ახლა რატომ ბრაზობ? შენ იცოდი, რომ ცოლად მიჰყვებოდი მამაკაცს, რომელსაც შვილები ჰყავს. ერთი ქალის ისტორია

2373

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ლელა გვიამბობს.

მე და ალექსანდრე უკვე 7 წელია ერთად ვართ. ყველაფერი კარგად არის. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ალექსანდრე დღისით მუშაობს, საღამოს კი ბავშვის მოვლაში მეხმარება. ჩვენ ორი წლის ბიჭი გვყავს. მე დეკრეტულ შვებულებაში ვარ. თუმცა ამ იდილიას მუდმივად ალექსანდრეს ყოფილი ცოლი გვირღვევს.

ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ალექსანდრეს ყოფილი ცოლი კი ჩემზე მუდმივად ცუდ რაღაცებს ლაპარაკობს. ალექსანდრესთან განქორწინების შემდეგ ის მუდმივად იმაზე ლაპარაკობდა, რომ მათი ოჯახი მე დავანგრიე და ბავშვებს მამა წავართვი (ალექსანდრეს ორი მოზარდი შვილი ჰყავს). სინამდვილეში, მე ჩემი ქმარი მაშინ გავიცანი, როდესაც ის თავის ცოლს უკვე ორი წლის დაშორებული იყო. და ყველაფერი ჩემი ან ალექსანდეს გამო კი არ დაიწყო, არამედ თავად ირინას გამო.

ალექსანდრემ სახლის გარემონტების პერიოდში ძლიერი ტრავმა მიიღო და დიდხანს იწვა საავადმყოფოში, სადაც არა ცოლი, არამედ თავისი მშობლები უვლიდნენ. საავადმყოფოს შემდეგ იყო რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მან თავის მშობლებთან გაატარა. ირინა, მაშინ ამბობდა, რომ მთელ დღეს სამსახურში ატარებდა და ავადმყოფ ქმარს სათანადოდ ვერ მიხედავდა. როდესაც ალექსანდრე, ბოლოს და ბოლოს, ფეხზე წამოდგა და თავის სახლში დაბრუნდა, მისმა ცოლმა განაცხადა, რომ მას ინვალიდი არ სჭირდებოდა. თუმცა ალექსანდრემ ამასაც გაუძლო. მისი მოთმინება მაშინ ამოიწურა, როდესაც მთელმა ქალაქმა იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ როდესაც ალექსანდრე საავადმყოფოში იწვა, მისი ცოლი სხვებთან ერთობოდა. ის თაყვანისმცემლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. ქმარმა განქორწინება მოითხოვა, თავის მშობლებთან გადავიდა და აბსოლუტურად ყველაფერი ცოლს და შვილებს დაუტოვა. ეს იყო დიდი სამოთახიანი ბინა, მანქანა და აგარაკი. მან ცხოვრება თავიდან დაიწყო. სამუშაოდ ჩვენს ქარხანაში მოეწყო და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ირინამ კი ამის შესახებ გაიგო და ლაპარაკი დაიწყო, რომ მათი ოჯახი მე დავანგრიე. ის ბავშვებს ჩემზე ძალიან ცუდ რამეებს ეუბნებოდა და ჩემს წინააღმდეგ განაწყობდა.

უქმეებზე მას ხშირად მოჰყავდა ბავშვები ჩვენთან, ჩვენ კი ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ! ალექსანდრეს ყოფილმა სიდედრმა, ირინას დედამ, ერთხელ მითხრა:

-ახლა რატომ ბრაზობ? შენ იცოდი, რომ ცოლად მიჰყვებოდი მამაკაცს, რომელსაც შვილები ჰყავს. რის იმედი გქონდა? ისინი ალექსანდეს შვილები არიან და მათ მამა სჭირდებათ, ამიტომ ნუ წუწუნებ.

სინამდვილეში არც ვიწუწუნებდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ირინამ ყველანაირი საზღვრები დაარღვია. ის ისე გათავხედდა, რომ ბავშვები მოგვიყვანა და გამოგვიცხადა, რომ ისინი მთელ ზაფხულს ჩვენთან გაატარებენ, მას კი მუშაობდა და მათგან ცოტაოდენი დასვენება სჭირდება.

წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა სამი თვის მანძილზე დაუმორჩილებელ მოზარდებთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრება. ახლა მათ გარდატეხის ასაკი აქვთ. ისინი არც ადრე მიჯერებდნენ მაინცდამაინც, ახლა კი მითუმეტეს არ დამიჯერებენ. რა თქმა უნდა, ისინი ისეთი პატარები არ არიან, როგორიც ჩვენი გიორგი, მაგრამ მოვლა მათაც სჭირდება. როგორ უნდა მოვუარო და მიყვარდეს სხვისი შვილები, რომლებიც პატივს არ მცემენ? ჩემი აზრით, მათ ვძულვარ იმის გამო, რაც დედამ უთხრათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საკუთარ სახლში თავს ზედმეტად ვგრძნობ!

უფროსმა ბიჭმა, ივანემ, ფულის მოპარვა დაიწყო. ბევრს არ იპარავს, მაგრამ რეგულარულად. როდესაც ჩემს ქმარს ვეუბნები, ის ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის და მე მას ტყუილად ვაბრალებ. უმცროსი, თამთა, ჩემს კოსმეტიკას და ბიჟუტერიას იღებს და ისიც მუდმივად უარყოფს ამას. ასე როგორ ვიცხოვრო?

არის დღეები, რომ ჩემს შვილთან ერთად გასეირნების შემდეგ სახლში დაბრუნება არ მინდა. ჩემს საკუთარ სახლში! ეს უკვე აბსურდია! არ ვიცი, ეს ზაფხული როგორ უნდა გადავიტანო…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს