გამოცდილი დიასახლისები ნაცარს სარეცხ მანქანაში ყრიან. ნამდვილი სიგიჟეა

0
326

მიჩვეული ვართ, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. მათ გარეშე ყოფა წარმოუდგენელია. ადრე ხალხი ამ მიზნით ხელნაკეთ და მარტივ საშუალებებს იყენებდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ნაკლებად ეფექტური იყო. თან უფრო უსაფრთხო და ნატურალურია. მაგალითად, Paparazzi გასწავლით, როგორ მოაშოროთ ცხიმი ნივთებს ნაცრის გამოყენებით.

ცხიმის მოშორება – ერთი შეხედვით, ეს სისულელეა. საღ აზრზე მყოფი ადამიანი ნაცარს სარეცხ მანქანაში არ შეყრის. ის ხომ ნივთებზე დაილექება და სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს. თუმცა ასე უბრალოდ დამატებაზე არავინ საუბრობს. სწორი ხსნარი უნდა მოამზადოთ. ხსნარის მოსამზადებლად ცხელი წყალი და ნაცარი დაგჭირდებათ. 1 ლ ცხელ წყალს 6-8 ს/კ ნაცარი დაუმატეთ. სუფთა ხის ნაცრის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. პლასტმასის ან გალაქული ხის ნაჭრები შედეგს გააფუჭებს. აურიეთ და 20 საათით გააჩერეთ. უფრო დიდხანს არა, რადგან PH სარეცხად შეუფერებელი გახდება.

ხსნარი წვრილ საცერში ან მარლაში გადაწურეთ. სითხეში ხის წვრილი ნაწილაკები არ უნდა მოხვდეს. სუფთა სითხე გჭირდებათ. რამდენჯერმე გადაწურეთ. მზა სითხეს რამდენიმე წვეთი ეთერზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე თეთრეულს სასიამოვნო სუნი ექნება. ხსნარი მზადაა, რეცხვა შეგიძლიათ დაიწყოთ. ხარისხიანი სარეცხი საშუალებაა. ცხიმის ლაქებს განსაკუთრებით კარგად უმკლავდება. ასეთ ხსნარში სამზარეულოს ტილოები შეგიძლიათ გარეცხოთ. ასე რბილი და სუფთა გახდება.

ნაცრის ხსნარი ფხვნილის უჯრაში ან დოლურაში ჩაასხით. რაოდენობას არ გადააჭარბოთ. ერთი რეცხვისთვის 6 ს/კ ნორმაა. მეტის დამატება საჭირო არაა, ხსნარი საკმარისად გეყოფათ. სტანდარტული რეცხვის ციკლი ჩართეთ და შედეგით ისიამოვნეთ.

მეთოდი სარეცხ ფხვნილს ვერ ჩაგინაცვლებთ. ჩვენ ნაყიდ საშუალებებს მიჩვეული ვართ. სამაგიეროდ, მოსახერხებელი და ეფექტურია. ნაცრის ხსნარი სარეცხად პრაქტიკული ვარიანტია. მასში არც ერთ თეთრს არ იხდით. ცნობისმოყვარეობისთვის შეგიძლიათ სცადოთ.