თუ ექიმმა ვერ გიშველათ, ექიმი – ქრისტესისხლა დაგეხმარებათ. სწორი მკურნალობით მძიმე დაავადებებს მოიშორებთ

1177

სახლის პირობებში ქრისტესისხლას ნახარში, ნაყენი და სპირტიანი ნაყენი შეგიძლიათ გააკეთოთ და კანის სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის კანის ტუბერკულოზის დროს გამოიყენოთ.

ქრისტესისხლას ნახარში და ნაყენი ღვიძლის, კუჭის და ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა დაავადებების დროს შეგიძლიათ შიგნით მიიღოთ. ქრისტესისხლას ყველა პრეპარატს ბაქტერიოციდული მოქმედება გააჩნია.

სამკურნალო პრეპარატის მოსამზადებლად მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება, მათ შორის ძირნაყოფი ფესვებთან ერთად. მწვანე ნაწილის მომზადება მაისი-აგვისტოს პერიოდში ხდება, ფესვების და ძირნაყოფის შეგროვებას ადრეულ გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე იწყებენ.

1. მიოპია (ახლომხედველობა)

მიოპიის დროს, ასევე დაღლილობის ან სხვა უსიამოვნებით გამოწვეული თვალების ქვეშ „წრეების“ მოსაშორებლად შემდეგი საშუალება გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ქრისტესისხლა
  • 100 მლ წყალი

მომზადების მეთოდი:

ხმელი ბალახისა და წყლისგან ნახარში მოამზადეთ. 1-1,5 საათით დააყენეთ, შემდეგ თვალში ჩაიწვეთეთ ან გარეგნულად საწმენდი ლოსიონის სახით გამოიყენეთ.

2. კატარაქტი

ინგრედიენტები:

  • 1 ნაწილი ქრისტესისხლას ახალი წვენი
  • 1 ნაწილი ნაწილი

მომზადების მეთოდი:

ბროლის დაბინდვის დროს ქრისტესისხლას ახალი წვენი ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში გააზავეთ. მზა საშუალება კომპრესის სახით გამოიყენეთ და ღამით ქუთუთოებზე დაიდეთ. მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურას მოიცავს.

3. გასტრიტი

რეცეპტი 1

გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს შეგიძლიათ შემდეგი ნაკრები გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ქრისტესისხლა
  • 2 ს/კ ფარსმანდუკი
  • 2 ს/კ კრაზანა
  • 2 ს/კ სააფთიაქო გვირილას ყვავილი
  • 2 ჭიქა წყალი

მომზადების მეთოდი:

ბალახების ყველა კომპონენტი აურიეთ და 2 ს/კ ხმელ ნარევს მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთით თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ.

მზა ნაყენი გადაწურეთ, მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე აავსეთ და ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი
  • 2 ს/კ ლაშქარას ფესვები
  • 2 ს/კ ტუხტის ფესვები
  • 2 ს/კ ძირტკბილას ფესვები
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადების მეთოდი:

ბალახების ნაკრები კარგად აურიეთ და 1 ს/კ ნარევი მდუღარე წყალში მოხარშეთ.

შემდეგ ნარევი წყლის ორთქლზე 15 წუთით ხარშეთ, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 70-100 მლ ნახარში დღეში 3-ჯერ ჭამის მიღებისგან დამოუკიდებლად დალიეთ.

რეცეპტი 3

ინგრედიენტები:

  • 10 გრ ქრისტესისხლას ბალახი
  • 70 გრ მრავალძარღვას ფოთლები
  • 40 გრ კრაზანას ფოთლები
  • 30 გრ ასკილის ნაყოფი
  • 30 გრ კამის თესლი
  • 20 გრ ბირკავას ბალახი
  • 20 გრ აბზინდა
  • 10 გრ ბერულა
  • 10 გრ სელის თესლი
  • 10 გრ სააფთიაქო გვირილას ყვავილები
  • 10 გრ კალენდულას ყვავილები
  • 10 გრ შვიტას ბალახი
  • 10 გრ კალენდულას ყვავილები
  • 400 მლ წყალი

მომზადების მეთოდი:

  1. მითითებული კომპონენტები აურიეთ, 1 ს/კ ხმელ ნარევს ცხელი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ.
  2. გააგრილეთ, გადაწურეთ, მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე აავსეთ და 100-150 გრ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
  3. გასტრიტის დროს, რომელსაც თან დიარეა ახლავს შეგიძლიათ ამ ნარევს 10 გრ მუხის ქერქი დაუმატოთ.
  4. ქრონიკული შეკრულობის დროს რეკომენდებულია ნარევს 10 გრ ხეჭრელი ან 10 გრ რევანდი დაუმატოთ.

რეცეპტი 4

ინგრედიენტები:

  • 50 გრ ქრისტესისხლას ბალახი
  • 50 გრ დიდი კამას ნაყოფი
  • 70 გრ მრავალძარღვას ბალახი
  • 70 გრ კალენდულას ყვავილები
  • 200 მლ წყალი

მომზადების მეთოდი:

1 ს/კ ბალახების ნაკრებს მდუღარე წყალი დაასხით და თბილ ადგილას ნახევარი საათით დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს 100 მლ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.

4. ბუასილი

რეცეპტი 1

ინგრედიენტები:

  • ქრისტესისხლას წვენი
  • კრაზანას ზეთი

მომზადების მეთოდი:

ბამბის დისკი ქრისტესისხლას წვენში გაჟღინთეთ და უკანა ხვრელში ჩაიდეთ. მკურნალობის პირველ დღეებში – 25-30 წუთით შემდეგ კი 35-40 წუთით გამოიყენეთ, ნელ-ნელა 1 საათამდე გაზარდეთ. მკურნალობის კურსი – მინიმუმ 2 კვირა.

სასურველია, რომ პროცედურა ღამით ჩაიტაროთ, შემდეგ კრაზანას ზეთში გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უკანა ხვრელში ჩაიდეთ და 6-8 საათით გაიჩერეთ.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი
  • 1 ს/კ წიწმატურა
  • 1 ს/კ შვიტა
  • 1 ს/კ სელიჭა
  • 1 ს/კ ფარსმანდუკი
  • 1 ს/კ გვირილას ყვავილები
  • 200 მლ წყალი

მომზადების მეთოდი:

2 ს/კ ბალახების ნარევს მდუღარე წყალი დაასხით და თავდახურულ ჭურჭელში 30-40 წუთით დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ, მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე აავსეთ და 50-70 მლ დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

უკუჩვენება

ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა, მაგრამ ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მხოლოდ დადებით შედეგებს მიიღებთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ზუსტი, ინდივიდუალური დოზის გამოვლენა.

დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, თავის და კუჭის სიმძიმე, წყურვილი, თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია. ქრისტესისხლათი მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ ან უფრო მცირე დოზაზე გადახვიდეთ. ჭარბი რაოდენობით მიღებას თუ გააგრძელებთ, სასუნთქი ცენტრის დახშობა, პულსის შემცირება, გონების დაკარგვა და სიკვდილია მოსალოდნელია.

ქრისტესისხლა წნევას ამცირებს და ჰიპოტონიის დროს თვითნებურად მისი დანიშვნა არ შეიძლება. მისი ნახარშის და ნაყენის მიღება ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვის შემცირებული სიხშირეს) დროს რეკომენდებული არაა.

ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება ნაწლავების დისბაქტერიოზი გამოიწვიოს. ხოლო დისბაქტერიოზის დროს საერთოდ უკუჩვენებულია.

თუ კუჭში ნაღვლის ძლიერი მიწოდება ხდება, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.

როგორ გავახმოთ ქრისტესისხლა

შეგროვების შემდეგ მცენარეს ბნელ ადგილას, ორპირ ქარში ახმობენ, პერიოდულად ურევენ. დასაშვებია 55-60 გრადუს ტემპერატურაზე სპეციალურ საშრობში გახმობა. ხმელი მასალა დააქუცმაცეთ და კარდონის ყუთებში შეინახეთ. ძირნაყოფი ფესვებთან ერთად მცენარის მწვანე ნაწილისგან მოშორებით, ცალკე გაახმეთ და შეინახეთ. წინასწარ მკვდარი ნაწილები მოაშორეთ. შენახვის ვადა – მაქსიმუმ 3 წელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს