90-იან წლებში, როგორღაც ბავშვთა სახლში წასვლა გადავწყვიტე და ახლა 21 ბავშვის დედა ვარ

198

ოთხმოცდაათიან წლებში მე და ჩემმა მეგობარმა ბავშვთა სახლში წასვლა გადავწყვიტეთ და ახლა 21 ბავშვის დედა ვარ.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მრავალშვილიანი დედის – ვერა იამატინას რეალურ ისტორიას გიამბობთ.

პირველი შვილი

1992 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. ბავშვთა სახლში მარტო წასვლის ეშინოდა და მთხოვა, რომ მეც გავყოლოდი. ჩემი ყურადღება მაშინვე ერთმა უცნაურმა ბიჭმა მიიპყრო. მოგვიანებით გავიგე, რომ ის მხოლოდ სამი წლის იყო. დანარჩენი ბავშვები დარბოდნენ და თამაშობდნენ, ის კი წყნარად იჯდა მაგიდასთან და ფიქრებით თითქოს სადღაც დაფრინავდა. ძიძამ მითხრა: „ის ყოველთვის ასეთია, როგორც კი დილით მაგიდასთან დავსვამთ, მთელი დღე ასე იჯდება. ალექსანდრე არავისთან ურთიერთობს და თავსი ხელით არ ჭამს. ბავშვს მივუახლოვდი, მაგრამ მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია.

მოგვიანებით მისი ისტორია მოვისმინე. ბიჭის დედა ტუბერკულოზით გარდაიცვალა, შემდეგ კი ლოთი მამაც გარდაიცვალა და ბავშვი ბავშვთა სახლში მოხვდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ის სამი დღის მანძილზე ხმამაღლა ყვიროდა, მერე კი გაჩუმდა. მეზობლები არ ჩარეულან, რადგან ეგონათ, რომ ბიჭს მამამისი სჯიდა ცუდი საქციელის გამო.

თუმცა, მას შემდეგ რაც ოთახიდან უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, პოლიციას შეატყობინეს. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა კარი გააღეს და ოთახში შევიდნენ, მათ საშინელი სურათი დახვდათ: იატაკზე გარდაცვლილი მამა იწვა, მის გვერდით კი ბავშვი იწვა. ამბობენ, რომ ჭიები მხოლოდ გახრწნილ ხორცს ჭამენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ჭიები საშას მუცელსა და მკერდსაც დასეოდნენ. ახლაც, კარგად თუ დააკვირდებით, ნაწიბურები ისევ ემჩნევა. სახლში დაბრუნების შემდეგ ეს სევდიანი ისტორია ჩემს ქმარს ვუამბე. მან შემოგვთავაზა, რომ წავსულიყავით და დირექტორს დავლაპარაკებოდით, იქნებ ბავშვი ჩვენთან წამოგვეყვანა. როდესაც ბავშვთა სახლში მივედით და დირექტორს ვუთხარით, რომ ბიჭის შვილად აყვანა გვინდოდა, ის დაიბნა: „გაგიჟდით, ხუთი შვილი გყავთ, ეს ბავშვი რაღად გინდათ?“. თავიდან ბიჭის წაყვანის უფლებას მხოლოდ შაბათ-კვირას ან არდადეგებზე გვაძლევდნენ. ბავშვი ჩვენთან თანდათან მდგომარეობიდან გამოვიდა: მან რეაგირება დაიწყო, როდესაც მას მივმართავდით და დაიწყო გარკვეული ბგერების გამოცემა და სათამაშოების აღება. თუმცა, ჩვენ არ გვესმოდა, რატომ ეშინოდა ასე ძალიან კომპოტის. როგორც კი ამ სასმელს და ჭიქებს მაგიდაზე ვდგამდით, ის მაშინვე ტირილს იწყებდა. დიდი ალბათობით მას კომპოტთან რაღაც ცუდი აკავშირებდა.

პირველი დადებითი შედეგების გაჩენის შემდეგ, დირექტორმა ბავშვის სამუდამოდ წაყვანის უფლება მოგვცა. ბავშვი ლოგოპედთან დაგვყავდა, მოგვიანებით კი ის პირველკლასელი გახდა. საშა კარგად სწავლობდა და კარგი ოთხოსანი იყო. დღეს ბიჭი უკვე ოცდასამი წლისაა, ის აბსოლუტურად ჯანმრთელი და ძალიან სიმპათიური მამაკაცია.

ჩვენ ოცდაერთი შვილი გვყავს, აქედან რვა საკუთარია, ცამეტი კი – ნაშვილები. ზოგიერთი მათგანი უკვე გაიზარდა და შვილიშვილები გვაჩუქა. ახლა მე და ჩემს მეუღლეს ცამეტი შვილიშვილი გვყავს. ყოველთვის მინდოდა, რომ ქალიშვილი გამეჩინა, მაგრამ მხოლოდ ბიჭები მიჩნდებოდა. ჩემს ქმარს ეს მოსწონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს ოჯახში მეექვსე ბიჭი დაიბადა, მანაც დაიწყო გოგონაზე ოცნება. ცოტა ხანში დავორსულდი და პირველი ქალიშვილი შეგვეძინა, მერე კი – მეორე. ბავშვების შვილად აყვანა პირველი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ დავიწყეთ. ყოველი ახალი ბავშვის აყვანის საკითხს აუცილებლად ჩვენს შვილებთან ერთად განვიხილავთ. ტრადიციულად, ყველა ბავშვს ვეძახით და ვაცხადებთ, რომ კიდევ ერთი ბავშვის აყვანა გვინდა. მათ რჩევას ვეკითხებით და აუცილებლად ვისმენთ მათ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. აზრს ყველაზე პატარებსაც ვეკითხებით, რადგან მათგან მოვითხოვთ, რომ ახალ ბავშვს ისევე კარგად მოექცნენ, როგორც საკუთარ და-ძმას.

მოწოდება

პედაგოგიური დავამთავრე და ბაღის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჩემი პირველი ჯგუფის გაშვების შემდეგ ახალი ბავშვები ისე ვერ შემიყვარდა და გამუდმებით იმ პირველი ჯგუფის ბავშვები მენატრებოდა. ჩემი ქმარი ყველანაირად მხარს მიჭერდა, ერთ დღეს კი მითხრა: „გახსოვს, ერთ დროს სამედიცინოზე რომ გინდოდა სწავლა? ისევ ბავშვებთან იმუშავებ, მაგრამ მათზე მიჩვევის საშუალება არ გექნება. სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მედდად ვმუშაობდი ბავშვთა განყოფილებაში. მას შემდეგ რაც ის თერაპიულ განყოფილებად გადაკვალიფიცირდა, ისევ საბავშვო ბაღში დავბრუნდი, მაგრამ უკვე მედდად, რადგან მხოლოდ ბავშვებთან შემიძლია მუშაობა. მე შემიძლია ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება, მასაჟის გაკეთება, კვების სწორად გამოთვლა, მაგრამ მთელი ეს უნარები სახლშიც მჭირდება, რადგან ბავშვთა სახლიდან სხვადასხვა გადახრების მქონე ბავშვებს ვიყვანდით.

სხვა ბავშვები

საშას შემდეგ კატია წამოვიყვანეთ. გოგონა ძალიან პატარა დაიბადა, მხოლოდ ერთი კილოგრამი და სამასი გრამი იყო. ბავშვს მარჯვენა მხარე პარალიზებული ჰქონდა. მასზე უარი თქვეს. ვიფიქრე, რომ თუ მე მას ვუღალატებდი, ბავშვს ამქვეყნად სხვა არავინ დაეხმარებოდა. ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ: „გაგიჟდი, ავადმყოფი ბავშვი რად გინდა, ის ხომ მწოლიარეა, ლაპარაკსაც კი არ დაიწყებს“. კატია ისეთი პაწაწინა იყო, რომ შეხების გვეშინოდა და ამიტომ ბალიშზე გვეწვინა და ისე ვატარებდით. ბავშვს სიყვარულითა და მზრუნველობით ვზრდიდით. დღეს გოგონა მეცხრე კლასს ამთავრებს, ის აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვია. წარსულ დაავადებაზე მხოლოდ მარჯვენა ფეხის ოდნავ მოხრილი თითები მიუთითებს, თუმცა ეს მის სიარულზე არ აისახა.

ჩემი და 1998 წელს გარდაიცვალა. საღამოს მან ბავშვები დასაძინებლად დააწვინა (მას ხუთი შვილი ჰყავდა), დილით კი გარდაცვლილი ნახეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისმა ქმარმა მთხოვა, რომ სამი უმცროსი შვილი ჩემთან წამომეყვანა, რადგან მათ მოვლას ვერ უმკლავდებოდა. ბავშვები ჩვენთან წამოვიყვანეთ და საკუთარი შვილებივით გავზარდეთ.

ერთხელ ჩვენს ბავშვთა განყოფილებაში ორი გოგონა მოხვდა, რომლებსაც რაქიტის მძიმე ფორმა დაუდგინდათ. პოლიციელებმა ჩვილები ზამთარში სკამზე იპოვეს, უფროსს ზედაზე ქაღალდი ჰქონდა მიმაგრებული, სახელით „მაშა“, უმცროს გოგონას სახელი არ ჰქონდა. ძალა არ მეყო, რომ ამ ჩვილ ბავშვებზე უარი მეთქვა. მე და ჩემმა მეუღლემ ისინი გავზარდეთ. ახლა ჩვენი ქალიშვილები აბსოლუტურად ჯანმრთელი და აქტიური გოგოები არიან და მეცხრე მეცხრე კლასში სწავლობენ.

რა არის უანგარობა

ბავშვები იზრდებოდნენ. მე შევნიშნე, რომ მაშას ერთი თავისებურებს ჰქონდა: სათამაშო რომ ვარდებოდა, ამაზე ყველა ბავშვი რეაგირებდა, მაგრამ მაშა თავისაც კი არ აბრუნებდა. ექიმთან მივედით და მან გვითხრა, რომ გოგონას ნორმიდან გადახრა არ ჰქონდა. ექიმმა დაჟინებით შემომხედა და კბილებში გამოსცრა: „რას დარბიხართ აქთ-იქით, მეურვეობის ფულს ხომ გაძლევენ, მეტი რა გინდათ?“ მე კი მესმოდა, რომ ბავშვი არც თუ ისე ჯანმრთელი იყო და ამიტომ არ ვნებდებოდი. მირჩიეს, რომ მაშა ფასიან ექიმთან მიმეყვანა. ექიმმა ბავშვი გასინჯა და გვითხრა: „აქამდე რას ფიქრობდით, თქვენი ბავშვი ყრუა“. ამ დროს ნერვებმა მიღალატა და ცრემლები წამომივიდა. ექიმებთან გამუდმებით დავრბოდი, მაგრამ მათ დიაგნოზიც კი არ დაგვისვეს.

ბავშვს სასწრაფოდ სჭირდებოდა ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება. მომცეს ფურცელი, რომელზეც თანხა ეწერა. ნულების რაოდენობამ შოკში ჩამაგდო. იმაზე არაფერი მითქვამს, რომ ბავშვი მეურვეობის ქვეშ მყოფი ობოლი იყო. ჩვენ დიდი ორსართულიანი სახლი გვქონდა უზარმაზარი ბაღით.

სახლი ძალიან სწრაფად გავყიდეთ, მთელი ფული ოპერაციაში გადავიხადეთ. ოპერაციიდან ორ დღის შემდეგ კი გუბერნატორმა სიგელით დაგვაჯილდოვა და ჩვენი ოჯახი ტელევიზიით აჩვენეს. როგორც კი მე და ჩემი ქალიშვილი გამოკვლევისთვის მოვედით, მთავარმა ექიმმა გამოგვიძახა და გვკითხა: “რატომ არ გვითხარით, რომ გოგონა ობოლი იყო?” ამის შემდეგ მთელი დახარჯული თანხა სრულად დაგვიბრუნეს, მაგრამ ამ ფულით იმხელა სახლის ყიდვა ვეღარ შევძელით. არაუშავს! სამაგიეროდ, მაშას სმენა დაუბრუნდა.

იერა

ბავშვი ოთხი თვის იყო, როცა ჩვენს ოჯახში მოხვდა. დედამისი სამშობიაროდ ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა, რადგან სხვა შემთხვევაში მთელ ოჯახს შეარცხვენდა. ბავშვს ცერებრალური დამბლისა და ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. ნევროლოგთან რომ მივედით, ექიმმა გაკიცხვა დამიწყო: “ეს უკვე შენთვის მეტისმეტია!”. ეს ბავშვი პირველი წამებიდანვე შემიყვარდა. ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა მომიწია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დაავადებამ ფაქტობრივად უკან დაიხია. ახლა ის პრაქტიკულად არ განსხვავდება ჯანმრთელი ბავშვებისგან და ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს. მას შესანიშნავი მეხსიერება აქვს!

პირადი დრამა

ჩვენი პირველი შვილი ოცი წლის ასაკში გარდაიცვალა. მაქსიმი ჯარში წავიდა. არაფერი რომ არ გასჭირვებოდა, ჩვენ მას წერილებთან ერთდ ფულს ვუგზავნიდით. ცოტა ხნის შემდეგ წერილები უკან გვიბრუნდებოდა, მაგრამ ფული აღარ იდო. ვიგრძენი, რომ რაღაც წესრიგში არ იყო და დავიწყე წერილების წერა ყველა ინსტანციაში. მთელი ექვსი თვე ვეძებდით, საქმეში ადგილობრივი გამგებელიც ჩავრთეთ. მაქსიმი საავადმყოფოში ვიპოვეთ, შვილთან დამშვიდობება ძლივს მოვასწარი. ის სასტიკად იყო ნაცემი და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ამაზე მშვიდად საუბარი დღემდე არ შემიძლია. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ დამნაშავეები დაესაჯათ.

ჩემი ქმარი

ჩემს ქმარს ნიკოლაი ჰქვია, ის დურგლად მუშაობს მშენებლობებზე. ჩვენს სახლში ყველაფერი თავად გააკეთა. მას შემდეგ რაც ფინანსური ჯილდო მოგვცეს, ჩემმა ქმარმა და უფროსმა შვილებმა ჩვენი ახალი სახლი ააშენეს. როდესაც ის ფული ამოიწურა, უფროსი ბავშვები დაგვეხმარნენ, თითოეულმა მათგანმა სესხი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავდა.

ახლა ის, როგორც მე, ოფიციალურად არის აღმზრდელი მშობელი. მე ბავშვების კვება და აღზრდა მავალია, ის კი სამეურნეო საკითხებით არის დაკავებული.

ის შესანიშნავი მამაა, ჩვენი შვილები ძალიან უყვარს და როგორც შეუძლია ისე ზრუნავს მათზე. ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიცანით. მე მას ჯარიდან ველოდებოდი და რომ დაბრუნდა, ქორწილი გადავიხადეთ.

ურთიერთობები

შვილები არასოდეს დაგვიყვია ჩვენ შვილებად და აყვანილ შვილებად. ყველა ჩვენია! თუმცა, აყვანილ ბავშვებს მეტი კონტროლი სჭირდებათ, რადგან ზოგჯერ ისინი ეშმაკობენ და გაკვეთილებს აცდენენ. ბავშვებს შორისაც ძალიან კარგი ურთიერთობა ყალიბდება, ისინი ყოველთვის მზად არიან მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ერთმანეთს.

ჩემი აღთქმა

ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, დედაჩემს ბანდიტი დაესხა თავს და დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ის ძალიან დიდხანს იწვა კომაში. სანამ დედაჩემი საავადმყოფოში იყო, მე ინტერნატში ვცხოვრობდი. საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ რამდენად რთულია ბავშვებისთვის იქ ცხოვრება. ჯერ კიდევ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ როდესაც გავიზრდებოდი, მრავალშვილიანი დედა გავხდებოდი და ჩემს შვილებზე ყველაზე უკეთ ვიზრუნებდი მთელ მსოფლიოში. კითხვაზე: “რაზე ოცნებობ?”. ყოველთვის ვპასუხობდი: „მინდა, რომ ოცი შვილი მყავდეს!“. ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ ოჯახზე და ეს რეალობად იქცა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს