არასდროს ჩართოთ სწრაფი რეცხვის რეჟიმი. გამოცდილი დიასახლისები გაფრთხილებთ

0
11741

უკვე დიდი ხანია სარეცხი მანქანა ჩვენი საიმედო დამხმარე გახდა. იცით, როგორ გამოიყენოთ სწორად? ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით, განსაკუთრებით სწრაფი რეცხვის რეჟიმზე. აღმოჩნდა, რომ ისეთი კარგი არაა, როგორც ვფიქრობდით. Paparazzi სარეცხი მანქანის სხვადასხვა რეჟიმს განიხილავს და ხარისხიან რეცხვაზე ყველაფერს გიამბობთ.

სწრაფი რეცხვის რეჟიმი – პირველ რიგში, სწრაფი რეცხვის რეჟიმი განვიხილოთ. სხვადასხვა მანქანაში მას განსხვავებულად უწოდებენ. მაგალითად, „ექსპრესი“ ან „მინი“. ამ რეჟიმზე ნივთები შერჩეული ტემპერატურის მიხედვით 15 წუთიდან 1 საათამდე ირეცხება. ეს მოსახერხებელია, რადგან 2 საათში ყველა ტანსაცმლის გადარეცხვას შეძლებთ. თუმცა სწრაფი ხარისხიანს არ ნიშნავს.

ეს რეჟიმი სწრაფ რეცხვას და გავლების მხოლოდ ერთ ციკლს მოიცავს. მაღალ ტემპერატურაზეც ნივთები კარგად არ ირეცხება. ამ რეჟიმზე ნივთებზე ფხვნილის კვალი რჩება. ასე დამატებითი გავლების ჩართვა მოგიწევთ, რაც დამატებით დროს მოითხოვს. საბოლოოდ, არც სწრაფი და არც ხარისხიანი რეცხვა გამოვა. ეს რეჟიმი ისეთი აღმოჩენა არაა, როგორც ვფიქრობდით. მაქსიმუმ თითქმის სუფთა ტანსაცმლის გასარეცხად გამოგადგებათ. მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ მაისურის და წინდების გასაახლებლად. ამ შემთხვევაში, სწრაფი რეცხვა გამართლებულია.

რომელი რეჟიმი ავირჩიოთ – ბევრი თვლის, რომ სარეცხი მანქანის რეჟიმები უბრალოდ ზედმეტობაა, რომელსაც მწარმოებელი გვთავაზობს. თითოეულ რეჟიმს კონკრეტული ფუნქცია აქვს. მათზე დეტალურად გიამბობთ, რადგან ასე რეცხვის პროცესის ხარისხიანად შეცვლას შეძლებთ. განვიხილოთ ძირითადი ფუნქციები, რომლებიც თითქმის ყველა მანქანას აქვს.

ბამბა – ეს რეჟიმი ყველა მანქანას აქვს. ყველაზე გავრცელებულია და ბამბის თეთრეულის სარეცხად ხშირად იყენებენ. მაქსიმალური ტემპერატურა 95 გრადუსს აღწევს. კარგი რეჟიმია, რომ თეთრეული გარეცხოთ და ყველა მიკრობი მოაშოროთ. თუ ქსოვილისთვის უფრო ნაზ რეჟიმზე გარეცხვა გსურთ, წყლის ტემპერატურა და ბრუნვის რაოდენობა შეამცირეთ.

სინთეტიკა – შესაფერისი რეჟიმია ყველაფრისთვის, რაც ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული არაა. მაგალითად, პოლიამიდის და პოლიესტერის მაისურებისა და პერანგებისთვის. აქ წყლის უფრო დაბალი ტემპერატურაა. როგორც წესი, 40-60 გრადუსი. ყოველდღიურ ნივთებს კარგად რეცხავს.

ბეწვი – სპეციალური რეჟიმი ბეწვიანი ნივთებისთვის. დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა ნივთების ფორმების შემცირებას და შეცვლას ხელს უშლის. დოლურა ნელა ტრიალებს, ამიტომ ნივთები არ ზიანდება. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნივთების გარეცხვისას დოლურა 2–3–ჯერ უფრო ნაკლებად უნდა დატვირთოთ.

დელიკატური რეცხვა – თხელი ქსოვილის ნივთების გასარეცხად შესაფერისია. ასევე ნივთებისთვის დეკორატიული ელემენტებით. დაბალ ტემპერატურაზე და ნაკლები ბრუნვით ირეცხება. თხელი ნივთებისთვის შეუცვლელია.

ინტენსიური რეცხვა – ზოგჯერ ძალიან ჭუჭყიანი ნივთების გარეცხვა გვიწევს. ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივი რეჟიმი ვერ გაუმკლავდება. ინტენსიური რეცხვაა საჭირო. თუ ნივთები სქელი ქსოვილებისგან დამზადებულია, ეს რეჟიმი თამამად გამოიყენეთ.

როგორც ხედავთ, ყველა რეჟიმი განსხვავებულია და საკუთარი ფუნქცია აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენს სწრაფ სამყაროში ნებისმიერი პროცესის დაჩქარება გვსურს, მაგრამ ეს ყოველთვის სასარგებლო არაა. დრო ოდნავ რომ შეამციროთ, ტემპერატურა შეამცირეთ. თანამედროვე ნივთების უმეტესობას 95 გრადუსამდე გაცხელება არ სჭირდება. 40 გრადუსი საკმარისია, რომ კარგად გაირეცხოს. იგივე ბრუნვას ეხება. უმჯობესია, რომ ბრუნვის რაოდენობა შეამციროთ, შემდეგ ნივთები გააშროთ. ასე რეცხვის დროს შეამცირებთ და ნივთების ფერს შეინარჩუნებთ.