პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინი გვიამბობს.დიდი ხნის განმავლობაში არ მინდოდა აშკარა ფაქტების დაჯერება. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, თუმცა დღითიდღე ყველაფერი უარესდებოდა.
ჩემი ქმარი სახლში მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც მოესურვებოდა და არ უნდოდა იმის ახსნა, თუ ამდენ დროს სად ატარებდა. მუდმივად ასე იყო.ერთ საღამოს ბავშვებს ვაჭამე, ვეთამაშე, ვაბანავე და დასაძინებლად დავაწვინე. ამ დროს, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძვირფასი ქმარი დაბრუნდა.
საჭმელი გავუცხელე და მეორე დღის საქმეებზე ველაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ უმცროსი ბიჭის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან წაყვანას ვაპირებდი: მას ყური სტკიოდა. უცებ ჩემმა ქმარმა მითხრა: “მოდი, ირაკლის ექიმთან მე წავიყვან, იქვე ახლოს საქმეები მაქვს”. თავად კი რატომღაც თვალებში არ მიყურებდა. შევთავაზე, რომ გულწრფელად დამლაპარაკებოდა. მან უარი მითხრა. შხაპის მისაღებად შევიდა. ვიჯექი და ვფიქრობდი: რა ხდება? როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება? უცებ ჩემი ქმრის ტელეფონმა დარეკა. დავხედე, ნათია ეწერა. ზარს ვუპასუხე.
ვკითხულობ:
- -ვინ არის?
- -შენ ალბათ ნინი ხარ? დათუნას ცოლი? – საპასუხოდ მკითხა ვიღაც ქალმა უსიამოვნო ინტონაციით.
ძალიან გავბრაზდი იმის გამო, რომ ჩემი ქმრის სახელი ასე მოფერებით წარმოთქვა. ვკითხე, ვინ იყო, მან კი სიხარულით შემატყობინა:
- -მე მისი საყვარელი ვარ! სულელი ნუ იქნები და ნუ ეტყვი, რომ მე დავრეკე. თუ ეტყვი, ქმრის გარეშე დარჩები, მარტო – ორ ბავშვთან ერთად. მაშინ როგორ იცხოვრებ?
ასეთი სითავხედის გამო მეტყველების უნარი წამერთვა. ტელეფონი გავთიშე. ამ დროს სააბაზანოდან დათო გამოვიდა. მას მივუახლოვდი და ვუთხარი:
- -იცი, ახლა ვის ველაპარაკე? შენს საყვარელს! როგორ იქცევი? სინდისი არ გაქვს? ჩვენი შვილები?
ქმარმა ტელეფონი ხმის ამოუღებლად გამომართვა და დასაძინებლად წავიდა. მე სამზარეულოში გავედი. მთელი ღამე ვტიროდი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე: დავშორდე? ჩემი შვილები? მათ ხომ მამა სჭირდებათ. უბრალოდ არ ვიცი, რა გავაკეთო…