ერთხელ სიდედრის ოჯახს დიდი შეურაცხყოფა მივაყენე

1881

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.

ჩემი ცოლის და სამსახურიდან გაათავისუფლეს და რადგან ბინის ქირას ვერ იხდიდა, ჩემმა ცოლმა მთხოვა, რომ მას ჩვენთან ეცხოვრა.

-ძვირფასო, მხოლოდ ერთი ან ორი თვით. ჩემს დას გასაჭირში ვერ მივატოვებ!

პირველი კვირა

სამოთხეში მოვხვდი! საუზმეზე – ხორცის ბლინები. სადილზე – ბორში, კატლეტები და კისელი, ვახშამზე კი ბლინები არაჟნით ან ხორცი სოუსით. მაინტერესებს, როგორ ასწრებს ყველაფერს?

მეორე კვირა

საცდელი ვადა დასრულდა. დილით ის სამზარეულოში შემოდის, გაოცებული გვიყურებს და გვეკითხება:

-გვაქვს რამე საჭმელი?

ყველაფერი შეჭამა, რაც გუშინ ჩემმა მეუღლემ მოამზადა, ნელ-ნელა ჩაიცვა და მორიგ გასაუბრებაზე წავიდა.

მესამე კვირა

სახლში დილის ოთხ საათზე დაბრუნდა და გასაუბრებაზე ჩემი ცოლის ახალი კოსტიუმით წავიდა. იმ კოსტიუმით, რომელიც მან ოფლითა და სისხლით მოიპოვა:

-ნახე, როგორ მიხდება! თუ არ მიყიდი, დარდით მოვკვდები! ძვირფასო, ასეთზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი!

მასში ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი გადავიხადე. მთელი წელი კარადაში ეკიდა უსარგებლოდ და ახლა გამოდგა!

სახლში დილით დაბრუნდა და მაშინვე დაიძინა. მე და ჩემი მეუღლე სამსახურიდან რომ დავბრუნდით, მაშინ გაიღვიძა! მთხოვდა, რომ მისთვის მინერალური წყლის საყიდლად წავსულიყავი, მე უარი ვუთხარი. პრინცესას ეწყინა!

მეოთხე კვირა

მორიგი გასაუბრებიდან დაბრუნდა და გახარებულმა გამოგვიცხადა:

-სამსახურში ამიყვანეს!

მე ძალიან გამიხარდა.

-ნორმალური თანხის გამოსამუშავებლად მანქანა მჭირდება, რადგან კომპანიის ტრანსპორტით თუ ვისარგებლებ, კაპიკები დამრჩება. ორივეს საკუთარი მანქანა გყავთ, მე სამ დღეში ერთხელ უნდა ვიმუშაო. ვფიქრობ, არაფერი დაგემართება, თუ შენს ცოლს სამსახურში წაიყვან და წამოიყვან.

ჩემმა მეუღლემ თავის დას მანქანა არ დაუთმო და ის იძულებული გახდა, რომ სამსახურის ძებნა გაეგრძელებინა. თუმცა, ახალი სამუშაოს ძიების აქტივობა პირველ კვირასთან შედარებით დაახლოებით შვიდჯერ დაეცა!

მეხუთე კვირა

სახლში მხოლოდ სამი ღამე გაათენა. საფენების ფულიც კი არ აქვს, სამაგიეროდ ძვირადღირებული ფეხსაცმელი იყიდა. ჩემმა ცოლმა ამოიკვნესა:

-უბრალოდ, მშვენიერია!

იძულებული გავხდი, რომ მისთვისაც ზუსტად ასეთები მეყიდა. ახლა დერეფანში ორი წყვილი ერთნაირი ფეხსაცმელი გვიდევს. რა ვქნათ, ქალები არიან! დილით ჩემს ცოლს შეეშალა, თავისი დის ფეხსაცმელი ჩაიცვა, მანქანამდე რომ მივიდა მხოლოდ მაშინ შენიშნა. დაბრუნდა და გამოიცვალა.

მეექვსე კვირა

სამუშაოს ძებნა მთლიანად შეჩერებულია. მთელი დღე რეალითი შოუს უყურებს. როდესაც თავისი ჭურჭლის გარეცხვა ვთხოვე, გიჟივით იყვირა:

-დამლაგებელი ხომ არ გგონივარ!

ჩემს ცოლს ეჩიჩინებოდა:

-მასთან როგორ ცხოვრობ? ასეთს ერთ დღესაც კი ვერ ავიტანდი. საყვარელი მეუღლისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვა არ შეუძლია? მე მას პირდაპირ დღესვე გავაგდებდი!

მეშვიდე კვირა

სამსახურიდან ახალი გამოსული ვიყავი, როდესაც ჩვენმა საყვარელმა დაიკომ დამირეკა:

-სახლში რომ წამოხვალ, საფენების საყიდლად შეიარე.

-მისმინე, შენს დას დაურეკე, მან გიყიდოს.

-შენ რა გიმძიმს? ის დაღლილია.

უარი ვუთხარი:

-წადი და შენ თვითონ იყიდე.

სახლში რომ დავბრუნდი, ცრემლების ზღვა დამხვდა. ჩემი ცოლის და ტიროდა, ცოლი კი მემდუროდა:

-მაღაზიაში შესვლა გაგიჭირდა? ჩემს დას მუქთახორას რატომ ეძახი? არ გესმის, რა მდგომარეობაშია? ის ისედაც ცუდად გრძნობს თავს, შენ კი პურის ნატეხს აყვედრი!

მერვე კვირა

-ძვირფასო, ფული მომეცი, საწვავის ფული არ მაქვს!

გაკვირვებული ვარ:

-ძვირფასო, ხელფასი ცოტა ხნის წინ არ აიღე?

-ჩემს დას შარვალ-კოსტუმის ფული ვასესხე, ბანკში მიდის გასაუბრებაზე.

-ჯერ აეყვანათ სამსახურში და კოსტიუმი მერე გეყიდათ. წინასწარ რატომ? – სად არის ლოგიკა?

-გასაუბრებაზე როგორ წასულიყო, შიშველი?

-თუნდაც შიშველი, ეს ჩემი პრობლემა არ არის!

ამას მოჰყვა ბრალდებების მთელი რიგი ჩემი უგრძნობლობის, უხეშობისა და ეგოიზმის შესახებ!

-ძვირფასო, ის როგორც ყოველთვის მართალია, მე უგრძნობი საქონელი ვარ და ახლა ამაში თავად დარწმუნდები.

მისაღებში შევედი, კარადა გამოვაღე და ჩემი ცოლის დის ნივთები გადმოვყარე.

ჩემმა ცოლისდამ ყვირილი დაიწყო:

-ნაგავო, რა გააკეთე?

მე კი მას ვუპასუხე:

-ჩემო ძვირფასო, დღეიდან შენთვის ჩვენი უფასო სასტუმროს კარები დაკეტილია და ამიტომ დედაშენთან უნდა დაბრუნდე, სოფელში!

მას თხუთმეტი წუთი დასჭირდა მთელი თავისი ნივთების შესაგროვებლად და იქ გასამგზავრებლად, საიდანაც ჩამოვიდა.

თავი ძლივს შევიკავე, რომ პანღური არ ამომერტყა. ჩემი ცოლის დაწყებული ისტერია შანტაჟის მეშვეობით შევაჩერე:

-პირს თუ გააღებ, მომავალ ხელფასამდე მთელი თვე ფეხით მოგიწევს სიარული!

მეცხრე კვირა

დღეს სიდედრმა დარეკა და აკანკალებული ხმით მითხრა, რომ საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე მის ოჯახს და მათი ფეხი ჩემს სახლში აღარ იქნება. ძალიან გამიხარდა!

მას შემდეგ, რაც ცოლის დამ ჩემს ცოლზე ზემოქმედება შეწყვიტა, ის თანდათან დაუბრუნდა თავის ნორმალურ მდგომარეობას.

ახლა გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში აღარასდროს დავეხმარები არც უსახლკაროებს და არც უმუშევარს. ეს მათი საქმეა, სად იცხოვრებენ, ჩემთვის ჩემი ოჯახის ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს