მხიარული ისტორიები იმაზე, თუ ზოგჯერ როგორ უცნაურად იქცევიან მდგმურები

415

გაუთავებელი ომი ბინის მეპატრონეებსა და მდგმურებს შორის – ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემაა ინტერნეტში ხუმრობებისათვის.

მათ, ვისაც საცხოვრებელი სჭირდებათ, დიდი ხნის განმავლობაში უნდა ეძებონ შესაფერისი ვარიანტები და უამრავი განცხადება უნდა შეისწავლონ. ბინის მეპატრონეებმა, თავის მხრივ, თვალყური უნდა ადევნონ იმას, რომ მათ მიერ გაქირავებულ საცხოვრებელში არაფერი გაფუჭდეს. ზოგ შემთხვევებში ეს ასე არ ხდება: ხდება ისე, რომ ბინაში ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა ზიანდება.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე სასაცილო ისტორიას გთავაზობთ:

ბინა ახალგაზრდა მეუღლეებს მივაქირავე. ბინა გასარემონტებელი იყო, ამიტომ შევთანხმდით, რომ ისინი კოსმეტიკურ რემონტს გააკეთებდნენ, მე კი თანხას ქირის ფულს გამოვაკლებდი. ბინა რამდენიმე წლის მანძილზე იყო გაქირავებული, რის შემდეგაც მოიჯარეებმა ბინა დაცალეს და წავიდნენ. ბინაში რომ მივედი, არ ვიცოდი, გამეცინა თუ მეტირა. მათ ყველაფერი წაიღეს, რის წაღებაც შეეძლოთ, ნათურები და სანტექნიკაც კი. მეზობლები კი ირწმუნებოდნენ, რომ მდგმურები კულტურული ადამიანები იყვნენ.

ერთ დროს ბინა ფილიპინების მოქალაქეებზე მქონდა გაქირავებული. რამდენიმე დღის შემდეგ ქვედა სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა დამირეკა, რომელიც ყვიროდა, რომ მათთან წყალი ჩაუშვეს. ადგილზე მივედი სიტუაციის გასარკვევად. ბინაში იატაკი მთლიანად გაჟღენთილი იყო, მეზობლის კედლები და ჭერი დასველებული.

გაირკვა, რომ მდგმურებმა არ იცოდნენ, რომ აუცილებლად აბანოში უნდა ებანავათ. ისინი უბრალოდ იატაკზე იდგნენ და წყალს ისე ისხამდნენ. მათ საჭირო მასალები იყიდეს და რემონტის საფასურიც თავად გადაიხადეს.

ბინის გაყიდვას დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდით. ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ბინის უბრალოდ გაქირავება გადავწყვიტეთ. მომავალ მდგმურს ტელეფონით ვესაუბრეთ. პირობები ყველას მოეწონა, შევთანხმდით ფასზე, ჩამოსვლის დროზე და ასევე იმაზე, რომ მდგმური თავის შინაურ ცხოველთან, პაფნუტისთან, ერთად გადმოვიდოდა, რომელიც სრულიად უპრობლემო იყო. ვკითხე, ხშირად ყეფდა თუ არა ცხოველი, რომ მერე მეზობლების პრეტენზია არ მომესმინა. მამაკაცმა სიცილი დაიწყო და მითხრა, რომ მეზობლებს პრეტენზია არ ექნებოდათ, თუნდაც ჩვენს კართან მდგარიყვნენ. ვკითხე, რა ცხოველი ჰყავდა, რაზედაც მამაკაცმა სინაზით მიპასუხა: “ის პითონია!”

ბინა ჩერეპოვეცელ ახალგაზრდებს მივაქირავე. გოგონა სამხატვრო ფაკულტეტზე სწავლობს და შეთავსებით ტატუს ოსტატად მუშაობს. მან მკითხა: ”მაპატიეთ, მაგრამ თქვენ მითხარით, რომ მალე ჩვენი ოთახის გარემონტებას აპირებთ, არა? შეიძლება იქამდე შპალერზე დავხატო და ჩემი ესკიზები დავამაგრო?” მე დავთანხმდი და გოგონას ძალიან გაუხარდა, რადგან ბავშვობიდან ოცნებობდა შპალერზე დახატვაზე, მაგრამ მშობლები უკრძალავდნენ.

ბინა ბავშვიან ოჯახს მივაქირავე. თავად სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. ცოტა ხნის შემდეგ დეიდაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ბინაში ოჯახის ნაცვლად, ვიღაც გოგოები ცხოვრობდნენ. ჩავედი და გავიგე, რომ თურმე წინა მდგმურს ბინა სხვებისთვის მიექირავებინა, ექვი თვის თანხა წინასწარ გამოერთმია და ჩემი კონდიციონერი და მაცივარიც თან წაეღო.

რამდენიმე თვის წინ ბინა ერთ ბებიას მივაქირავე, რომელიც სრულიად წესიერი მომეჩვენა. გუშინ გადავწყვიტე, რომ ბინიდან ზამთრის ტანსაცმელი წამომეღო. ის წინააღმდეგი არ ყოფილა იმისა, რომ სახლში იმ დროს მივსულიყავი, როდესაც ის იქ არ იქნებოდა. კარს რომ მივუახლოვდი, საშინელი შარდის სუნი ვიგრძენი. რაღაც მომენტში მეგონა, რომ დავიხრჩობოდი. ოთახებში ქაოსი იყო, გარდა ამისა, ჩემი დივანიც გამქრალიყო.

ბინას დღიურად ვაქირავებ. ერთხელ ამ ბინაში ავეჯი დამიმტვრიეს, რის შემდეგაც, პრინციპის გამო, ხმაურიანი შეკრებებისთვის ბინას აღარ ვაქირავებ. ახალგაზრდა მამაკაცმა დამირეკა. ის მარწმუნებდა, რომ ბინაში მხოლოდ ერთი ღამის გათევა უნდოდა. შეხვედრაზე შევთანხმდით, საუბრის დროს ბიჭი აშკარად ანერვიულდა. ხელახლა ვკითხე, აპირებდა თუ არა წვეულების გამართვას. მან უარი მითხრა. შემდეგ მის პირადობას ფოტო გადავუღე, რა დროსაც შევნიშნე, რომ მას იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა. მან ჩემი მოტყუება ვერ მოახერხა.

ერთხელ ბინა ჩემს მეგობარს მივაქირავე. ცოტა ხანში უცხო რამ აღმოვაჩინეთ, რომელიც ჭერზე იყო ჩამოკიდებული. ვიფიქრე, რომ ის ჩემს მეგობარს აღარ სჭირდებოდა. რემონტის გაკეთების დროს ის ჩამოხსნეს და გატყდა. ეს კონსტრუქცია გადავაგდე და მის შესახებ დავივიწყე. ერთი წლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა მკითხა, მისი პატარა ნივთი ხომ არ მენახა. მე მას ყველაფერი ვუამბე. ამის შემდეგ ძალიან უცნაური რამ მოხდა. ჩემმა მეგობარმა მე დამადანაშაულა იმაში, რომ თილისმის დაკარგვის გამო მის ცხოვრებაში პრობლემები დაიწყო. გაჩნდა კითხვა, მთელი ერთი წლის მანძილზე რატომ არ გაახსენდა, მისთვის ასე საჭირო საგანი.

კარგად გარემონტებულ ბინას ვაქირავებდი, კარგი ავეჯით. ტყავის დივანი ორ ადგილას გახვრეტილი დამხვდა. მდგმურების პატარა ძაღლმა ყველა კარის გაფუჭება მოახერხა, თან ისე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია. მათ ჩემი ელეგანტური ყვავილების ქოთნები მოიპარეს და ყვავილები ჩვეულებრივ პლასტმასის კონტეინერებში გადარგეს. ამასთან, ახალგაზრდამ, რომელმაც ბინა ცოლთან ერთად იქირავა, განაცხადა, რომ ისინი ძალიან წესიერები იყვნენ.

ერთხელ ჩემი ბინა რამდენიმე დღით ბიჭმა და გოგომ იქირავეს. წასვლიდან რამდენიმე საათში ბიჭმა დამირეკა და მითხრა, რომ გოგონას ბინაში ძვირადღირებული ჯინსი დარჩა. დამლაგებელს დავურეკე, მან კი მითხრა, რომ არავითარი ჯინსი არ უნახავს. თუმცა მერე გაახსენდა, რომ რაღაც დახეული ნაჭერი გადააგდო. ბიჭი მიყვიროდა, რომ ის შარვალი ძალიან ძვირადღირებული იყო და თუ ნაგავში ძებნა არ გინდა, მაშინ ფული უნდა დაგვიბრუნოო. ის დიდხანს მირეკავდა, შეტყობინებებში მწყევლიდა. საბოლოოდ, მომიწია, რომ დამებლოკა.

ბინა ახალგაზრდა წყვილს მივაქირავე. მათ პოლიციაში მიჩივლეს, რომ ვითომ მე მათ წასვლას დაველოდე და სახლიდან ფული მოვიპარე. ასე ძლიერ არასოდეს მინერვიულია. გაირკვა, რომ ბიჭმა ეს ფული რესტორანში დახარჯა და გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავიდან ეჭვი აეცილებინა.

ბინას რამდენიმე წელია ვაქირავებ. ერთხელ მეზობელმა დამირეკა და მკითხა, ჰქონდათ თუ არა მდგმურებს უფლება, რომ სახლიდან ტექნიკა გაეტანათ. ვუპასუხე, რომ – არა. მანქანის ნომრის დამახსოვრება ვთხოვე, თავად კი მეუღლესთან ერთად ადგილზე მივედი. საბედნიეროდ, არ დავაგვიანეთ, სარეცხი მანქანის გატანა ვერ მოასწრეს. ვკითხე, რატომ იპარავდნენ ნივთებს. პასუხი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო: „თქვენ ახალს იყიდოთ, ბინას ხომ აქირავებთ”. ჩვენ მათ პოლიციაში ვუჩივლეთ.

ბინა ერთ ბიჭს მივაქირავე, რომელმაც მალევე დაიწყო ქირის დაგვიანებით გადახდა. შემდეგ მან განაცხადა, რომ ბინაში ვეღარ დარჩებოდა და უნდა წასულიყო, მაგრამ ვალის გადასახდელი ფული ჰქონდა. მან პასპორტი დაგვიტოვა, გვითხრა, რომ თანხას მალე დააბრუნებდა და გაუჩინარდა. მისი პასპორტი დიდი ხნის განმავლობაში ჩემთან იყო. ოთხი წლის შემდეგ ერთმა გოგონამ დამირეკა, იმ ბიჭის გვარი და სახელი დაასახელა და პასპორტის დაბრუნებას მთხოვდა. ის მზად იყო მისი ვალი გადაეხადა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. აღმოჩნდა, რომ ის ბავშვს ელოდებოდა, ბიჭი დაპირდა, რომ მასზე დაქორწინდებოდა, მაგრამ პასპორტი არ ჰქონდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს