ჩემი კატა ბროლის ჭურჭლიდან ჭამს, ახლა გაჩვენებთ, რას ვაჭმევ ძაღლს

68

ველურ ბუნებაში ჩვენი ფუმფულა ცხოველები საკვებს თავად მოიპოვებდნენ, ის მრავალფეროვანი იყო და ცხოველის და მისი შთამომავლობის ნორმალური განვითარებისთვის ყველა საჭირო ელემენტს მოიცავდა. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა პატარა და დიდი მტაცებლები მოათვინიერეს, მათ ჯანმრთელობაზე და უდარდელ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. როგორი უნდა იყოს ძაღლების საკვები, რომ ცხოველმა რაციონში ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ვერ იგრძნოს? ეს კითხვა ოთხფეხა მეგობრის ყველა მფლობელს აწუხებს. Paparazzi გიამბობთ, რომელი საკვებია უკეთესი თქვენი ცხოველისთვის. ძაღლის საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა, გარეგნობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ განწყობა. თუ ძაღლს უხარისხო საკვებს აჭმევთ, თავს ცუდად იგრძნობს. ძაღლის სიგიჟმაჟე და სიხალისე შეგიძლიათ დაივიწყოთ.

ძაღლების საკვები – ბევრი მფლობელი საყვარელ ცხოველს იმას აჭმევს, რასაც თავად მიირთმევს. ამის გაკეთება არ ღირს. ცხოველმა ასეთ საკვებზე უარი შეიძლება არ თქვას, მაგრამ შიმშილს იგრძნობს. მაღაზიაში ძაღლებისთვის სპეციალური საკვები „თქვენი“ გემოვნებით და საფულის მიხედვით შეარჩიეთ. ასევე საკვები თავად შეგიძლიათ მოუმზადოთ. დეტალურად განვიხილოთ.

ნაყიდი საკვები – სპეციალური საკვები ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი მეთოდია ცხოველის გამოსაკვებად. უბრალოდ ხარისხიანი პროდუქტი ნატურალური ინგრედიენტებით შეარჩიეთ. ბაზარზე ასობით სხვადასხვა ბრენდია. ეკონომკლასის იაფი საკვებით დაწყებული და თანამედროვე ჰოლისტიკური კვებით დასრულებული. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოველი გენეტიკურად მტაცებელია, ამიტომ ხორცში შემავალი ცილები სჭირდება. არაკეთილმოსურნე მწარმოებლების იაფი პროდუქტები მხოლოდ 4% ცილას შეიცავს. პრემიუმ სეგმენტის საკვები 25%–მდე ცილას (ხორცი ან სუბპროდუქტი) შეიცავს, ხოლო სუპერპრემიუმის კლასის – 70% ცილას (ხორცი ან თევზი). საკვების შემადგენლობა ყურადღებით შეისწავლეთ და ძაღლის ასაკის, ჯიშის და სქესის მიხედვით შეარჩიეთ. ცხოველის ინდივიდუალური საჭიროებებიც გაითვალისწინეთ და რაციონს ვიტამინ–მინერალების კომპლექსები დაუმატეთ. ეს აუცილებელია.

ნატურალური საკვები – მენიუ, რომელსაც თავად ადგენთ და ამზადებთ. უპირატესობაა პროდუქტების მრავალფეროვნება, რომელსაც შეიძენთ, და შემადგენლობის ხარისხში ნდობა. ასეთ კვებას სირთულეებიც ახლავს. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ საკვები ახალი იყოს. მცირე პორციებით უნდა მოამზადოთ, რასაც დრო და სურვილი სჭირდება. ძაღლებისთვის სპეციალური დანამატები ვიტამინების და მინერალების კომპლექსით უნდა შეიძინოთ და რაციონს დაუმატოთ. ამისთვის შესაფერისი ცოდნაა საჭირო ან პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ.

შერეული კვება – ესაა ნაყიდი საკვების და ნატურალური საკვების კომბინაცია და მონაცვლეობა. ასეთი კვება სტრუქტურის, პროდუქტების გემოსა და კონსისტენციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროპორციები და ბალანსი უნდა დაიცვათ, რომ ცხოველმა სხვადასხვა საკვები ნივთიერება და ელემენტი მიიღოს. ცხოველის გემო და პრეფერენციები შეიძლება შეიცვალოს და პროდუქტის და მენიუს შემადგენლობის შეცვლა მოგიწიოთ.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კვების უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველა ცხოველისთვის შესაფერისი იქნება, არ არსებობს. თითოეული ძაღლისთვის რაციონი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს მისი მოთხოვნების და განვითარების თავისებურებების მიხედვით. ძაღლის მიმართ ცოტა ზრუნვა გამოიჩინეთ და ისიც სიყვარულით და ერთგულებით გიპასუხებთ.