დედა ყვიროდა, რომ „პრინცი“ ვიპოვე, ხოლო მარტოხელა ვაჟს მთელ თავის პროდუქტს მისცემს

146

დედა, ადამიანია, რომელსაც ბავშვობიდან ვაღმერთებთ. ის გვაძლევს სიცოცხლეს და განსაკუთრებულად გვექცევა. ზოგჯერ მამაც შვილზე ისე არ ზრუნავს, როგორც ამას დედა აკეთებს. რა არის დედის მიმართ სიყვარული? საკმაოდ რთული და ღია საკითხია. ალბათ, ეს აღზრდაზე და შინაგან მორალზეა დამოკიდებული. უმეტესად, დედა ყველაფრის მიუხედავად გვიყვარს. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მშობელი მხოლოდ ტვირთია. მიზეზი დღემდე უცნობია, ზოგი ამაში ხასიათს და ტემპერამენტს აბრალებს, ზოგი – ცუდ აღზრდას.

„რატომ ვექცევით დედას ასე განსხვავებულად? ჩვენ ხომ და და ძმა ვართ. ერთად გავიზარდეთ. მე ხომ დედის მხრიდან ნეგატივი არ მახსოვს. უბრალოდ საოცარია“. ნათია ქალაქში სეირნობდა და შექმნილ ვითარებას ვერაფრით იგებდა. ერთდროულად რამდენიმე რამეზე ფიქრობდა. საკუთარ თავზე, დედაზე, ძმაზე და მათ შორის შექმნილ რთულ ურთიერთობაზე.

ნათია 37 წლის იყო. ქმარი, შვილი ჰყავდა. ახლახანს იპოთეკის გადახდა დაასრულეს. პატარა ბინა ქალაქის ცენტრში ოფიციალურად მათი საკუთრება გახდა. თითოეული კვადრატული მეტრი შრომით, ნერვით და თავის ტკივილით მოიპოვა. ფულის ფასი კარგად იცოდა. მისი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა. ჩვეულებრივი სამსახური, სახლი, ოჯახი. გათხოვების და ქალიშვილის გაჩენის შემდეგ დასასვენებლად დრო არ ჰქონდა. ქმარი 2 ცვლაში მუშაობდა, თავად მუშაობას და ბავშვის მოვლას ასწრებდა. სხვა ვარიანტი არ იყო, მაგრამ ოცნება ჰქონდათ: საკუთარი საცხოვრებელი.

რამდენი ცრემლი დაიღვარა ამის გამო. ისინი შვებულებას, მოგზაურობას და სასიამოვნო ნივთების ყიდვას მსხვერპლად იღებდნენ. ზოგჯერ ბავშვზეც ზოგავდნენ. არც თუ ისე მოდური ქურთუკი, ტელეფონი ზედმეტი სერვისების გარეშე. დიახ, პატარაა და ეს ყველაფერი არ სჭირდება, მაგრამ რატომღაც სხვა ბავშვებს აქვთ.

ამავდროულად, მისი უმცროსი ძმა თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ღამის კლუბებში დროს არ ატარებდა და ფულს არ ფლანგავდა, მაგრამ პატარა ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. მისი სამსახურიდან, უფრო სწორად გამომუშავებიდან ფული ყოფნიდა. დიდად თავს არც იწუხებდა. ზოგჯერ მთელი ოჯახი მას შუა ქუჩაში ხვდებოდა. ყოველთვის მხიარული და კმაყოფილი იყო. არსად ეჩქარებოდა და არაფერზე დამოკიდებული არ იყო. მხოლოდ იღიმოდა და გამარჯობას ამბობდა. ცხოვრების ბატონი. დედის დასახმარებლად ფული არასდროს ჰქონდა. სამაგიეროდ, მშვიდად შეეძლო შუა კვირაში დედასთან მისულიყო და ნახევარი მაცივარი დაეცარიელებინა. მისთვის ეს მსუბუქი გასეირნება იყო.

მაგრამ ნათია ამაზე აღარ ფიქრობდა. მის ქცევას უკვე მიჩვეული იყო. აღშფოთებული იყო იმით, რაც ახლახანს გაიგო. ასეთი თავხედობის გამო ცრემლებს ვერ იჩერებდა. აღმოჩნდა, რომ მისმა ძმამ მანქანა შეიძინა. მეგობრისგან და არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში. მოკლედ, იაფად და ნაცნობობით. მაინც დადის. ასეთის ფული აღმოაჩნდა. არადა მათ ქალაქში უმეტესობა ავტომობილის გარეშე თავს შესანიშნავად ართმევს. მხოლოდ საქმისთვის სჭირდებათ: ტაქსის მძღოლებს, შვილების წასაყვანად, აგარაკზე ასასვლელად. მისი ძმის მსგავს ზარმაცებს ბენზინის ფული არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამიტომ მიჰყიდეს.

ეს ყველაფერი არ იყო. შვილიკოს მანქანის ფული რომ შეეგროვებინა, დედა პროდუქტებით მუდმივად ეხმარებოდა. რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. ხოლო ამ პროდუქტებს დიდწილად ნათია და მისი ქმარი ასაკოვანი დედისთვის ყიდულობდნენ. და აი, როგორ აღმოჩნდა. როცა ნათია დედასთან სიტუაციის გასარკვევად მივიდა, მან თითქმის გააგდო. როგორ გაბედა კითხვის დასმა და ღვიძლ ძმაზე აუგის თქმა? უმადური და, თან უფროსი! ქმრით, საკუთარი ბინით, კარგი სამსახურით. არა თუ მისი ვაჟი, საწყალი! მან ხომ „პრინცი“ იპოვა, ცხენით და ციხესიმაგრით.

რატომ ხდება ასე: ერთს ყველაფერი, მეორეს არაფერი? მას ხომ დედა უყვარს და კარგად ექცევა. აი, ძმას, ალბათ, არავინ უყვარს. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და ცხოვრობს ისე, როგორც სურს. ამის მიუხედავად, მას კარგად ექცევიან. თან მაგალითად მოყავთ. რით დაიმსახურა ეს ყველაფერი და როგორ მოიქცეს ახლა? თითქოს საკუთარი ოჯახი შექმნა, მაგრამ ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები არ უშვებს. საწყენია.