რძლის თვალებში წამიერი დაბნეულობა შევნიშნე, მაგრამ ერთად მომზადებაზე დავითანხმე

0
384

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა დედამთილს რძალთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და პირიქით. ოჯახური ურთიერთობების ბანალური ნორმები ყოველგვარი სისულელის გამო შეიძლება დაირღვეს. სინამდვილეში, სიტუაციის გამოსწორება მარტივად შეიძლება. მთავარია, სურვილი. კაცისთვის, როგორც არ უნდა უყვარდეს მეორე ნახევარი, საყვარელი დედისთვის გულში ადგილი მაინც გამოინახება. სწორედ ამიტომ, ურთიერთობის დალაგებას გირჩევთ ან უთანხმოების თავიდან აცილებას. Paparazzi გიამბობთ, შეძლო თუ არა ნარგიზიმ ამის გაკეთება.

ნარგიზი ცხვირზე ჩამოსრიალებული სათვალით სახლში უხალისოდ ბოლთას სცემდა. საათი საღამოს ექვსს აჩვენებდა, მაგრამ ქალს მხოლოდ დივანზე დაწოლა, ტელევიზორის ჩართვა და ჩაძინება სურდა. ახლახანს შვილის სახლიდან დაბრუნდა. მხოლოდ რძალი დახვდა. მომღიმარმა რძალმა ნოყიერად სადილობა შესთავაზა. მხოლოდ წვნიანი, გამომცხვარი კარტოფილი და ჩაი. შვილი სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა, ამიტომ რძალთან დალაპარაკება მოახერხა. საუბრისას გაიგო, რომ რძალს ყველა კერძი თავად არ გაუკეთებია. წვნიანი ნახევრად მზა პროდუქტებიდან, კარტოფილი შეკვეთილი. ჩაი ხომ თავად მოადუღა! ასეთი მიდგომა არ მოეწონა. ის ხომ ქმარ–შვილს ამას უმზადებს. რატომ? სახლში ზის. უჭირს კერძების მომზადება? ასე ხომ უფრო გემრიელი და სასარგებლო გამოვა. საერთოდ, ქალმა ოჯახის წევრებს რაღაც გემრიელი, სულით მომზადებული უნდა დაახვედროს.

მეორე დღეს ისევ შვილთან სტუმრობა გადაწყვიტა. ამჯერად ადრე მივიდა. დილით ბაზარში გაიარა და ყველა საჭირო პროდუქტი შეიძინა. შეუპოვარი დედამთილი უკვე რძალთან მიიჩქაროდა. ჩაის დალევის შემდეგ რძალს ღვეზელების დაცხობა, სალათის, კარტოფილის პიურეს და კატლეტის მომზადება შესთავაზა. რძლის თვალებში წამიერი დაბნეულობა შენიშნა, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას არ შეჯახებია. რამდენიმე საათი სამზარეულოში საუბარსა და მზადებაში გაატარეს. რძალი ცდილობდა, მაგრამ ზოგიერთი რამ კარგად არ გამოუვიდა. „არაფერია, მთავარია, ცდილობს“ – გაიფიქრა დედამთილმა.  საღამოს შვილთან და შვილიშვილთან ერთად იქეიფეს. სუფრაზე დასხდნენ, ისაუბრეს და ერთად სადმე წასვლაზე შეთანხმდნენ. საქმე კარგად წავიდა. ამჯერად, ნარგიზი სახლში ტაქსით და კარგი განწყობით წავიდა.

დილით თავის მოწესრიგებისას ქალი ფიქრობდა. იქნებ გუშინ რაღაც ზედმეტი გააკეთა და სინამდვილეში რძალს მისი ნახვა არ სურდა? იქნებ, სხვა გეგმა ჰქონდა და დედამთილთან ერთად სამზარეულოში ტრიალი მის გეგმაში არ შედიოდა? გამოდის, რომ შვილთან უკმაყოფილება გამოხატა და ახლა უფრო მეტად დაშორდება. შვილიშვილიც ბებიასთან სტუმრობას შეწყვეტს. რა საჭირო იყო კულინარიული გაკვეთილის მოწყობა? სხვის მონასტერში საკუთარი წესებით არ მიდიან! ასე რაღაც დრო გავიდა. საოჯახო რუტინამ ნეგატიური ფიქრების ნაწილი გააქრო, მაგრამ დარდი დარჩა. რას იზამ, ცხოვრება ასეთია, ყველას ვერ ასიამოვნებ. საღამოს ტელეფონმა დარეკა. შვილი ურეკავდა. ნარგიზს გული ცუდს უგრძნობდა, უკვე ბრალდების მოსასმენად ემზადებოდა.

– დედა, გამარჯობა. მადლობა, რომ გუშინ გვესტუმრე. იცი, მე და მარის უკვე პრობლემები გვქონდა. მომზადება საერთოდ არ იცის. ან როგორ ისწავლის, თუ თითის გაჭრის ან ქურასთან დაწვის ეშინია? – უთხრა ვაჟმა. – საღამოს შენი მასტერკლასის შემდეგ სულ სხვა ადამიანად იქცა. ინტერნეტში ათასობით რეცეპტი მოძებნა. ახლა ამბობს, რომ ბევრ რამეს მოამზადებს. არადა შინ გაკეთებული როგორ მიყვარს. მადლობა, დედა. ის ხომ ძალიან კარგია, უბრალოდ ყველაფერი ახალი აშინებს. ბოლოს შვილმა დაამატა: ძალაშია ჩვენი შეთანხმება? ამ დღეებში თეატრში წავიდეთ. პატარაც წავიყვანოთ, კულტურას ეზიაროს. კარგი, ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე!

გაღიმებულმა ქალმა ტელეფონი გათიშა. თვალებში სიხარულის ცრემლი უკიაფებდა. როგორი განწყობის ცვლილებაა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ის არაა მშიშარა. რაღაც ახლის გამოცდის არ უნდა შეგეშინდეს, იქნება ეს მომზადება თუ ოჯახური ურთიერთობები. გული გაუთბა. ახლა მაღაზიაში უნდა წავიდეს და ახალი ტანსაცმელი იყიდოს.

ნათესავებთან ურთიერთობის დალაგება ნებისმიერ მომენტში შეიძლება. მთავარია, სურვილი გქონდეთ. კარგია, რომ ნარგიზის ინიციატივის აღების არ შეეშინდა. ეს პატივისცემას იმსახურებს. ქალმა რძალს ღირსეული მაგალითი აჩვენა, მანაც დედამთილის რჩევები ოსტატურად გამოიყენა.