ექიმი კომაროვსკი განმარტავს, როგორ დაამარცხოთ ღამით ჭარბი ჭამის სინდრომი

255

ალბათ, გსმენიათ, რომ ექიმები გვიან საღამოს (მით უფრო ღამით) ვახშმობას არ გვირჩევენ. ორგანიზმს ძილისთვის ზედმეტი ენერგია არ სჭირდება. მიღებული საკვები მხოლოდ დაგროვდება და ცხიმოვან დეპოზიტებად გარდაიქმნება. თან ძილის ხარისხზე ცუდად აისახება. შედეგად, ადამიანი დაშლილი იღვიძებს. Paparazzi გირჩევთ, რომ ექიმი კომაროვსკის რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. ექიმი განმარტავს, რა არის ეს პრობლემა, რა შეგიძლიათ მიირთვათ ღამით და შეიძლება თუ არა საერთოდ, როგორ შეადგინოთ კვების რეჟიმი ისე, რომ გვიან წახემსებას გადაეჩვიოთ.

რა შეგიძლიათ ჭამოთ ღამით – პირველ რიგში, ევგენი კომაროვსკი ასახელებს ნიშნებს, რომლითაც „საღამოს და ღამის ჭამის სინდრომის“ დიაგნოზის დასმა შეიძლება. ქვემოთ მოცემულ სიას გადახედეთ, რომ გაარკვიოთ, რამდენად რეალურია პრობლემა თქვენს შემთხვევაში.

  • თუ დღის რაციონის 25%–ს საღამოს (19:00 საათის შემდეგ) მიირთმევთ.
  • კვირაში მინიმუმ 2–ჯერ ღამით იღვიძებთ, რომ ჭამოთ. თან ამას გაცნობიერებულად აკეთებთ. გახსოვთ, რას ჭამთ და რა რაოდენობით.
  • თითქმის არასდროს საუზმობთ, რადგან დილით მადა არ გაქვთ.
  • ამჩნევთ, რომ თქვენი მადა ყოველთვის დღის მეორე ნახევარში იღვიძებს. ჭამის მადა მთელი დღე გვიან საღამომდე იზრდება.
  • ჭამის გამო ძილის პრობლემები გაქვთ. გრძნობთ, რომ ძილის წინ ჭამის გარეშე დილამდე ვერ დაიძინებთ.
  • საღამოს საშინელ ხასიათზე ხართ, სანამ არ ივახშმებთ. ჭამის გარეშე ვერ ისვენებთ და სიხარულს ვერ გრძნობთ. ცნობიერება, რომ ძილის წინ ჭამაზე უარს ვერ ამბობთ, ფსიქიკას აწვება.

ვის აქვს სინდრომი და რატომ – თუ ადამიანი გარკვეული მიზეზით ღამით იღვიძებს, დიდი ალბათობით, ღამით წახემსებას მიეჩვევა. უძილობის პრობლემის მქონე ადამიანები რისკის ქვეშ არიან. თუ ადამიანი ღამით რეგულარულად იღვიძებს, რომ წყალი დალიოს, სავარაუდოდ, მაცივარშიც შეიხედავს.

„ხშირად მთავარი პრობლემა ძილისა და სიფხიზლის ციკლების დარღვევაა. ხშირად თეთრ სინათლეს ვერ ვხედავთ. არ გვესმის, რა არის „მზის ამოსვლა“ და „ჩასვლა“. გასანათებლად შეუფერებელ ნათურებს ვიყენებთ. ვუყურებთ ეკრანებს, სადაც „ცისფერი“ სინათლის ფილტრი არაა. ადამიანი თანამედროვე ცხოვრების რეჟიმს ვერ უძლებს. „ჰორმონალური დაბნეულობა“ ეწყება“ – განმარტავს პრობლემას მარტივად ევგენი.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ სტრესს თავს ვერ არიდებს? როგორ უნდა მოიქცეს, თუ ცხოვრების კარდინალურად შეცვლა შეუძლებელია? მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ბუნებაში გადასვლა, რომ სუფთა ჰაერზე განთიადს და დაისს სიმშვიდესა და სიწყნარეში შეხვდეს. პირველ რიგში, კომაროვსკი გირჩევთ, რომ სტრესული ფაქტორები მაქსიმალურად გამორიცხოთ. შემდეგ სწორ რეჟიმზე გადახვიდეთ. ადრე გაიღვიძეთ და საკუთარ თავს საუზმობა აიძულეთ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ საღამომდე ჭამა მოგინდეთ. დაიცავით სტანდარტული კვების რეჟიმი: ნოყიერი საუზმე, ზომიერი სადილი და მსუბუქი ვახშამი. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იკვებეთ.

„გახსოვდეთ, რომ შიმშილობა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი გაიძულებთ პირველივე შესაძლებლობაზე ჭამოთ, რაც გადაძღომას გამოიწვევს. გრაფიკი ისე უნდა შეცვალოთ, რომ საღამოს არა ჭამა, არამედ დაძინება ისურვოთ. ადამიანმა დილით უნდა ჭამოს, შემდეგ შუადღეს და ბოლოს საღამომდე. ფიზიკურად საკმარისად უნდა დაიტვირთოთ, შემდეგ დაკარგული სითხე აღიდგინოთ, მიიღოთ ცივი შხამი და დაიძინოთ. საძინებელი ოთახი სუფთა უნდა იყოს და არ უნდა ცხელოდეს. თბილი პიჟამა ჩაიცვით. ეს მუშაობს“ – გვარწმუნებს სპეციალისტი.

ექიმი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ ამ რჩევების დაცვით კითხვა „რა ვჭამოთ ღამით?“ აღარ დაგაინტერესებთ. ასე კვების რეჟიმს მოაწესრიგებთ, ძილიც უფრო ხარისხიანი გახდება. ეს როგორც განწყობაზე, ასევე შრომისუნარიანობაზე დადებითად აისახება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს