ჭინჭარი უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე მოცხარი და უფრო მეტ კაროტინს, ვიდრე სტაფილო და ქაცვი

1537

ხალხურ მედიცინაში ჭინჭარი შეუცვლელია, მისი დახმარებით უამრავი უსიამოვნების განკურნებას შეძლებთ. ოფიციალური მედიცინა მცენარის სამკურნალო თვისებებს აღიარებს, ამიტომ ბევრი მედიკამენტი ჭინჭარს შეიცავს.

ჭინჭარი ქიმიურ შემადგენლობაში ბევრ მიკროელემენტს შეიცავს, რის წყალობით ადამიანის ორგანიზმზე დადებითი ეფექტი გააჩნია:

  • K ვიტამინი სისხლის შედედებას ხელს უწყობს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
  • ჭინჭარი უფრო მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს, ვიდრე მოცხარი. სხვა მიკროელემენტებთან კომბინაციაში ბრონქებზე დადებითი გავლენა აქვს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას წარმოადგენს.
  • კაროტინის რაოდენობით სტაფილოს, ქაცვის და სალბის მაჩვენებლებს აჭარბებს, რაც თვალის ბადურის გაძლიერებას ხელს უწყობს.
  • ქლოროფილის დიდი რაოდენობა რადიაციის საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნველყოფს.
  • ბიოფლავანოიდების წყალობით ჭინჭარი ასთმის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.
  • მასში შემავალი კალიუმი და კალციუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებენ.

თერაპიულ პრაქტიკაში გამოიყენება, როგორც სისხლის შემაჩერებელი და სისხლის შემადედებელი საშუალება მენოპაუზის, ჰემორაგიული, კუჭ-ნაწლავის და სხვა სისხლდენის დროს.

ჭინჭარი გამოიყენება საკვერცხე-მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად, სისხლძარღვების კედლების გასაძლიერებლად და ა.შ.

ჭინჭარი საშვილოსნოს შეკუმშვას აძლიერებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სასარგებლო გავლენა აქვს, დაზიანებული ქსოვილების სწრაფად აღდგენას ხელს უწყობს, ასევე სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინს ზრდის, ამიტომ ანემიის სამკურნალოდ გამოიყენება.

გარდა ამისა, ჭინჭარს ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, თირკმლების, შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების, ღვიძლის დაავადების, ბუასილის და სხვა დაავადებების დროს ნიშნავენ.

ვიტამინების ჩაის და ბალახების ნაკრების შემადგენლობაში შედის. მას კუჭ-ნაწლავის დაავადების, რევმატიზმის, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის, პროსტატის, ავიტამინოზის დროს იყენებენ.

ჭინჭრის ახალი ფოთლების წვენი და ახალი თესლი

დაკრეფილი ჭინჭარი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და წვენი გაწურეთ.

გამოიყენება ოსტეოლიმიტის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის და სახსრებში მარილების დაგროვების დროს. ის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, საჭმლის მონელებას აძლიერებს, თირკმლების მუშაობას და შარდვას აუმჯობესებს.

წიდების რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ტროფიკული წყლულების ეპითელიზაციას სტიმულირებს.

20 წვეთი ჭინჭრის წვენი ¼ ჭიქა თბილ წყალთან ან თბილ რძესთან ერთად დალიეთ. წვენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე და აუცილებლად დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ფოთლების ნახარში

20 გრ ხმელი ან 300 გრ ახალი ჭინჭრის ფოთლები აიღეთ და 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, თავსახური დაახურეთ და დაახლოებით 2-3 წუთით ადუღეთ. ცოტა ხნით დააყენეთ, ამის შემდეგ გადაწურეთ.

ჭინჭრის მოხარშვის დროს რამდენიმე დეტალი უნდა იცოდეთ, რომ ვიტამინები არ დაშალოთ.

თუ მთელ ფოთლებს იღებთ, 1 ადამიანზე 4 ფოთოლი დაგჭირდებათ. ფოთლებს 1 ჭიქა წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და იმწამსვე გაზიდან გადმოდგით.

დაახლოებით 30 წუთით გააჩერეთ და იმწამსვე ჭამამდე 10-15 წუთით, 3 მიღება დალიეთ. ნახარში დილა-საღამოს დალიეთ. ფოთლები შეჭამეთ.

თესლების ნახარში

აგვისტოდან დაწყებული ჭინჭრის თესლის წარმოქმნა ხდება. თესლი ძალიან წვრილი (დაახლოებით 1 მმ), ყვითელი ან ნაცრისფერი, ოდნავ მომრგვალებული აქვს.

ჭინჭრის თესლი C ვიტამინს და ცხიმოვან ზეთს შეიცავს, მათ შორის ლინოლეურ მჟავს.

მას თირკმელკენჭოვანი დაავადების, დიზენტერიის დროს, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ფესვების და ფოთლების ნახარში

ჭინჭარში შემავალი გლიკოზიდ ურტიცინი შესანიშნავი კარდიო მასტიმულირებელი ნატურალური საშუალებაა.

მას საჭმლის მონელების დარღვევის, დიარეის, ცხვირის სისხლდენის, ხანგრძლივი და უხვი მენსტრუაციის, შარდოვანას, ბუასილის, რევმატიზმის, კანზე გამონაყარის, დიაბეტის და ნერვული შეტევის დროს, ასევე როგორც შარდმდენ საშუალებას ისე იყენებენ.

ასევე ქრონიკული ბრონქიტის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადების, ღვიძლის დაავადებების, კანის დაავადებების დროს გამოიყენება. ჭინჭარი ლაქტაციას აძლიერებს.

უკუჩვენება

უკუჩვენებულია ხალხისთვის, ვისაც შემდეგი დაავადებები აქვთ:

  • ვარიკოზი
  • თრომბოფლებიტი
  • სქელი სისხლი, გაზრდილი შედედება

ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭინჭარი პროტოპორფირინს და კოპროპორფირინს შეიცავს, მას ფოტომგრძნობიარე მოქმედებ აქვს, ამიტომ გაზრდილი სისხლის შედეგების, თრომბოფლებიტის და გულის შეტევის რისკის დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს