სიმინდის სამშობლო მექსიკაა, სადაც მას უძველესი დროიდან აწარმოებდნენ, თუმცა აქ სხვაგვარად უწოდებენ – მაისი.
პერუს ინკასები, მაიას ინდიელები და მექსიკელი აცტეკები სიმინდს მხოლოდ საკვებად არ იყენებდნენ: მათთვის ერთგვარი ფული, სამკაული, მოსაწევი, საწვავი და საშენი მასალა იყოს.
ითვლება, რომ სიმინდი ყველაზე ადვილად მოსანელებელი პროდუქტია, თუმცა უხეში უჯრედისით მდიდარია.
საკვების კუთხით ეს ღირებული ბოსტნეულის კულტურაა, რომელიც ფართოდ გავრცელებულ ბოსტნეულებს მშრალი ნივთიერების, ნახშირწყლების, ცხიმების, კალორიულობის, ასევე მკვებავი თვისებებით და გემოთი აჭარბებს.
ის მდიდარია ვიტამინებით, რომელთა რაოდენობაც დაკონსერვების დროსაც არ იკარგება.
სამკურნალო ურთიერთობაში სიმინდი სასარგებლო და მოქმედი სამკურნალო საშუალებაა, განსაკუთრებით სიმინდის ფუჩეჩი – ძაფისებრი, წვრილი ღეროები, რომლებიც ტაროზე წარმოიქმნება.
სამეცნიერო მედიცინაში ნაღვლმდენი სისტემის დაავადებების, მათ შორის ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ჰეპატიტის და ნაღვლკენჭოვანი დავადების დროს სიმინდის ფუჩეჩის გამოყენება ეფექტურად ითვლება.
სიმინდის ფუჩეჩი ასევე გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ანთებითი დაავადების, პროსტატიტის, ასევე გლაუკომას დროს.
მათზე დაფუძნებული პრეპარატები გამოიყენება კონიუქტური სისხლჩაქცევის, მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევის, ჰემორაგიული დიათეზის და სისხლდენის და ასევე დაბალი პროთრომბინის ინდექსის დროს.
სიმინდის მარცვლები ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია. ის ბუნებრივ პოლივიტამინების პროდუქტს წარმოადგენს და საკვებში მისი გამოყენება რეკომენდებულია დისტროფიის, ძალების დაკარგვის, ჰიპოვიტამინოზის, ათეროსკლეროზის, გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადების, დაძაბული გონებრივი და მძიმე ფიზიკური შრომის დროს,
სიმინდის ფუჩეჩს მკაფიოდ გამოხატული ნაღვლმდენი მოქმედება აქვს, ამასთან ნაღვლის წარმოებას ზრდის, მის სიბლანტეს ამცირებს და ბილირუბინის შემცველობას ამცირებს.
მას ასევე შარდმდენი, სპაზმის მომხსნელი, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, შემკვრელი, სისხლის შემაჩერებელი და დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნია.
სიმინდის ფუჩეჩი ჭარბი მარილების, ასევე დიდი რაოდენობის შარდის მჟავის და ფოსფორის გამოდევნას ხელს უწყობს. გასუქების დროს წონის შემცირებაზე გავლენას ახდენს.
ძლიერი ნაღვლმდენი მოქმედება მასში შემავალი სიტოსტერინით, საპონინით, ფლავონოიდებით და ეთერზეთებით არის განპირობებული, რომლებიც წარმოებას და ნაღვლის გამოყოფას სტიმულირებენ.
გლიკონინის შემცველობის წყალობით სიმინდის ფუჩეჩი ნახშირწყლების ცვლაზე გავლენას ახდენს, ამით კი გახდომის ეფექტი მიიღწევა. გლიკონინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ორგანიზმი კი იძულებულია მისი დონე ცხიმების გაძლიერებული წვით აღადგინოს.
სისხლის შემაჩერებელი მოქმედება და პროთრომბინის ზრდა მასში შემავალ K ვიტამინს უკავშირდება.
მკურნალობა
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების დროს სიმინდის ფუჩეჩი ნახარშის ან ნაყენის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მათი სისტემატიური გამოყენების შედეგად ღვიძლის არეში სიმძიმის გრძნობა ქრება, მისი ზომა მცირდება, მოყვითალო კანის ზედაპირი ქრება და გულისრევა და ღებინება წყდება.
- ნახარშის მოსამზადებლად 10 გრ სიმინდის ფუჩეჩი აიღეთ, დაჭერით, 1,5 ჭიქა ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული ანადუღარი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ. მინის ან ემალის ქვაბი გამოიყენეთ და თავსახური დაახურეთ. გაგრილებული ნახარში 4 ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და 1-3 ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.
- ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ დაქუცმაცებულ ფუჩეჩს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავდახურულ ჭურჭელში სრულ გაგრილებამდე დააყენეთ, შემდეგ 4 ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და იმავე სქემით დალიეთ, როგორც ნახარში.
- აფთიაქებში 70% სპირტზე დაფუძნებული სიმინდის ფუჩეჩის თხევადი ექსტრაქტი იყიდება, რომელიც ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვეული მუშაობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე იღებენ.
სიმინდის ფუჩეჩის გამოყენების უკუჩვენებას ალკოჰოლისგან დამცველი საშუალებების „ტორპედოს“ და „ესპარალის“ გამოყენება წარმოადგენს.
უკუჩვენება
სიმინდის ფუჩეჩის გამოყენების უკუჩვენებაა სისხლის გაზრდილი შედედება, თრომბოფლებიტები და თრომბის წარმოქმნისკენ მიდრეკილება.
ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ მისი გამოყენება ჰიპოგლიკემიის დროსაც (სისხლში შაქრის დონის შემცირება) არ ღირს, რადგან სიმინდის ფუჩეჩი ისედაც შაქრის დონეს ამცირებს.
სიმინდის მარცვალი და მისგან მომზადებული კერძები შაქრიანი დიაბეტის და გასუქების დროს უკუჩვენებულია.