სოროებში ბირთვულ ნარევს ვასხამ, რომ თხუნელები მეზობლებისკენ გაიქცეს

264

გაზაფხულო ახლოვდება. ბევრი მებაღე–მებოსტნე ახალი სააგარაკო სეზონისთვის მზადებას იწყებს. დროა მოსავლის და ყვავილების მავნებლებისგან დაცვის მეთოდებზე დაფიქრდეთ. Paparazzi გთავაზობთ ეფექტურ მეთოდებს თხუნელებთან საბრძოლველად.

როგორ მოვიშოროთ თხუნელა – ბოსტანში ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემა მიწისქვეშ თხუნელის არსებობაა. დაუპატიჟებელი სტუმარი ბოსტანში საკუთარ წესებს აყენებს. ამ თემაზე ბევრი რჩევა არსებობს, მაგრამ ყველა ეფექტური არაა. თხუნელა ისეთი საყვარელი ცხოველი არაა, როგორსაც მულტფილმებსა და ზღაპრებში ვხედავთ. მავნებელია, რომელიც კვლებს და მწვანე საფარს საფრთხეს უქმნის. მიწისქვეშ გადახლართული გვირაბების ქსელს ქმნის, სადაც მარტივად გადაადგილდება.

რთული გვირაბები მთავარი პრობლემაა, რომელიც თხუნელის დაჭერაში ხელს გვიშლის. მისი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. თუ სეზონის დაწყებამდე თხუნელის მოშორება გსურთ, მოქმედება უკვე უნდა დაიწყოთ. არსებობს მოსაზრება, რომ თხუნელა, როგორც სხვა მღრღნელი, ზამთარში იძინებს, მაგრამ ასე არაა.ზამთარში მოთენთილი და რულმოდებულია, მაგრამ გვირაბებში გადაადგილებას აგრძელებს. იქ მარაგიც აქვს. დროა ბაღიდან მათ განდევნაზე იზრუნოთ.

რატომ არის თხუნელა მავნებელი? – თხუნელას მოვლილი და უხვად დარგული ბაღები მოსწონს. სველი მიწა ნეშომპალით უყვარს. ადრე დგება, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ საღამოს ბაღი იდეალურ მდგომარეობაში იყო, ხოლო დილით ბორცვებით დაფარული დაგხვდათ. ერთი შეხედვით, მიწისქვეშა გვირაბები დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სანამ თხუნელა გზას იკაფავს, მცენარეების ფესვების სისტემას დიდად აზიანებს, რაც მათთვის დამღუპველია.

ამის მიუხედავად, თხუნელას მხოლოდ ზიანი არ მოაქვს. სასარგებლოც შეიძლება იყოს. მაგალითად, თხუნელა არა მხოლოდ ჭიაყელებით, არამედ მცენარისთვის სახიფათო მწერებით იკვებება. პრობლემა იმაშია, რომ იქ, სადაც ერთი თხუნელა დასახლდა, სხვებიც სახლდებიან. თუ არ გსურთ, რომ თქვენი ბაღი თხუნელების თავშესაფარი გახდეს, მოქმედება დაიწყეთ.

ეფექტური მეთოდები თხუნელების წინააღმდეგ – როგორ მოვიშოროთ? პირველ რიგში, მოთმინება მოიკრიფეთ. თხუნელები მათთან ბრძოლის მეთოდებს სწრაფად ეგუებიან და ხაფანგების გვერდის ავლას სწავლობენ. მათთან საბრძოლველად ვიბრაციები და ხმაური ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ბევრი მებოსტნე მიწაში არჭობს ჯოხებს, რომელზეც ცარიელ თუნუქის ქილებს აბამენ. ის ქარის ძალით მოძრაობს და ხმაურს გამოსცემს. თხუნელას ეს ხმა არ მოსწონს და მიდის. ქილების მოშორება არ იჩქაროთ, რადგან თხუნელები დაბრუნდება.

მეორე მეთოდი  მძაფრი სუნის მცენარეების დარგვაა. თხუნელებს ნივრის, პიტნის, რეჰანის და რძიანას სუნი არ მოსწონს. როგორც კი, მათ არომატს იყნოსავს, ბოსტანს ახლოს არ ეკარება. ყველაზე მეტად რძემჟავა პროდუქტის სუნს ვერ იტანს. როგორც კი, ნაკვეთზე დაუპატიჟებელ სტუმარს დაინახავთ, სალფეთქი აიღეთ და შრატით გაჟღინთეთ. ასეთი სალფეთქები თხუნელების სოროებში ჩადეთ. თხუნელა თქვენს ნაკვეთს დატოვებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს