუმლო: ხახვის დარგვის მეთოდზეა დამოკიდებულია, ისრები გაჩნდება თუ არა.
ვრგავთ ხახვს ღია გრუნტში – არსებობს მოსაზრება, რომ 3 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის მქონე სათესლე ხახვი ნებისმიერ შემთხვევაში იწვერება. რა თქმა უნდა, ღია გრუნტში დარგვის დრო ჯერ არაა. ღამით ყინვები აღარ უნდა იყოს და მიწა 20 გრადუსამდე გათბეს. თუმცა სჯობს წინასწარ მოემზადოთ. მარი, გამყიდველი, მარწმუნებს, რომ მისი რჩევების გათვალისწინებით ხახვის ლამაზ მოსავალს აუცილებლად მივიღებთ.
მეტყევეს მეუღლის რჩევებით ხახვს გრუნტში ვრგავთ:
- სათესლე ხახვი გადაარჩიეთ. უსარგებლო გადაყარეთ. დანარჩენი ხის ან მუყაოს ყუთში ჩააწყვეთ და 1 კვირა სითბოში (+25 ° C) გამოაშრეთ.
- 1 ს/კ მარილი 1 ლ წყალში გახსენით. ამ ხსნარში ხახვი 3 საათი გააჩერეთ. მარილი ლპობისგან დაგიცავთ, ფესვების განვითარებას სტიმულირებს.
- შემდეგ ხახვი გარეცხეთ და 2 საათით კალიუმის პერმანგანატის ვარდისფერ ხსნარში მოათავსეთ. ასე სათესლე მასალას მავნე ბაქტერიებს სრულად მოაშორებთ.
- ისევ გამდინარე წყალში გარეცხეთ და წყალს დაწურვა აცადეთ.
- კვლები მორწყეთ. ხახვი თბილ მიწაში (20 ° C) დარგეთ და მიწა მოაყარეთ. ეს ყველაფერია, რაც სათესლე ხახვის დარგვას ეხება.
ხახვი ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს. ხახვს ტენიანობა უყვარს. წყლის დეფიციტის დროს შიშობს, რომ ფორმირებისთვის საკმარისი ძალა არ ექნება და ისრებს ისვრის. სანამ მწვანე მასა იზრდება, ხახვი უნდა მორწყათ. მორწყვის შემდეგ მიწა აუცილებლად გააფხვიერეთ, რომ მიწის გოროხი არ შეიქმნას. ჟანგბადის დეფიციტი ამოწვერვას გამოიწვევს. მსუბუქ, ფხვიერ მიწაში უკეთ იზრდება. წესები მარტივია, ხახვი შრომად ღირს.
ხახვის სარგებელი – სასარგებლო ბოსტნეულია. დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ფიტონციდებს შეიცავს, რომელიც სურდოს, ანგინის და გრიპის პრევენციისთვის შეუცვლელს ხდის. კვერციტის და ფლავონოიდის შემცველობა ხახვს უკურნებელი დაავადებების ერთ–ერთ საპროფილაქტიკო საშუალებად აქცევს. ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს და ცუდი ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს, თრომბოზს ხელს უშლის. თუ დიდებული, სქელი, დამჯერი თმის ქონა გსურთ, ხახვის წვენი სკალპში შეიზილეთ. ასეთი ნიღბის შემდეგ არომატული შამპუნით დაიბანეთ. იცით, რატომ ეკრძალებოდათ შუა საუკუნეების მონასტრებში ბერებს ხახვის ჭამა? ის ხორციელი სიამოვნებისკენ ლტოლვას აძლიერებს.
ხახვის კოცნა – როგორ შეიძლება კოცნა ხახვის ჭამის შემდეგ? ოხრახუშის, ქინძის და პიტნის მწვანილი დაგეხმარებათ. ოხრახუშის ფესვი, ლიმონის ქერქი, რამდენიმე ყავის მარცვალი ან აქტივირებული ნახშირის აბი რამდენიმე წუთით დაღეჭეთ. გადმოაფურთხეთ და პირში წყალი გამოივლეთ. საღეჭი რეზინიც ხახვის მძაფრ, უსიამოვნო სუნს აქრობს. ასე რომ თამამად. კარგ მოსავალს და ჯანმრთელობას გისურვებთ.