სანამ მე სამშობიაროში ვიყავი, ჩემი ქმარი ჩემსავე ბინაში მღალატობდა

350

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

როდესაც გავთხოვდი 18 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი კი – 22-ის.

ქორწილიდან ერთი წელის შემდეგ ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. ჩვენ მას ირაკლი დავარქვით. ბინა გარდაცვლილი ბებიისგან მერგო მემკვიდრეობით. ჩემს ქმარს აბსოლუტურად არ აინტერესებდა, როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა მისი შვილი, ის თვლიდა, რომ ბავშვის გაზრდა მხოლოდ ჩემი ვალდებულება იყო. მეორე შვილის გაჩენა მას შემდეგ დავგეგმთ, როდესაც ჩვენი ბიჭი სამი წლის გახდა. ჩემს ქმარს ძალიან უნდოდა, რომ გოგო დაბადებულიყო, რადგან ბიჭი უკვე გვყავდა. მეორე ორსულობა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. ხშირად მემუქრებოდა ნაყოფის დაკარგვის საფრთხე. იმის გამო, რომ ქმარი ჩვენს ბიჭს საკმარის ყურადღებას არ აქცევდა, მომიწია, რომ ის დედაჩემთან დამეტოვებინა, რადგან მე თვითონ ვერ ვუვლიდი. ხშირად მიწევდა საავადმყოფოში დაწოლა.

ექოსკოპიაზე გავარკვიე, რომ გოგო გვეყოლებოდა. ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა მე ვერ ვგრძნობდი, რომ ეს ძლიერი და გულწრფელი სიხარული იყო. მხოლოდ ერთი რამ გაირკვა, რომ მას ნამდვილად არ სურდა კიდევ ერთი შვილის გაჩენა. სამსახურიდან ხშირად მთვრალი ბრუნდებოდა ხოლმე და, ბუნებრივია, არც ბავშვებზე და არც ჩემზე ზრუნვას არ აპირებდა. მშობიარობის დრო დადგა. მშობიარობამ, ორსულობასთან შედარებით მარტივად ჩაიარა. თუმცა ყველაფერი ისე კარგად არ იყო, როგორც მე მეგონა. სამშობიაროში ჩემთან “მნახველი” მოვიდა, რომელმაც თავი ჩემი ქმრის კოლეგად გამაცნო. მან მიამბო, რომ ჩემი ქმარი მის ცოლთან მღალატობდა და თან პირდაპირ ჩვენს სახლში. ნაცვლად იმისა, რომ ორივე ქუჩაში გაეგდო, ეს კაცი ჩემთან რჩევის საკითხავად მოვიდა! გაირკვა ისიც, რომ მისი ცოლი ჩემი ქმრისგან ორსულად იყო. გარდა ამისა, მას სამი შვილი ჰყავდა და ოჯახის დაკარგვა არ უნდოდა. ეს მამაკაცი ხშირად მოგზაურობდა, მივლინებაში იმყოფებოდა და იშვიათად იყო ხოლმე სახლში, რის გამოც დარწმუნებული არ იყო, რომ ისინი ნამდვილად მისი შვილები იყვნენ.

ამ “მნახველის“ წასვლის შემდეგ სიცოცხლის სურვილი დამეკარგა, თითქოს მთელმა სამყარომ ფერები დაკარგა. თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა: როგორ შეეძლო? დავიწყე მოვლენების განვითარების ვარიანტების გადახედვა, სამოქმედო გეგმის მოფიქრება, წარმოდგენა, თუ როგორ იქნებოდა უკეთესი მათი “გამოჭერა”. ვერაფერი მოვიფიქრე და საკუთარი თავის დამშვიდება დავიწყე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევში, შესაძლოა, რძე დამკარგვოდა. ისღა დამრჩენოდა, რომ სამშობიაროდან გაწერას დავლოდებოდი.

სამშობიაროდან ქმარი ძალიან ხალისიანი და გახარებული დამხვდა, სახეზე ყალბი ღიმილით. სახლში დაბრუნებულმა დაუფიქრებლად დავიწყე მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებების ძებნა, რათა სერიოზული საუბარი მქონოდა ქმართან და, რა თქმა უნდა, გამოვრიცხე მისი თავის მართლების შესაძლებლობა. ძიება საკმაოდ სწრაფად და დიდი სირთულის გარეშე წარმატებით დაგვირგვინდა. სახლში ქალის თმის რეზინი და სავარცხელზე მუქი თმები აღმოვაჩინე. ყველაფრის აპოგეად უცხო საღამური იქცა. ყველა საჭირო მტკიცებულების შეგროვების შემდეგ, დასალაპარაკებლად ჩემს ქმართან მივედი. თავიდან ის თავის გამართლებას ცდილობდა, ბოლოს კი მითხრა, რომ ამ ბავშვების გაჩენით ცხოვრება დავუნგრიე, რომ სინამდვილეში სხვა ქალი უყვარს და მისგან შვილს ელოდება.

ის ჩემი სახლიდან იმავე საღამოს გავაძევე. თითქოს ყველაფერი ამით დამთავრდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა. კარებთან გოგონა იდგა. აღმოჩნდა, რომ ორიოდე წლის წინ მას ჩემს ყოფილ ქმართან ურთიერთობა ჰქონდა. მითხრა, რომ სიმსივნე ჰქონდა. ჩემი ყოფილი მეუღლისგან მას ქალიშვილი ჰყავდა და  სასიკვდილო შედეგის შემთხვევაში მას ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა. ქმარმა უარი თქვა მის დახმარებაზე. გოგონას სურდა, რომ ქალიშვილი ჩემთან დაეტოვებინა.

გაოგნებული ვიყავი. ორი შვილის მარტოხელა დედა, ახლა კი ობოლი გოგონა. ამ ყველაფერთან ერთად ვერ მოვახერხე, რომ საწყალი გოგოსთვის “არა“ მეთქვა. ჩვენ ხშირად და რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს. მისი ქალიშვილი ძალიან ჭკვიანი და კარგად აღზრდილი გოგონა იყო.

ის გოგო ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მშობლების გვერდით დავკრძალეთ. გადავწყვიტე, რომ მისი შვილი ჩემთან წამომეყვანა. ცოტა ხანში ჩვენთან ნოტარიუსი მოვიდა. აღმოჩნდა, რომ იმ გოგომ ჩემს სახელზე გააფორმა გოგონას მეურვეობა, საბანკო ანგარიში შთამბეჭდავი თანხით, საკუთარი ბინა და მანქანა. მან ბევრი ფული გადაიხადა, რომ ყველაფერი სწრაფად გაეკეთებინათ. მან მოახერხა, რომ მეურვეობა მის გარდაცვალებამდე გაეფორმებინათ. რაც შეეხება ჩემს ყოფილ ქმარს, მას ერთხელაც არ უკითხავს, ​​როგორ ვარ მე ან მისი შვილები. ყურადღებას არც ჩემი დედამთილი არ გვაქცევდა. ჩემმა ყოფილმა ქმარმა თავისი ახალი ქალიც მიატოვა: მამობის ტესტი ჩაიტარა.

ახლა მარტო ვცხოვრობ სამ შვილთან ერთად, რომლებზეც ამიერიდან მე უნდა ვიზრუნო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს