ცაცხვი თირკმლის და შარდის ბუშტის ანთების საწინააღმდეგოდ, თავის ტკივილის, დამწვრობის, ღვიძლის დაავადების და ნერვული აშლილობის დროს

1880

ცაცხვის ყვავილებისგან დამზადებული სამკურნალო ნახარში და ნაყენი ოფლდენას და დიურეზს ზრდის, კუჭის წვენის გამოყოფას ააქტიურებს, სეკრეციას ზრდის და ნაღვლდენას აუმჯობესებს, ანთების საწინააღმდეგო და ნაზი დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნია.

ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება ციებ-ცხელების და სურდოს დაავადების (გრიპი, ბრონქების კატარი), თირკმლის და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადების და ნერვული აშლილობის დროს.

ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ყვავილები თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, ისტერიის და ეპილეფსიის, ასევე ხველის, კუჭის ტკივილის და ნაწლავების კოლიკის დროს გამოიყენება.

ცაცხვის ყვავილების ადგილობრივი ნაყენი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და სასუნთქი გზების ანთების დროს (სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა, ლარინგიტი) სავლების სახით გამოიყენება, ხოლო დამწვრობის, წყლულების, ჰემოროიდული კვანძების ანთების, სახსრების რევმატოიდული და პოდაგრული ტკივილის დროს სახვევის სახით გამოიყენება.

ნერვოზული დაავადების დროს ცაცხვის ყვავილების აბაზანას იღებენ.

ცაცხვის ყვავილები ოფლმდენი ჩაის და ყელის სავლების ჩაის შემადგენლობაში შედის. ასევე ცაცხვის ყვავილები კუჭის, ღვიძლის, ნაწლავების, თირკმლის და შარდის ბუშტის, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების დაავადებების სამკურნალო ნარევების შემადგენლობაში შედის.

დანაყული ცაცხვის კვირტებს დამწვრობაზე, ჰემოროიდულ კვანძებსა და აბსცესებზე იდებენ. მასტიტის და პოდაგრას დროს კომპრესის სახით გამოიყენება.

ცაცხვის ნაყოფი საჭმელად ვარგისია, მას კაკლის გემო აქვს. ცაცხვის კვირტებისა და ახალგაზრდა ფოთლებისგან საგაზაფხულო ვიტამინებით მდიდარ სალათს ამზადებენ.

სამკურნალო რეცეპტები

  • შიდა გამოყენებისთვის – 1-2 ჭიქა ცაცხვის ყვავილების ნაყენი (10 გრ ან 3 ს/კ ნედლი 200 მლ მდუღარე წყალზე) დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
  • კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის დროს ცაცხვის ყვავილები, სელის თესლი, ძირტკბილას და კოთხუჯის ფესვები, პიტნის და დიდი კამას ფოთლები თანაბარი პროპორციით აიღეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დღეში 2-3 ჭიქა ნაყენი ჭამამდე მიიღეთ.
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს 40 გრ ცაცხვის ყვავილები, 20 გრ დიდი კამას ნაყოფი და 20 გრ გვირილას ყვავილები აურიეთ. 2 ჩ/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დღეში 1-3 ჭიქა დალიეთ.
  • თირკმლის და შარდსასქესო გზების ანთებითი დაავადების დროს ცაცხვის ყვავილები, გვირილას და შავი ანწლის ყვავილები, კრაზანას ბალახი და მაყვლის ფოთლები თანაბარი პროპორციით აიღეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებული გადაწურეთ და ღამით 2 ჭიქა ნაყენი დალიეთ.
  • სალათი: ცაცხვის გასუფთავებული კვირტები და ახალგაზრდა ფოთლები ცივ წყალში გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, მზა მოხარშული კვერცხი, ნაღები, ძმარი და მდოგვის სოუსი დაუმატეთ, მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა დაუმატეთ. 500 გრ კვირტებსა და ფოთლებზე 2 კვერცხი, 1 ჭიქა ნაღები, 1 ს/კ მდოგვი, ძმარი და მარილი დაგჭირდებათ.

სავლები, სახვევი, შიგნით შესასხურებელი

  • ცაცხვის ყვავილების ნაყენი (20 გრ ნედლზე 200 მლ მდუღარე წყალი) პირის ღრუს და ყელის სავლებლად, ასევე ცხიმიანი კანის გასაწმენდად გამოიყენეთ.
  • 40 გრ ცაცხვის ყვავილები და 60 გრ გვირილას ყვავილები აურიეთ. 4 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ქალის სასქესო ორგანოების დაავადების დროს შესასხურებლად დილა-საღამოს გამოიყენეთ.
  • ცაცხვის ყვავილების ნახარში (100 გრ ნედლი 2 ლ მდუღარე წყალში 5 წუთით ადუღეთ) სახსრების დაავადების და შეციების დროს სამკურნალო აბაზანის მისაღებად გამოიყენეთ.

უკუჩვენება

თუ ცაცხვის ყვავილების ჩაის რეგულარულად დალევთ, მხედველობა მნიშვნელოვნად დაგიქვეითდებათ. საქმე არა მხოლოდ ყოველდღიურად, არამედ ხშირად და ხანგრძლივად მიღებასაც ეხება. ცაცხვის ყვავილების ჩაის დალევა მთელი წლის განმავლობაში მით უმეტეს არ შეიძლება. ცაცხვის ნახარშის უკონტროლო მიღების დროს მოსალოდნელია თავის ტკივილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს