ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ ბედი ისე დაგატრიალებს, რომ ყველა სტერეოტიპსა და პრინციპს შეგაცვლევინებს. ეს კარგია თუ ცუდი, ამაზე ლაპარაკი არ ღირს.
დღეს ათი ცხოვრებისეული ისტორია შეგირჩიეთ, რომლებიც იმას ამტკიცებს, რომ ამ სამყაროს ადამიანთა შეხედულებები არ მართავს.
რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას, როდესაც გოგონას ხედავთ? მის გარეგნობას? ამაოდ. ჩემი მეგობარი წარმატებულად გათხოვდა მისი თამამი ხუმრობის გამო. მას პატარა მკერდი აქვს, ამიტომ სხვადასხვა ბალიშებს იყენებს ხოლმე. ერთხელ სანაპიროზე ერთად ვირუჯებოდით. მან გადაწყვიტა, რომ პლედიდან ქვიშა გადაეყარა, რასთან ერთადაც საცურაო კოსტიუმის ზედა და ფსევდო მკერდიც გადმოყარა. მან სიცილი დაიწყო და ამბობდა: “ნახეთ რა მოხდა? ქარმა საცურაო კოსტიუმის ზედაც წაიღო და ძუძუებიც!” გვერდზე მყოფი ბიჭი სიცილით იგუდებოდა, ცუდად გახდა. ერთი კვირის შემდეგ მან ჩემს მეგობარს ხელი სთხოვა.
მეტროში მათხოვრებს ფულს არასოდეს ვაძლევ. ისინი მატყუარები არიან. ერთხელ სამსახურიდან ვბრუნდებოდი და უსახლკარო კაცი ვნახე, რომელიც თავის საჭმელს უპატრონო ძაღლებს აჭმევდა. ცხოველებს ის თვითონ ეძებდა და აჭმევდა, თუმცა ამ საჭმელს ის თავადაც სიამოვნებით შეჭამდა. მისმა საქციელმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტე, რომ ამ კეთილი კაცისთვის საჭმელი მეყიდა. იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მხვდება, ყოველთვის ვეხმარები. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ახალი ნაცნობი კარგი და ბრძენი ადამიანია, მაგრამ მძიმე ბედი ხვდა წილად. ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოვრება ზოგჯერ ასე უსამართლოა.
ჩემი შვილი ბრმაა. მე და ჩემი მეუღლე მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად არ ვიყავით და ძალიან ვნერვიულობდით და ვფიქრობდით, როგორ მივდგომოდით ჩვენი მემკვიდრის აღზრდას და როგორ გვესწავლებინა მისთვის ცხოვრება. ნაცნობმა შემოგვთავაზა, რომ ის ხატვაზე გვეტარებინა. სწორედ ამაში იყო ჩვენი ხსნა. ჩვენ დიდი შედეგის იმედი არ გვქონდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენს შვილს ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. ბიჭმა ხატვა დაიწყო, ის საგნებს შეხებით ეცნობოდა. მისი ნახატები ხშირად გამოფენებზე იწონებენ თავს, ზოგიერთი შედევრი იყიდება კიდეც. რაც არ უნდა შემოგთავაზოთ ცხოვრებამ, ხელებს ნუ ჩამოუშვებთ და გამოსავალი ეძებეთ!
ერთი შეუხედავი ნაცნობი მყავდა, მას მუდმივად ვაბრაზებდი. ერთხელ ყალბი გვერდი შევქმენი და მთავარ ფოტოდ სიმპათიური ბიჭის ფოტო დავაყენე. ვგეგმავდი, რომ მასთან მეფლირტავა, კაფეში დამეპატიჟებინა და პაემანზე არ მივსულიყავი. ჩვენ ერთმანეთს სოციალურ ქსელში ძალიან დიდხანს ვწერდით და მე მივხვდი, რომ ის მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო.
შეყვარებულთან პირველად დავრჩი ღამის გასათევად. ის სწორ კვებაზეა და კონკრეტულ რეჟიმს იცავს. მისი გაბრაზება რომ არ გამომეწვია, ღამით გადავწყვიტე, რომ სამზარეულოში შევპარულიყავი და მავნე გემრიელი საჭმელი მეჭამა. შევედი, მაცივარი გამოვაღე და ზურგს უკან გავიგონე: “რას ჭამ?” ქვაბი ხელიდან გამივარდა, გული საშინლად ამიჩქარდა, შევბრუნდი და ვნახე, რომ თუთიყუში მიყურებდა და მეუბნებოდა: “ჭამ, ვხედავ, რომ ჭამ!” ჩემი შეყვარებული დერეფანში იდგა, გვიყურებდა და სიცილით იგუდებოდა. სამწუხაროა, რომ ადამიანები ცხოველებს სათანადოდ არ აფასებენ.
ჩემს ქმარს ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს და გრძნობების გამოვლენაშიც თავშეკავებულია. ახალგაზრდობაში ბევრი ძალისხმევა დავხარჯე იმისთვის, რომ მისგან საოცნებო “მე შენ მიყვარხარ” მომესმინა. მეგობრები მუდმივად მის რკინის ხასიათზე მესაუბრებიან. როგორც ჩემმა კვლევებმა აჩვენა, ჩემი მეუღლე – სენტიმენტალური პიროვნებაა. მის საფულეში დღემდე ინახება ქაღალდის ვარდი, რომელიც პირველ პაემანზე ვაჩუქე. არ დაიჯერებთ, მაგრამ ის მთელი და უვნებელია. ჩემი ძვირფასი ქმარი საჩუქარს სათუთად ეპყრობა.
სამსახურს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. კარზე ვაკაკუნებ, არავინ არ მიღებს, საშვი კი – არ მუშაობს. ხმები მესმის, მაგრამ კოლეგები ჩემს ხმაზე არ რეაგირებენ. ვიწყებ ყვირილს: “მე თქვენი დირექტორი ვარ! ჩქარა გამიღეთ! ისევ რაღაცას ლაპარაკობენ. უცებ დაცვამ გააღო კარი და პოლიციით დამემუქრა. მე თურმე კარი შემშლოდა და მეზობელ ბანკში ვიჭრებოდი.
შვილმა გიტარის ყიდვა მთხოვა და ვუყიდეთ. მე ის გიტარით ხელში არასოდეს მინახავს და ამიტომაც ვჩხუბობდი ხოლმე, რომ რაში დავხარჯეთ ამდენი ფული. ერთხელ თავი ცუდად ვიგრძენი და ჩემი ქმარი აფთიაქში გავგზავნე. ჩემმა ბიჭმა იფიქრა, რომ მარტო იყო და გიტარა აიღო. ის ძალიან ლამაზად უკრავდა! მე შემრცხვა საკუთარი საქციელის!
შეყვარებულს ვხვდებოდი. ერთხელ გადავწყვიტე, რომ ის ჩემთან რომანტიკულ ვახშამზე დამეპატიჟებინა. სუში ახალი არ გამოდგა და მთელი საღამო თეთრ მეგობარს ვეხუტებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა. სააბაზანოდან გამოვედი და ის არ დამხვდა. ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა და ლიმონი, მინერალური წყალი და წამალი მომიტანა. მან უცხო უბანში სადღეღამისო აფთიაქი მოძებნა! ის ისე სათუთად ზრუნავდა ჩემზე, რომ ჩემს სწორ არჩევანში დავრწმუნდი. ნამდვილი მამაკაცები არსებობენ!
ჩემი ქორწილის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ღამით ჩემთან დარჩენილიყო. მძინავს და რაღაც ხმები მესმის. ჩემი ქმარი ოთახში არ იყო, მისი ხმა იმ ოთახიდან მოდიოდა, სადაც ჩემს მეგობარს ეძინა: “მას სძინავს, ვერაფერს გაიგებს! ნუ ნერვიულობ!” გაბრაზებული შევვარდი ოთახში და ორივეს მოკვლა მინდოდა… ისინი კი ჭადრაკს თამაშობდნენ. აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობარს წაეგო. მას მამალივით უნდა ეყივლა და ეშინოდა, რომ მე გამაღვიძებდა.