გასტრიტს, წყლულს, ხველას, სიმსუქნეს და ბევრ სხვა დაავადებას გემრიელი კიტრი განკურნავს

684

კიტრი ადამიანის მიერ გაშენებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურული ბოსტნეულია, რომლის შესახებ მონაცემები, როგორც ძალიან პოპულარული საკვები პროდუქტი ჩვ.წ.აღ-მდე V-IV საუკუნეებით თარიღდება.

კიტრის თესლი ეგვიპტის პირამიდებში გათხრების დროს აღმოაჩინეს.

ამ მცენარის ნაყოფს დიდად რომ აფასებდნენ ერთი ძველი ლეგენდაც მოწმობს. თურქეთის სულთანმა თავისი ქვეშევრდომების მუცლების გაფატვრა ბრძანა, რომ გაეგო მისთვის საჩუქრად მორთმეული კიტრი ვინ შეჭამა.

ახლა კიტრი ყველასთვის ხელმისაწვდომია და დღეს უფრო მეტი სახეობა არსებობს, ვიდრე ჩვენი წინაპრების დროს.

მათი გემო გაუმჯობესდა, ხოლო ზომა შემცირდა, რადგან გიგანტური კიტრი უფრო ეგზოტიკურია, ვიდრე ნამდვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება. სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით კიტრი უფრო ფასეულია, რაც უფრო მცირეა.

მიუხედავად იმისა, რომ კიტრი საკვებ მცენარედ ითვლება, მას ბევრი სამკურნალო თვისებაც გააჩნია, რომლის გამოც ჩვენი წინაპრები დიდად აფასებდნენ.

ვისთვის არის აუცილებელი კიტრი

  • კიტრის ჭარბი მოხმარების მთავარ მაჩვენებელს ბევრი ქრონიკული დაავადება წარმოადგენს:
  • ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • ყაბზობა
  • ჰეპატიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება
  • თირკმლის დაავადება, თირეოტოქსიკოზი, ანემია, გასუქება, ნერვული აშლილობა
  • ათეროსკლეროზი, აციდოზი (ორგანიზმის შიდა გარემოს დამჟავება)
  • ზედა სასუნთქი გზების კატარი ძლიერი ხველით
  • შარდკენჭოვანი დაავადება შარდის მაღალი მჟავიანობით (ურატურია)

კიტრით მკურნალობა

ახალ კიტრს მკაფიოდ გამოხატული შარდმდენი, სიცხის დამწევი და ნაღვლმდენი ეფექტი გააჩნია. მას ანთების საწინააღმდეგო, მსუბუქი საფაღარათო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს.

დაბალი კალორიულობის წყალობით (100 გრ კიტრი მხოლოდ 10-15 კალორიას შეიცავს) განმტვირთველი დიეტის დროს იყენებენ.

ჰიპერტონული დაავადების და შარდმჟავის დიათეზის დროს გასუქების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით განმტვირთელ კიტრის დღეს ნიშნავენ, რომლის დროსაც დღეში 2 კგ კიტრი მცირე რაოდენობით მარილთან ერთად 5 მიღებით უნდა მიიღოთ.

განმტვირთველ დღეს კვირაში ერთხელ (უმჯობესია შაბათს ან კვირას) აკეთებენ. ამ დროს ფიზიკური დატვირთვა შეზღუდეთ. განტვირთვა ნივთიერებათა ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს, ორგანიზმიდან წიდების, წყლის და საკვები მარილის გამოდევნას ხელს უწყობს.

კუჭის და ნაწლავების ანთებითი დაავადების დროს კიტრი რაციონში ჩართეთ, მაგრამ არა გამწვავების პერიოდში. ამასთან ახალგაზრდა, გასუფთავებული კიტრი მიირთვით: ისინი უფრო ნაკლებ უჯრედისს შეიცავენ.

გასტრიტის და წყლულოვანი დაავადების მწვავე სტადიაში, ასევე რემისიის პერიოდში (გაზრდილი მჟავიანობა) ½ ჭიქა ახალი კიტრის წვენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე დალიეთ, ან ახალი კიტრი თაფლთან ერთად მიირთვით.

საპირისპირო ეფექტი, ანუ კუჭის სეკრეტორული მოქმედების გასაძლიერებლად კიტრის მარილწყალი დალიეთ. მისი მიღება კუჭის დაბალი მჟავიანობის დაავადების დროსაც შეგიძლიათ. ამისთვის 1/3-1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

0,5 ჭიქა ახალი კიტრის წვენი დღეში 1-2-ჯერ უზმოზე დალიეთ ღვიძლის დაავადების, მათ შორის სიყვითლის დროს.

კიტრის წვენი ქრონიკული დაღლილობის, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად სასარგებლოა.

ზედა სასუნთქი გზების კატარის და ხველის დროს რეკომენდებულია 2 ს/კ კიტრის წვენი თაფლში გარეული (3 ჩ/კ თაფლი ჭიქა წვენში) დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიოთ.

კიტრის და სალათის წვენების ნარევი განსაკუთრებული სასმელია, რომელიც გულის დაავადების დროს სასარგებლოა. მას შემდეგნაირად ამზადებენ: კიტრი გარეცხეთ, გახეხეთ და მარლით გაწურეთ. სალათის ფურცლები დაჭერით და ასევე გაწურეთ. ორივე წვენი აურიეთ და 1 ჭიქა ნარევი დილით, უზმოზე დალიეთ.

ხალხურ მედიცინაში დაქუცმაცებული ნაყოფის მასა ფაფის სახით ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალების სახით დერმატიტის და სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. კიტრის ფაფა კანის ანთებით ნაწილზე დაიდეთ.

კიტრის წვენი ან კიტრის მწვანე კანის წყლიანი ნაყენი აკნეს, ჭორფლის და ლაქების გასაღიავებლად ლოსიონების და გამწმენდების სახით ფართოდ გამოიყენება.

კიტრის წვენის ან ფაფის ზემოქმედებით სახის კანი თეთრი, ნაზი, ელასტიკური ხდება, ფორები ვიწროვდება და ნაოჭები ნაკლებად გამოიყოფა.

ეს თვისება კოსმეტიკაში გამოიყენება (კიტრის ლოსიონი, კრემი, გახეხილი კიტრის ნიღაბი და ა.შ.).

ცხიმიანი კანისთვის გახეხილი კიტრის და ვაშლის ნარევის ნიღაბს იყენებენ.

კიტრის წყლის მოსამზადებლად 4 ს/კ დაქუცმაცებული ახალი კიტრი (კანიანად) 0,5 ლ მდუღარე წყალს დაუმატეთ და 4-6 საათით დააყენე. შემდეგ გადაწურეთ და დასაბანად და გასაწმენდად გამოიყენეთ.

უკუჩვენება

ახალი კიტრის მიღება უნდა შეზღუდოთ (ან რაციონიდან საერთოდ ამოიღოთ) კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს, მწვავე გასტრიტის ნებისმიერი ეტიოლოგიის დროს (კუჭის წვენის ნორმალური, გაზრდილი და შემცირებული სეკრეცია), მწვავე ენტერიტის, ენტეროკოლიტის და კოლიტის, თირკმელკენჭოვანი დაავადების და პიელოცისტიტის დროს.

მარილიანი და დამწნილებული კიტრი უკუჩვენებულია მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.

დაკონსერვებული კიტრის მოხმარება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადების დროს უნდა შეზღუდოთ. უკუჩვენებულია მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს